“საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში №75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემი) აჟარის, ჩხალთის, გენწვისის, №28 დუშეთის საარჩევნო ოლქის შატილისა და №18 ახმეტის სარჩევნო ოლქის ომალოს საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ჩატარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№55/2000
სარეგისტრაციო კოდი
010.008.004.164
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 03/04/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.004.164

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

  კომისიის დადგენილება №55/2000

2000 წლის 30 მარტი

 ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 აპრილის არჩევნებში № 75 გულრიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემი) აჟარის, ჩხალთის, გენწვისის, №28 დუშეთის საარჩევნო ოლქის შატილისა და №18 ახმეტის საარჩევნო ოლქის ომალოს საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ჩატარების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

I. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

1. საჭიროების შემთხვევაში №75 გულირიფშის რაიონის კოდორის ხეობაში (აჟარის თემი) აჟარის, ჩხალთის და გენწვისის საარჩევნო უბნებისათვის გამოყოფილი საარჩევნო ბიულეტენები გაიცეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხოლო №28 დუშეთის საარჩევნო ოლქის შატილისა და №18 ახმეტის საარჩევნო ოლქის ომალოს უბნებისათვის გამოყოფილი საარჩევნო ბიულეტენები გაიცეს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არა უადრეს 4 და არა უგვიანეს 8 აპრილისა.

2. ნება დაერთოს ზემოაღნიშნული უბნების საარჩევნო კომისიებს 2000 წლის 9 აპრილის არჩევნების შედეგები შესაბამის საარჩევნო კომისიას შეატყობინოს ხელით გადამცემი რადიო კავშირის (რაცია) საშუალებით, ხოლო ყველა საარჩევნო დოკუმენტაცია პირველივე შესაძლებლობისთანავე გადასცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

3. ზემოაღნიშნული უბნებიდან ინფორმაციის მიღებისთანავე ამ ინფორმაციის მიმღები პირის მიერ დგება შესაბამისი წერილობითი ოქმი.

4. პასუხისმგებლობა ვადაზე ადრე მიღებული საარჩევნო ბიულეტენების შენახვასა და დაცვაზე დაეკისროს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                 

ჯ. ლომინაძე