“№71 სოხუმის, №72 გაგრის, №73 გალის, №74 გუდაუთის, №75 გულრიფშის, №76 ოჩამჩირის, №77 ტყვარჩელის, №78 სოხუმის რაიონის, №34 ჯავის, №42 ცხინვალის, №31 ახალგორის და №33 ქარელის საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე ფაქტიურად მცხოვრებ ამომრჩეველთა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი010.008.004.163
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №53/2000
2000 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
№71 სოხუმის, №72 გაგრის, №73 გალის, №74 გუდაუთის, №75 გულირიფშის, №76 ოჩამჩირის, №77 ტყვარჩელის, №78 სოხუმის რაიონის, №34 ჯავის, №42 ცხინვალის, №31 ახალგორის და №33 ქარელის საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე ფაქტ ობრივად მცხოვრებ ამომრჩეველთა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
1. „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის და „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. №71 სოხუმის, №72 გაგრის, №73 გალის, №74 გუდაუთის, №75 გულირიფშის, №76 ოჩამჩირის, №77 ტყვარჩელისა და №78 სოხუმის რაიონის საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე ფაქტ ობრივად მცხოვრებ ამომრჩევლებს უფლება აქვთ ხმა მისცენ №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში.
2. №34 ჯავისა და №42 ცხინვალის საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე ფაქტ ობრივად მცხოვრებ ამომრჩევლებს უფლება აქვთ ხმა მისცენ №32 გორის და №85 ლიახვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში.
3. №31 ახალგორის საარჩევნო ოლქის (ახალგორის რაიონის, ლეხურის ხეობა) ტერიტორიაზე ფაქტ ობრივად მცხოვრებ ამომრჩევლებს უფლება აქვთ ხმა მისცენ №31 ახალგორის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში.
4. №33 ქარელის საარჩევნო ოლქის (თიღვის თემი) ტერიტორიაზე ფაქტიურად მცხოვრებ ამომრჩევლებს უფლება აქვთ ხმა მისცენ №33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბნებში.
5. საოლქო საარჩევნო კომისიებმა განსაზღვრონ აღნიშნული საარჩევნო უბნები და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 დღის ვადაში.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ჯ.ლომინაძე