„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №29 დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირებისა და წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2021-2022 წლებში მიღებული
გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის შესახებ დაფინანსდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ შესაბამისი ქვეპროგრამებიდან.