1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და  სრულყოფილ  დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში;

2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (მერის დავალებით ოჯახის მდგომარეობის  გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) ერთჯერად მატერიალურ დახმარების გაცემას. დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა, სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსულ პირზე არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის