1. ამ პროგრამის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით);
2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისგან. ჯგუფში შედიან მერიის და საკრებულოს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. დროებითი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით (არანაკლებ სამუშაო ჯგუფის საერთო შემადგენლობის 2/3), ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა;
3. დროებითი სამუშაო ჯგუფი დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებით;
4. დროებითი სამუშაო ჯგუფი იკრიბება არანაკლებ თვეში 3-ჯერ;
5. დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის შემდეგ ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი;
6. დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმის სათანადო წესით შეკერვასა და შენახვას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივან