დამატებული ღირებულების გადასახდის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
| (ძალადაკარგულია - 29.04.2021, №13617) |
|
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №107 |
|
2021 წლის 15 იანვარი ქ. თბილისი |
1. დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ჩაითვალოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად.
2. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია).
3. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი (მათ შორის, დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში), შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად.
4. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა გავრცელდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირზე არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში.
5. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ჩაითვალოს მინიჭებულად იმ პირისათვის, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის წარმოადგენს დღგის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია). წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ჩაითვალოს დღგ-ის არაკვალიფიციურ გადამხდელად.
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 20 იანვრიდან.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №107
2021 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი დამატებული ღირებულების გადასახდის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და „უ“ ქვეპუნქტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ჩაითვალოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელად. 2. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, გაუუქმდეს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია). 3. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი (მათ შორის, დაინტერესებული პირის მიმართვის შემთხვევაში), შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, საკითხის შესწავლის შედეგად.4. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა გავრცელდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირზე არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში.
5. კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ჩაითვალოს მინიჭებულად იმ პირისათვის, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის წარმოადგენს დღგის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია). წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ჩაითვალოს დღგ-ის არაკვალიფიციურ გადამხდელად. 6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 20 იანვრიდან. სამსახურის უფროსი ლევან კაკავა