1. ამ ქვეპროგრამის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 5 წევრისგან. ჯგუფში შედიან მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. დროებითი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით (არანაკლებ სამუშაო ჯგუფის საერთო შემადგენლობის 2/3), ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმა.

3. დროებითი სამუშაო ჯგუფი დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებით.

4. სამუშაო ჯგუფმა დახმარება შეიძლება გასცეს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ).

5. დროებითი სამუშაო ჯგუფი იკრიბება არანაკლებ თვეში 3-ჯერ.

6. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.

7. დროებითი სამუშაო ჯგუფის ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში.

8. დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის მდივანი.

9. დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმები იკერება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვი