ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეგეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-17. 17230555
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.139.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №გ-17. 17230555

2023 წლის 24 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20/02/2023 წლის №01/349 წერილის შესაბამისად

 1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ზანავის არაბული ციფრების გამოყენებით სახელდებული ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს:

ა) 1-ლი ქუჩა, 1-ლი ქუჩის ჩიხი – ცოტნე დადიანის სახელობის ქუჩა, ცოტნე დადიანის ქუჩის ჩიხი (დანართი №1);

ბ) მე-2 ქუჩა, მე-2 ქუჩის შესახვევი, მე-2 ქუჩის ჩიხი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქუჩა, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის შესახვევი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩის ჩიხი (დანართი №2);

გ) მე-3 ქუჩა, მე-3 ქუჩის შესახვევი, მე-3 ქუჩის ჩიხი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუჩა, ილია ჭავჭავაძის ქუჩის შესახვევი, ილია ჭავჭავაძის ქუჩის ჩიხი (დანართი №3);

დ) მე-4 ქუჩა, მე-4 ქუჩის ჩიხი – ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქუჩა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩის ჩიხი (დანართი №4;

ე) მე-5 ქუჩა, მე-5 ქუჩის შესახვევი – პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქუჩა, პეტრე მელიქიშვილის ქუჩის შესახვევი (დანართი №5).

2. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

4. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე;

5.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე;

6.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა № 62).

ბორჯომის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ზაალიშვილი

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეგეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეგეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.02.2023.
როდის იქნა მიღებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეგეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ“?
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეგეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ“ მიღებულია 24.02.2023. მიმღები ორგანო — ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №გ-17. 17230555. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.139.016008.
სად არის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეგეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარეგეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ“, №გ-17. 17230555, 24.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5735862/