1. პროგრამის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურსა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ. გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარგებლეთა სიაში მოსარგებლის ხელმოწერით, რომელსაც მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში წარუდგენს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურს.

2. პროგრამის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში ცენტრის ბენეფიციარებისთვის საჩუქრების გადაცემის მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის და ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენლის მიერ. გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარგებლეთა სიაში მოსარგებლის ხელმოწერით, რომელსაც შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენელი წარუდგენს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურ