ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის ან/და პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, არასრულწლოვნის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ) სსე აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ (შშმპ სტატუსის მქონე პირის მომართვის შემთხვევაში);
დ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მომართვის შემთხვევაში);
ე) ცნობა ან/და ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
ვ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
თ) ცნობა კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და რეფერალური და სხვა სახელმწიფო პროგრამის (მომლოდინედ მყოფი) ფარგლებში დაფინანსების ოდენობის, ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) აქტი, სადაც დასაბუთებული იქნება ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (აქტს ხელს აწერს მერის წარმომადგენელი და საკრებულოს მაჟორიტარი წევრი. საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იმ შემთხვევაში, თუ მერის წარმომადგენელთან ერთად შეისწავლის ოჯახის სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას);
კ) ხელშეკრულება (შეთანხმება) დავალიანების შესახებ;
ლ) იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის სტატუსის მქონე ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს ცნობა, სადაც მითითებული იქნება, რომ ის არ არის ამ პროგრამით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები იმ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან, სადაც არის რეგისტრირებული;
მ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წერილი, სადაც მითითებული იქნება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის მდგომარეობ