ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას;

დ) ცნობა ან/და ამონაწერი ქულების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ამონაწერის გაცემის თარიღი არ უნდა აღემატებოდეს ბოლო ერთ თვეს);

ე) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);

ვ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული  ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;

ზ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის მდგომარეობის შესახებ;

თ) საოქმო გადაწყვეტილება სახელმწიფო მზრუნველობიდან ამორიცხვის შესახებ;

ი) საბანკო რეკვიზიტებ