ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება Nგ-17.17231716 |
|
2023 წლის 20 ივნისი ქ. ბორჯომი |
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში არაბული ციფრების გამოყენებით სახელდებულ ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს:
ა) 1-ლი ქუჩა, 1-ლი ქუჩის შესახვევი, 1-ლი ქუჩის ჩიხი – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის შესახვევი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის ჩიხი (დანართი №1);
ბ) მე-2 ქუჩა - იაკობ გოგებაშვილის ქუჩა (დანართი №2);
გ) მე-3 ქუჩა, მე-3 ქუჩის ჩიხი – ლადო ასათიანის ქუჩა, ლადო ასათიანის ქუჩის ჩიხი (დანართი №3);
დ) მე-4 ქუჩა, მე-4 ქუჩის ჩიხი – ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩის ჩიხი (დანართი №4);
ე) მე-5 ქუჩა - გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა (დანართი №5);
ვ) მე-6 ქუჩა, მე-6 ქუჩის ჩიხი – ერეკლე II -ს ქუჩა, ერეკლე II - ს ქუჩის ჩიხი (დანართი №6).
2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №60ა).
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი