ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი). საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

დ) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

ე) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);

ვ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;

ზ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნა, სადაც მითითებული იქნება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის მდგომარეობა.

თ) საბანკო რეკვიზიტებ