ქ. ბორჯომში სახელწოდების არმქონე მდებარე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა) ექვთიმე თაყაიშვილის და ივანე კუპრაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-17.17252696 |
|
2025 წლის 26 სექტემბერი ქ. ბორჯომი |
1. ქ. ბორჯომში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს (ქუჩა) ეწოდოს ივანე კუპრაძის სახელობის ქუჩა, განკარგულებაზე თანდართული დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ქ. ბორჯომში, თორის ქუჩის მიმდებარედ მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს (ქუჩა) – არდაგნის ფინური ბინების დასახლებას ეწოდოს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქუჩა, განკარგულებაზე თანდართული დანართი №2-ის შესაბამისად.
3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
5. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №60ა).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. ბორჯომში სახელწოდების არმქონე მდებარე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა) ექვთიმე თაყაიშვილის და ივანე კუპრაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქ. ბორჯომში სახელწოდების არმქონე მდებარე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა) ექვთიმე თაყაიშვილის და ივანე კუპრაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „ქ. ბორჯომში სახელწოდების არმქონე მდებარე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა) ექვთიმე თაყაიშვილის და ივანე კუპრაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ“?
- „ქ. ბორჯომში სახელწოდების არმქონე მდებარე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა) ექვთიმე თაყაიშვილის და ივანე კუპრაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ“ მიღებულია 26.09.2025. მიმღები ორგანო — ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №გ-17. 17252696. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.139.016031.
- სად არის „ქ. ბორჯომში სახელწოდების არმქონე მდებარე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა) ექვთიმე თაყაიშვილის და ივანე კუპრაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქ. ბორჯომში სახელწოდების არმქონე მდებარე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ქუჩა) ექვთიმე თაყაიშვილის და ივანე კუპრაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ“, №გ-17. 17252696, 26.09.2025, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016031 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6636522/