ქალაქ რუსთავში გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №305 |
|
2024 წლის 23 ივლისი ქ. რუსთავი |
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიულ ერთეულში არსებულ ნეკრასოვის ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრის, ნეკრესის ეპარქიის – მიტროპოლიტი სერგის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე უსახელო ქუჩას მიენიჭოს – იმერეთის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელის მიმდებარედ არსებულ უსახელო ქუჩას მიენიჭოს ქართველი სასულიერო პირის და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის – მამა გაბრიელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიულ ერთეულში არსებულ გურამ რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ რეაბილიტირებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს დიდი ქართველი სასულიერო და სახელმწიფო მოღვაწის, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელის პირველი მფლობელის, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანის – გიორგი ჭყონდიდელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
5. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტერიტორიულ ერთეულში არსებულ ვასილი ჩაპაევის ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
6. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
7. განკარგულება ინფორმაციისთვის გადაეგზავნოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
8. განკარგულება ძალაშია გაცნობისთანავე.
9. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქალაქი რუსთავი, ბოსტან-ქალაქის №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე,
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბერიძე