„საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №352
2003 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
„საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საქართველოს „საგადასახადო კოდექსის“ 184-ე მუხლისა და „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის №7 დანართის შესაბამისად „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III №23, 07.03.02 წ., მუხლი 184 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„11. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ ორ თვეში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ადგენს სამუშაოთა განხორციელების გეგმას და სამუშაოების შემსრულებელთა გამოსავლენად აწყობს ტენდერს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.
12. „უმუშევრის სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცების შემდეგ ტენდერის გამოცხადებიდან 15 დღეში დასაქმების სახელმწიფო სამსახური საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შერჩეული ობიექტების მიხედვით წარუდგენს დროებით დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა სიას და თითოეული მათგანის წერილობით თანხმობას საზოგადოებრივ სამუშაოებში მონაწილეობის თაობაზე“.
2. დებულების მე-3 მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
ა) „1. საზოგადოებრივ სამუშაოთა შემსრულებლის გამოვლენის მიზნით გამართულ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციასა და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) შესასრულებელი სამუშაოს აღწერას და შესრულების ვადას;
ბ) დასასაქმებელ რეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობასა და მათ მიმართ მინიმალურ მოთხოვნებს;
გ) ანგარიშსწორების წესსა და პირობებს.“;
ბ) „7. თანადაფინანსების ნატურით განხორციელების შემთხვევაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა შეიძლება შექმნას სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობის მიზანია:
ა) პროექტის ინიციატორის მიერ თანადაფინანსების ნაცვლად წარმოდგენილი ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების შეფასება;
ბ) ობიექტის მდგომარეობის შეფასება.“.
3. დებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს.“.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.07.2003.
- როდის იქნა მიღებული „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 16.07.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №352. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.05.002.002.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.07.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საზოგადოებრივ სამუშაოთა ორგანიზების შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №87 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №352, 16.07.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/34006/