ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2020
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №533
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.160.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2020
matsne.gov.ge 281 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 98% 28.03.2025 ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 23.07.2024 ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 94% 30.10.2024 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ რუხში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 05.05.2023 ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: საჭოჭუო, საბაჟო, საღვამიჩაო და საქორქიოს ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 27.01.2026

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №533 2020 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისს №239 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის 15 დეკემბრის №01/4347 წერილის გათვალისწინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: 1.  ქალაქ რუსთავში, VII და VII​ა მიკრო რაიონებს შორის არსებულ კიროვაკანის ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს აფხაზეთის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად. 2. ქალაქ რუსთავში, სანაპიროს და ქუჩიშვილის ქუჩებს შორის დამაკავშირებელ უსახელო ქუჩას მიენიჭოს გამოჩენილი ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის − ელენე ახვლედიანის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად. 3. ქალაქ რუსთავში, სანაპიროს ქუჩის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს დიდი ქართველი მხატვრის და საზოგადო მოღვაწის – ლადო გუდიაშვილის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად.   4. ქალაქ რუსთავში, სანაპიროს ქუჩის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს გამოჩენილი მხატვარის და ნოვატორი შემოქმედის – დავით კაკაბაძის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად. 5. ქალაქ რუსთავში, XVIII – XIX მიკრო რაიონის, კერძო დასახლების და მოდებაძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს დიდი ქართველი სასულიერო და სახელმწიფო მოღვაწის, მწერლის – გრიგოლ ხანძთელის ქუჩის სახელი თანდართული რუკის თანახმად. 6. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიოებების განხორციელება. 7. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისია. 8. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე. 9. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე                                     ლევანი ონიანი