ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულიდან - რუსთაველის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულამდე ქუჩისათვის ბექა ჯაყელის სახელის მინიჭების თაობაზე
მიღების თარიღი 30.12.2020
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-13.13203653
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.138.016007
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2020
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2020 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წირაში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობაში რაჭის ქუჩის გაგრძელების და ქუჩასთან არსებული ოთხი უსახელო შესახვევისთვის რაჭის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კორნელი სანაძის ქუჩის გავრცელების არეალის კორექტირებისა და ანდრია გუგუშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის კორნელი სანაძის სახელის მინიჭების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩიქავას ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულიდან - რუსთაველის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულამდე ქუჩისათვის ბექა ჯაყელის სახელის მინიჭების თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №გ-13.13203653
2020 წლის 30 დეკემბერი
ქ. ახალციხე
ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულიდან - რუსთაველის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულამდე ქუჩისათვის ბექა ჯაყელის სახელის მინიჭების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე’’ ქვეპუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის შესაბამისად,
1. ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულიდან – რუსთაველის ქუჩისა და ახალქალაქის გზატკეცილის გადაკვეთის წრიულამდე ქუჩას (1230 მეტრი), ეწოდოს ბექა ჯაყელის სახელობის ქუჩა.
2. განკარგულება, რეაგირებისათვის, გაეგზავნოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს:
ა) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
ბ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
დ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ ვებგვერდზე.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში(მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62.).
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე გელა ნოზაძე