1. სამედიცინო დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და  სრულყოფილ  დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში;

2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის  გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო, თერაპიულ (18 წლამდე) და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას, გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, პლასტიკური ოპერაციებისა, ლაზერული კორექციისა და არჩეული ექიმის ჰონორარისა (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც);

3. კერძო დაზღვევის, საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში დაფინანსების (ან/და დაფინანსებაზე უარის თქმის) გათვალისწინებით მოქალაქეთა დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დროებითი სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე: არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა, მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, შშსმ სტატუსის მქონე ბენეფიციარის შემთხვევაში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა, რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვები (მომლოდინის შემთხვევაშიც) არა უმეტეს 1200 (ათას ორასი) ლარისა;

4. 3000 (სამი ათასი) ლარის ზევით დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

5. მერიის მიერ მოქალაქისათვის გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღ