ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდგინეთში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-17. 172317110
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.139.016015
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/06/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-17. 172317110

2023 წლის 20 ივნისი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდგინეთში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  25/05/2023 წლის №01/1065 წერილის შესაბამისად:

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდგინეთში არაბული ციფრების გამოყენებით სახელდებულ ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს:

ა) 1-ლი ქუჩა, 1-ლი ქუჩის შესახვევი, 1-ლი ქუჩის ჩიხი –  წმ. ნინოს ქუჩა, წმ. ნინოს ქუჩის შესახვევი, წმ. ნინოს ქუჩის ჩიხი (დანართი N1);

ბ) მე-2 ქუჩა – ბორჯომის ქუჩა (დანართი №2);

გ) მე-3 ქუჩა, მე-3 ქუჩის შესახვევი – თევდორე მღვდლის ქუჩა, თევდორე მღვდლის ქუჩის შესახვევი (დანართი №3);

დ) მე-4 ქუჩა – ელენე ახვლედიანის ქუჩა (დანართი №4);

ე) მე-5 ქუჩა, მე-5 ქუჩის ჩიხი – დავით კლდიაშვილის ქუჩა, დავით კლდიაშვილის ქუჩის ჩიხი (დანართი №5).

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №60).

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე               დავით ზაალიშვილი