„პენსიისა და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №003 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება №003/1 |
|
2021 წლის 2 თებერვალი ქ. თბილისი |
1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურება გაუწიოს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განცხადების საფუძველზე, ამ მუხლით განსაზღვრული წესით, იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა დაინტერესებული პირის იდენტიფიცირებისა და მისი პირადობის დადასტურების შესაძლებლობას.
2. მონაწილე ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე უფლებამოსილია პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების მიზნით შესაბამისი განცხადება და ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტაცია საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@pensions.ge ამ თავით განსაზღვრული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაციის ფოტოასლების გაგზავნის გზით.
3. საპენსიო სააგენტოს მომსახურების, დაინტერესებული პირისათვის ამ მუხლით განსაზღვრული წესით, დისტანციურად მიწოდების შეუძლებლობისას ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია დაინტერესებული პირის საპენსიო სააგენტოს ოფისში გამოცხადების გზით ან ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით წარმოდგენილი განცხადება არის შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნებისმიერი განცხადების წარდგენისას, წარდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს ვიზუალურად აღქმადი და შესაძლებელი იყოს გამოსახულების/ნაწერის გარჩევა. ელექტრონულ შეტყობინებაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს საკუთარი საკონტაქტო ინფორმაცია (აქტიური მობილური ტელეფონის ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი (იმ შემთხვევაში, თუ ის განსხვავდება იმ ელექტრონული ფოსტის მისამართისგან, რომლის მეშვეობითაც მოხდა შესაბამისი განცხადების წარდგენა).
7. ელექტრონული კომუნიკაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დაინტერესებული პირის პიროვნების იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დაინტერესებული პირისაგან საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით ვიდეო ზარის განხორციელება ან/და ინფორმაციის, წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, მათ შორის დოკუმენტის დედანის წარდგენა, რა შემთხვევაშიც დაინტერესებულ პირს ეცნობება ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე და განესაზღვრება ვადა დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენისათვის 10 სამუშაო დღის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა შესრულებული საპენსიო სააგენტოს მოთხოვნა, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება.
8. ელექტრონული კომუნიკაციის საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის სისწორე სსიპ შემოსავლების სამსახურთან ან/და პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნებისთვის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ან/და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. ამ მუხლის მიზნებისთვის საპენსიო სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის დოკუმენტაციის/ინფორმაციის გაცვლა განხორციელდება ელექტრონულად ამავე პირის მიერ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის ან იმ ელექტრონული ფოსტის მისამართის მეშვეობით, რომლითაც შესაბამისი განცხადება წარდგენილ იქნა საპენსიო სააგენტოსათვის ან/და ელექტრონული სისტემის საშუალებით. საპენსიო სააგენტოს მიერ ოფიციალური ელექტრონული კომუნიკაცია განხორციელდება შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – info@pensions.ge.
10. ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო სააგენტოსათვის წარდგენილი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის სიყალბის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი, ეკისრება მის წარმდგენ პირს.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული 131 მუხლის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 28 ნოემბრიდან.
|