ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩისათვის მამა გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 18.01.2021
გამომცემი ორგანო ახმეტის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.162.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/01/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კვერნაულაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ქალაქ დუშეთში მდებარე გიორგი ბრწყინვალის ქუჩის შესახვევის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩისათვის მამა გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №3
2021 წლის 18 იანვარი
ქ. ახმეტა
ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩისათვის მამა გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 62-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-3 მუხლის, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 15 ოქტომბრის სხდომის №21 ოქმის ამონაწერით მიღებული თანხმობის საფუძველზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქ. ახმეტაში რუსთაველის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს შორის გამავალ უსახელო ქუჩას მიენიჭოს მამა გაბრიელის სახელი.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ, ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში საქართველოს მთავრობის 2015 წლის პირველი ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარებისა და სხვა. დამზადება, გავრცელება და სხვა).
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს ამ განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41).
საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი