1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.
2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში.
3. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი.
4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილა