პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.07.2019 ძალადაკარგული 17.02.2023
ნომერი
№003
სარეგისტრაციო კოდი
280030000.73.085.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №003

2019 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 32-ე, 33-ე და 34-ე მუხლების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2019 წლის 3  ივნისის №4 სხდომის ოქმის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1.    
დამტკიცდეს პენსიისა და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ თანდართული ინსტრუქცია.

მუხლი 2.    
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორილევან სურგულაძე

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორილევან სურგულაძე

📎 დანართები (1)
დანართი ცვ-ით.docx

ინსტრუქცია

პენსიისა და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს და აწესრიგებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად, მონაწილეთათვის პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გაცემისა და გადაანგარიშების, ასევე, გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეების მიერ საპენსიო აქტივების მიღების წესსა და პროცედურებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 3. პენსიის გაცემის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

  1. კანონის შესაბამისად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო (შემდგომში – საპენსიო სააგენტო), რომელიც ახდენს პენსიის და საპენსიო აქტივების დაანგარიშების, დანიშვნის, გაცემისა და გადაანგარიშების ორგანიზებას, აგრეთვე პენსიისა და საპენსიო აქტივების ღირებულების მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კანონით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციით დადგენილი პირობების შესაბამისად.

  2. სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა – საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა (შემდგომში – ელექტრონული სისტემა).

  3. ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შესაბამისი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე (შემდგომში – ინდივიდუალური საპენსიო გვერდი) სააგენტოს მიერ განთავსებულ ნებისმიერ ინფორმაციას, შეტყობინებას ან მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, ხელმოწერილ დოკუმენტს. ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე სააგენტოს მიერ განთავსებული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაითვლება აღნიშნული საპენსიო გვერდის მფლობელი მონაწილის მიერ ოფიციალურად გაცნობილად.

თავი II
პენსიის მიღების ფორმები

მუხლი 4. საპენსიო ასაკში პენსიის მიღების ფორმები

  1. საპენსიო ასაკის მიღწევისას დაგროვებითი საპენსიო სქემის (შემდგომში – საპენსიო სქემა) მონაწილეს წარმოეშობა უფლება, მიიღოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად დაანგარიშებული პენსია, კანონით და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესითა და პირობებით.

  2. საპენსიო ასაკის მიღწევისას საპენსიო სქემის მონაწილე (შემდგომში – მონაწილე) უფლებამოსილია მიიღოს პენსია:

ა) პროგრამული გატანით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-14 მუხლით განსაზღვრული წესით; პროგრამული გატანის ფორმის არჩევისას მონაწილეს უფლება აქვს აირჩიოს პროგრამული გატანის შემდეგი ორი ფორმიდან ერთ-ერთი:

ა.ა) პროგრამული გატანა, მოსახლეობის ასაკობრივი განაწილებისა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით (შემდგომში – სტატისტიკური მონაცემები), პენსიის ყოველწლიური გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ა.ბ) პროგრამული გატანა, პენსიის ყოველწლიური გადაანგარიშებისას, პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის გარეშე, წინამდებარე ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

შენიშვნა: დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად. პროგრამული გატანის აღნიშნული ფორმის არჩევის შემთხვევაში, პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ამოწურვის შემდეგ, მონაწილე ვეღარ მიიღებს კანონით განსაზღვრულ პენსიას, რამდენადაც მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები ამოწურული იქნება. დაგროვებითი პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო პენსიით/სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივებით, პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესით;

გ) მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით. აღნიშნული ფორმა შესაძლოა არჩეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

გ.ა) მონაწილემ საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) წლისა, ან უკვე იყო საპენსიო ასაკის საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღისათვის, ან

გ.ბ) მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების პროგრამული გატანის შემთხვევაში მისი ყოველთვიური პენსია იქნება განცხადების მიღების დროისათვის, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 10%-ის ტოლი ან ნაკლები.

მუხლი 5. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების ფორმები

  1. შესაძლებლობის შეზღუდვისას მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიიღოს პენსია, კანონისა და წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად.

  2. შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია შესაძლოა გაიცეს:

ა) პროგრამული გატანით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრული წესით. პროგრამული გატანის ფორმის არჩევისას მონაწილე უფლებამოსილია აირჩიოს პროგრამული გატანის წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორი ფორმიდან ერთ-ერთი;

ბ) მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივებით, პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-19 მუხლით განსაზღვრული წესით;

გ) მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-20 მუხლით განსაზღვრული წესით.

მუხლი 6. საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისათვის გადაცემის ფორმები

  1. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები გადაეცემა გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე(ებ)ს კანონის, წინამდებარე ინსტრუქციისა და საქართველოს სხვა საკანონმდელო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.

  2. მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მისი მემკვიდრე უფლებამოსილია მიიღოს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები:

ა) მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით, წინამდებარე ინსტრუქციის 21-ე მუხლით განსაზღვრული წესით;

ბ) გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციის 22-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

მუხლი 7. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას პენსიის მიღების ფორმები

  1. საქართველოს სამუდამოდ დატოვების შემთხვევაში მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია კანონითა და წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული წესით.

  2. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია:

ა) პროგრამული გატანით, წინამდებარე ინსტრუქციის 24-ე მუხლით განსაზღვრული წესით. პროგრამული გატანის ფორმის არჩევისას მონაწილე უფლებამოსილია აირჩიოს პროგრამული გატანის წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორი ფორმიდან ერთ-ერთი;

ბ) ერთიანი გადახდით, წინამდებარე ინსტრუქციის 25-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

თავი III

განცხადების წარდგენის, განხილვისა და მიღების წესი

მუხლი 8. საპენსიო სააგენტოსთვის განცხადებით მიმართვის წესი

კანონისა და წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების მიზნით, მონაწილე ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე უფლებამოსილია:

ა) საპენსიო სააგენტოს მისამართზე (ნ. ყიფშიძის ქუჩა 7ბ, თბილისი 0162) გამოგზავნოს ამ თავით განსაზღვრული, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები; ან

ბ) მიმართოს საპენსიო სააგენტოს ამავე სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (ნ.ყიფშიძის ქუჩა 7ბ, თბილისი 0162) პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით გამოცხადების გზით და წარადგინოს ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტები.

მუხლი 9. საპენსიო ასაკში პენსიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

  1. საპენსიო ასაკში პენსიის მიღების მიზნით მონაწილე ვალდებულია საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტი); საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით პენსიის მიღების სურვილის შემთხვევაში – მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს პენსიის გადარიცხვა. საბანკო რეკვიზიტები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, ბანკის კოდი, მონაწილის სახელი და გვარი, მონაწილის საბანკო ანგარიშის ნომერი;

გ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით პენსიის მიღების სურვილის შემთხვევაში:

გ.ა) ხელშეკრულება, სადაზღვევო თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტსა და მონაწილეს შორის, რომლის ფარგლებშიც მონაწილე იძენს სადაზღვევო ანუიტეტურ პროდუქტს პენსიის მიღების მიზნით; საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულება, რომელზე ხელმოწერაც სანოტარო წესით იქნება დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, ან ხელშეკრულების ასლი, რომელიც ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ.ბ) იმ სადაზღვევო თუ ფინანსური ინსტიტუტის სრული საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების ოდენობის თანხის გადარიცხვა (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაცია არ არის მოცემული „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში); საბანკო რეკვიზიტები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, ბანკის კოდი, ბენეფიციარის დასახელება, ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, პენსიის გაცემის შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 1(ა), ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში – დანართი 1(ბ)), ასევე განთავსებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

  1. მონაწილის წარმომადგენლის მიერ საპენსიო სააგენტოსათვის მიმართვის შემთხვევაში წარმომადგენელი ვალდებულია საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მონაწილის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი; დოკუმენტის საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადატურებელი, სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტის ორიგინალი ან ორიგინალის ასლი, რომელიც ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა.

მუხლი 10. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

  1. შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის მიღების მიზნით საპენსიო სააგენტოსათვის მიმართვისას, მონაწილე ვალდებულია წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტი); საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვის დამადასტურებელი, კანონის ამოქმედებამდე ან/და მისი ამოქმედების შემდგომ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის (სსე აქტი) ამონაწერის ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან სსე აქტის ამონაწერის ორიგინალის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ან/და სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ დადასტურებული ასლი;

გ) ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით პენსიის მიღების სურვილის შემთხვევაში, მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს პენსიის გაცემა; საბანკო რეკვიზიტები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, ბანკის კოდი, ბენეფიციარის სახელი და გვარი, საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის გზით პენსიის მიღების სურვილის შემთხვევაში:

დ.ა) ხელშეკრულება სადაზღვევო თუ სხვა ტიპის კომპანიასა და მონაწილეს შორის, რომლის ფარგლებშიც მონაწილე იძენს სადაზღვევო ანუიტეტურ პროდუქტს პენსიის მიღების მიზნით; საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულება, რომელზე ხელმოწერაც სანოტარო წესით იქნება დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, ან ხელშეკრულების ასლი, რომელიც ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ.ბ) იმ სადაზღვევო თუ სხვა ტიპის კომპანიის სრული საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს მთლიანი საპენსიო აქტივების გადარიცხვა (იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაცია არ არის მოცემული „დ.ა“ პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში); საბანკო რეკვიზიტები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, ბანკის კოდი, ბენეფიციარის დასახელება, საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, პენსიის გაცემის შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია; განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 2(ა), ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში – დანართი 2 (ბ)), ასევე განთავსებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

  1. მონაწილის წარმომადგენლის მიერ საპენსიო სააგენტოსათვის მიმართვის შემთხვევაში წარმომადგენელი ვალდებულია საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მონაწილის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი; დოკუმენტის საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადატურებელი, სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტის ორიგინალი ან ორიგინალის ასლი, რომელიც ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ამ მუხლის პირველი პუქნტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა.

მუხლი 11. მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

  1. საპენსიო აქტივების მემკვიდრეობით მიღების მიზნით საპენსიო სააგენტოსათვის მიმართვისას, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე ვალდებულია საპენსიო სააგენტოში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მონაწილის გარდაცვალების დამადასტურებული დოკუმენტის ორიგინალი ან ასეთი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

ბ) გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან მუდმივი ბინადრობის მოწმობა ან პასპორტი); საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) გარდაცვლილი მონაწილის დანაშთ ქონებაზე ნოტარიუსის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული სამკვიდრო მოწმობა; დოკუმენტის საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს სამკვიდრო მოწმობის ორიგინალი ან ორიგინალის ასლი, რომელიც ასევე დამოწმებული იქნება ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით მიღების სურვილის შემთხვევაში – მემკვიდრის იმ საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს საპენსიო აქტივების ღირებულების გადაცემა; საბანკო რეკვიზიტები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, ბანკის კოდი, ბენეფიციარის სახელი და გვარი, საბანკო ანგარიშის ნომერი;

ე) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, პენსიის გაცემის შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 3 (ა), ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში – დანართი 3 (ბ)), ასევე განთავსებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

  1. გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის წარმომადგენლის საპენსიო სააგენტოსათვის მიმართვისას, მემკვიდრის წარმომადგენელი ვალდებულია საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საპენსიო სააგენტოს მისამართზე გამზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი; დოკუმენტის საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადატურებელი, სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტის ორიგინალი ან ორიგინალის ასლი, რომელიც ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, გარდა „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა.

  1. იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილ მონაწილეს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, თავისი წილი საპენსიო აქტივების მიღების მიზნით ყველა მემკვიდრე ვალდებულია პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით გამოცხადდეს საპენსიო სააგენტოში.

მუხლი 12. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას პენსიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

  1. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას, საპენსიო სააგენტოსათვის პენსიის მიღების მიზნით მიმართვის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია საპენსიო სააგენტოში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი); საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი, სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი, რაც გულისხმობს შესაბამისი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ, აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე ნათარგმნ და ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ მონაწილეს აქვს აღნიშნულ სახელმწიფოში მუდმივად და კანონიერად ცხოვრების უფლება; ამგვარი დოკუმენტის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში ასლის დედანთან სისწორე ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ;

გ) მონაწილის იმ საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტები, რომელზეც უნდა განხორციელდეს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების გადახდა. საბანკო რეკვიზიტები უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბანკის დასახელება, ბანკის მისამართი, ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი, ბანკის კოდი, ბენეფიციარის სახელი და გვარი, საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში, დამატებით, საპენსიო აქტივების მიღების შესახებ სტანდარტული განცხადების შევსებული და ხელმოწერილი ვერსია. განცხადებაზე ხელმოწერის ფაქტი დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. განცხადების ფორმა თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას (დანართი 4 (ა), ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში – დანართი 4 (ბ)), ასევე განთავსებულია საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

  1. მონაწილის წარმომადგენლის მიერ საპენსიო სააგენტოსათვის მიმართვისას მონაწილის წარმომადგენელი ვალდებულია საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მონაწილის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან მუდმივი ბინადრობის მოწმობა, ან პასპორტი); საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომელიც დამოწმებულ უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი. დოკუმენტის საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადატურებელი, სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტის ორიგინალი ან ორიგინალის ასლი, რომელიც ასევე დამოწმებული უნდა იქნეს ნოტარიუსის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა.

მუხლი 13. განცხადების მიღებისა და განხილვის წესი

  1. პენსიის ან საპენსიო აქტივების ღირებულების მიღების მიზნით, მონაწილის ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან მათი წარმომადგენლის საპენსიო სააგენტოში გამოცხადების შემთხვევაში, ამ თავის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და მისი წარმდგენი პირის იდენტიფიცირებისთანავე საპენსიო სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომელს (შემდგომში – უფლებამოსილი თანამშრომელი) ელექტრონული სისტემის შესაბამის გრაფაში შეჰყავს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მონაწილის პირადი ნომერი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში – მონაწილის წარმომადგენლის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;

ბ) საპენსიო აქტივების მემკვიდრისათვის გადაცემის მოთხოვნის შემთხვევაში – გარდაცვლილი მონაწილის პირადი ნომერი და მემკვიდრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში ასევე გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის წარმომადგენლის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;

  1. ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შეყვანის შემდგომ უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში გენერირებული განცხადების ფორმის ამობეჭდვას.

  2. ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში გენერირებული განცხადების ფორმა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ელექტრონულ სისტემაში შეყვანილ ინფორმაციას;

ბ) მონაწილის სახელსა და გვარს. საპენსიო აქტივების მემკვიდრის მიერ მიღების შესახებ განცხადების შემთხვევაში – გარდაცვლილი მონაწილის სახელსა და გვარს;

გ) განცხადების ნომერსა და თარიღს;

დ) მონაწილის ან წარმომადგენლის ნებას პენსიის მიღების თაობაზე; საპენსიო აქტივების მემკვიდრის მიერ მიღების შესახებ განცხადების შემთხვევაში – გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან მისი წარმომადგენლის ნებას გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების თაობაზე;

ე) პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების ფორმების შესახებ მითითებას;

ვ) მონაწილის ან წარმომადგენლის ხელმოწერის გრაფას; მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების მიღების შესახებ განცხადების შემთხვევაში – გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერის გრაფას;

ზ) უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერის გრაფას.

  1. პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების მიზნით განმცხადებლის საპენსიო სააგენტოში გამოცხადების შემთხვევაში, განცხადების ამობეჭდვის შემდეგ, უფლებამოსილი თანამშრომელი წარუდგენს განცხადების ფორმას განმცხადებელს.

  2. წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განმცხადებელი განცხადების შესაბამისი გრაფის მონიშვნით ირჩევს პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების ფორმებიდან ერთ-ერთს და, თუ ეთანხმება განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს.

  3. განმცხადებლის მიერ განცხადების ხელმოწერის შემდეგ უფლებამოსილი თანამშრომელი განცხადებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ მან განახორციელა განმცხადებლის პიროვნების იდენტიფიკაცია. ამის შემდეგ იგი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს განცხადების ხელმოწერის ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვას.

  4. განცხადების ხელმოწერის ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვისთანავე, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შეტყობინებას, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ იქნა პენსიის დანიშვნა, ხოლო მემკვიდრის შემთხვევაში – საპენსიო აქტივების გადაცემა. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული შეტყობინების ამობეჭდვას, ხელმოწერით დადასტურებას და განმცხადებლისათვის გადაცემას, ხოლო ხელმოწერილ განცხადებას ინახავს შემდგომი რეაგირების მიზნით.

  5. წინამდებარე ინსტრუქციის მე-2 თავით განსაზღვრული დოკუმენტების საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს დოკუმენტებს და იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტები წარმოდგენილია წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, უზრუნველყოფს პენსიის ან საპენსიო აქტივების მიღების შესახებ განცხადების ხელმოწერის და მიღების ფაქტის ასახვას ელექტრონულ სისტემაში, ხოლო განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას ინახავს შემდგომი რეაგირების მიზნით.

  6. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით მოთხოვნილია პენსიის ან საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით მიღება, მაგრამ ელექტრონული სისტემის მონაცემების მიხედვით, წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მონაწილე არ არის უფლებამოსილი ერთიანი გადახდით მიიღოს პენსია, მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის საპენსიო სააგენტოში გამოცხადების შემთხვევაში ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შეტყობინებას, რომ მონაწილე არ არის უფლებამოსილი ერთიანი გადახდით მიიღოს პენსია და იგი უფლებამოსილია აირჩიოს პენსიის მიღების ფორმებიდან სხვა ფორმა; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის ან მისი წარმომადგენლის მიერ წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული განცხადების და თანდართული დოკუმენტაციის წარმოდგენა მოხდა საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის გზით, მონაწილეს აღნიშნულის შესახებ ეცნობება მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.

  7. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების შემდეგ მონაწილე ან მონაწილის წარმომადგენელი უფლებამოსილია აირჩიოს პენსიის მიღების სხვა ფორმა და ახალი განცხადებით მიმართოს საპენსიო სააგენტოს წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული წესით.

  8. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულად, უფლებამოსილი თანამშრომელი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას, რის შემდგომ, ელექტრონული სისტემა აგენერირებს შეტყობინებას წარმოსადგენი დოკუმენტების თაობაზე. უფლებამოსილი თანამშრომელი ხელმოწერით ადასტურებს ასეთ შეტყობინებას და გადასცემს მას განცხადების წარმომდგენს. იმ შემთხვევაში, თუ განცხადების მიღების შემდგომ დადგინდება, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულად, საპენსიო სააგენტო აღნიშნულის შესახებ აცნობებს მონაწილეს ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით, ხოლო გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების მიღების შესახებ განცხადების შემთხვევაში შეტყობინება მემკვიდრეს ეგზავნება მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ფოსტის მეშვეობით.

  9. იმ შემთხვევაში, თუ ამ თავით განსაზღვრული დოკუმენტები წარმოდგენილია საპენსიო სააგენტოს მისამართზე გაგზავნის გზით და აღნიშნული დოკუმენტები არ შეესაბამება ამ თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან წარმოდგენილია არასრულად, დოკუმენტების განხილვის შემდგომ მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით მონაწილეს ეგზავნება შეტყობინება მის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების თაობაზე. გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების მიღების შესახებ განცხადების შემთხვევაში, საპენსიო სააგენტო გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს ასეთ შეტყობინებას უგზავნის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ფოსტის მეშვეობით.

  10. საპენსიო სააგენტო პენსიის დანიშვნის ან საპენსიო აქტივების გადაცემის საკითხის განხილვას დაიწყებს ამ თავით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღების დღიდან. წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული პენსიის ან საპენსიო აქტივების ღირებულების მიღებისთვის განსაზღვრული ვადა აითვლება ასეთი დოკუმენტაციის მიღების დღის მეორე სამუშაო დღიდან.

თავი IV

საპენსიო ასაკში პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გადაანგარიშებისა და გაცემის წესი

მუხლი 14. საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა პროგრამული გატანით

  1. მონაწილის მიერ პენსიის პროგრამული გატანით გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო, განცხადების მიღების შემდეგ გამოითვლის მონაწილის მიერ მისაღებ პენსიას შემდეგი ფორმულით:

MP = PA / T / 12,

სადაც:

MP არის ყოველთვიური პენსია;

PA არის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულება განცხადების მიღების დღის მდგომარეობით დარიცხული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის ჩათვლით, ხარჯების გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

T არის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით განცხადების შეტანის დღისათვის მონაწილის სიცოცხლის მოსალოდნელი დარჩენილი წლების რაოდენობა;

12 არის წელიწადის თვეების რაოდენობა.

  1. მონაწილის მიერ მისაღები ყოველთვიური პენსიის გამოთვლის შემდეგ საპენსიო სააგენტო შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის თაობაზე და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მონაწილეს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. ამასთან, საპენსიო სააგენტო ელექტრონული სისტემის მეშვეობით მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახავს ინფორმაციას ყოველთვიურად მისაღები პენსიის ოდენობის შესახებ, რომელიც ფიქსირებულია მონაწილის ასაკის შეცვლის თვის ბოლომდე. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები.

  2. პენსიის გაცემა დაიწყება მონაწილის განცხადების საპენსიო სააგენტოს მიერ მიღების დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. ყოველი შემდგომი პენსიის გაცემა საპენსიო სააგენტოს მიერ მოხდება არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული თვის 25 რიცხვისა.

მუხლი 15. საპენსიო ასაკში პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა

  1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს სურს პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა, შესაბამისი განცხადებისა და წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტაციის მიღების შემდეგ საპენსიო სააგენტო შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენის თაობაზე და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მონაწილეს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. ასეთი ინდივიდუალური ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები.

  2. საპენსიო სააგენტო შესაბამისი განცხადებისა და წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების შესაბამისი თანხის გადარიცხვას, მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ სადაზღვევო ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის ანგარიშზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაბეგვრით.

მუხლი 16. საპენსიო ასაკში პენსიის გაცემა ერთიანი გადახდით

  1. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით, შესაბამისი განცხადების მიღების შემდეგ საპენსიო სააგენტო შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მონაწილისათვის ერთიანი გადახდით პენსიის დანიშვნის შესახებ და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მონაწილეს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები.

  2. მონაწილის განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში საპენსიო სააგენტო პენსიის მიმღების საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით გასცემს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულებას შესაბამისი თანხის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაბეგვრით.

მუხლი 17. საპენსიო ასაკში პენსიის გადაანგარიშება

  1. პროგრამული გატანით გასაცემი პენსიის ოდენობა გადაანგარიშდება ყოველწლიურად, პენსიის მიმღების ასაკის შეცვლის თვეში.

  2. მონაწილის ან მისი წარმომადგენლის მიერ პროგრამული გატანის, წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პენსიის მიღების ფორმის არჩევის შემთხვევაში ყოველთვიური პენსიის ოდენობა გადაანგარიშდება შემდეგი ფორმულით:

MP=PA / T / 12,

სადაც:

MP არის ყოველთვიური პენსია;

PA არის პენსიის მიმღების ასაკის შეცვლის თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულება, დარიცხული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის ჩათვლით, ხარჯების გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

T არის გადაანგარიშების თვის მდგომარეობით არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით პენსიის მიმღების სიცოცხლის მოსალოდნელი დარჩენილი წლების რაოდენობა;

12 არის წელიწადში თვეების რაოდენობა.

  1. მონაწილის ან მისი წარმომადგენლის მიერ პროგრამული გატანის წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პენსიის მიღების ფორმის არჩევის შემთხვევაში ყოველთვიური პენსიის ოდენობა გადაანგარიშდება შემდეგი ფორმულით:

MP=PA / (T – t) / 12,

სადაც:

MP არის ყოველთვიური პენსია;

PA არის პენსიის მიმღების ასაკის შეცვლის თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულება, დარიცხული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის ჩათვლით, ხარჯების გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

T არის განცხადების მიღების დღის მდგომარეობით არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით პენსიის მიმღების სიცოცხლის მოსალოდნელი წლების რაოდენობა;

t არის იმ წლების რაოდენობა, რომლის განმავლობაშიც პენსიის მიმღები იღებდა პენსიას. t- ს მაქსიმალური მნიშვნელობა არის T – 1.

12 არის წელიწადის თვეების რაოდენობა.

  1. პროგრამული გატანის წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პენსიის მიღების ფორმის არჩევის შემთხვევაში:

ა) იმ შემთხვევაში, თუ პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ამოწურვისას პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე კვლავ არის დარჩენილი საპენსიო აქტივები, ასეთი საპენსიო აქტივების ღირებულება დაემატება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ამოწურვამდე არსებულ ბოლო თვის პენსიას და გადახდილ იქნება პენსიის მიმღებისათვის;

ბ) პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ამოწურვის შემდეგ მონაწილე ვეღარ მიიღებს კანონით განსაზღვრულ პენსიას, რამდენადაც მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები ამოწურული იქნება. პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო პენსიით/სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფა მოხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

  1. პენსიის ოდენობის გადაანგარიშების თვის დასრულების შემდეგ საპენსიო სააგენტო შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პენსიის გადაანგარიშების თაობაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობებს პენსიის მიმღებს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. გადაანგარიშებული პენსია ფიქსირებულია პენსიის მიმღების ასაკის შემდგომი შეცვლის თვის ბოლომდე.

  2. პენსიის გადაანგარიშებული ოდენობის გაცემა დაიწყება პენსიის მიმღების ასაკის შეცვლის თვის შემდგომი თვიდან.

თავი V

შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გაცემისა და გადაანგარიშების წესი

მუხლი 18. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის გაცემა პროგრამული გატანით

  1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის პროგრამული გატანით გაცემა, პენსიის დანიშვნა და პროგრამული გატანით გაცემა მოხდება ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლით განსაზღვრული წესით.

  2. საპენსიო სააგენტოს მიერ შესაძლებლობის შეზღუდვისას დანიშნული პენსიის გადაანგარიშება მოხდება ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლით განსაზღვრული წესით.

მუხლი 19. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა

იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა, აღნიშნული განხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესით.

მუხლი 20. შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის ერთიანი გადახდით მიღება

იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის ერთიანი გადახდით გაცემა, საპენსიო აქტივების ღირებულების შესაბამისი თანხის გაცემა მოხდება წინამდებარე ინსტრუქციის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაბეგვრის პირობით, იმ განსხვავებით, რომ შესაძლებლობის შეზღუდვის გამო საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით გაცემისას არ იქნება გათვალისწინებული წინამდებარე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

თავი VI

მემკვიდრისათვის მონაწილის საპენსიო აქტივების გადაცემის წესი

მუხლი 21. გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანა

  1. თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ განცხადებით მოთხოვნილია გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანა, განცხადების მიღების შემდეგ საპენსიო სააგენტო შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის თაობაზე და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მემკვიდრეს, მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.

  2. გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის განცხადების მიღებიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში საპენსიო სააგენტო გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადაიტანს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხულ საპენსიო აქტივებს.

  3. ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო აქტივების გადატანის შედეგად, გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივები გახდება გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის საკუთრება და მემკვიდრე უფლებამოსილი იქნება განკარგოს ასეთი აქტივები როგორც საკუთარი საპენსიო აქტივები, კანონის, საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

  4. იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე უკვე არის საპენსიო ასაკის და იღებს პენსიას წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, მის საპენსიო ანგარიშზე გადატანილი საპენსიო აქტივების გათვალისწინებით, მემკვიდრის პენსიის გადაანგარიშება მოხდება მე-17 მუხლით განსაზღვრული წესით.

მუხლი 22. გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების ღირებულების, შესაბამისი თანხის მემკვიდრისათვის ერთიანი გადახდით გაცემა

თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ განცხადებით მოთხოვნილია გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით მიღება, აღნიშნული განხორციელდება წინამდებარე ინსტრუქციის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესით, იმ განსხვავებით, რომ მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით გაცემისას არ იქნება გათვალისწინებული ზემოხსენებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

მუხლი 23. მემკვიდრეთა სიმრავლე

  1. თუ, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გარდაცვლილ მონაწილეს რამდენიმე მემკვიდრე ჰყავს, ასეთ შემთხვევაში, განცხადების წარმომდგენი მემკვიდრე უფლებამოსილია მიიღოს საპენსიო აქტივების მხოლოდ ნაწილი, რომელიც დაანგარიშებულ იქნება სამკვიდრო მოწმობაში მითითებული პროპორციის შესაბამისად.

  2. საპენსიო სააგენტო განცხადების მიღების შემდეგ მოქმედებს სამკვიდრო მოწმობისა და მემკვიდრის მიერ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად. კერძოდ, სამკვიდრო მოწმობაში მითითებული პროპორციის შესაბამისად ანგარიშობს საპენსიო აქტივებიდან განცხადების წარმომდგენი მემკვიდრის წილს და გადასცემს მას ასეთ მემკვიდრეს მის მიერ არჩეული ფორმით. საპენსიო აქტივების ღირებულების დარჩენილი ოდენობა რჩება გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და შესაძლოა გაიცეს წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, სხვა მემკვიდრე(ებ)ის განცხადებ(ებ)ის საფუძველზე.

თავი VII

საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გაცემისა და გადაანგარიშების წესი

მუხლი 24. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას პენსიის პროგრამული გატანით მიღება

  1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო პენსიის პროგრამული გატანით მიღება, პენსიის პროგრამული გატანით გაცემა მოხდება ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ:

ა) გასაცემი პენსიის დაანგარიშება მოხდება შემდეგი ფორმულით:

MP = PA / T / 12,

სადაც:

MP არის ყოველთვიური პენსია;

PA არის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულება, განცხადების მიღების დღის მდგომარეობით დარიცხული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის ჩათვლით, ხარჯების გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამოკლებული სახელმწოფოს მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანები და განცხადების მიღების დღის მდგომარეობით ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

T არის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით განცხადების შეტანის დროისათვის მონაწილის სიცოცხლის მოსალოდნელი დარჩენილი წლების რაოდენობა;

12 არის წელიწადში თვეების რაოდენობა;

ბ) პენსიის მიმღების მიერ მისაღები პენსიის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

  1. საპენსიო სააგენტოს მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო დანიშნული პენსიის გადაანგარიშება მოხდება ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლით განსაზღვრული წესით.

მუხლი 25. საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას პენსიის ერთიანი გადახდით მიღება

  1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო პენსიის ერთიანი გადახდით მიღება, საპენსიო სააგენტოს მიერ პენსიის დანიშვნა და გაცემა მოხდება ამ ინსტრუქციის მე-16 მუხლის შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ:

ა) საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას, პენსიის დანიშვნა-გაცემისას არ იქნება გათვალისწინებული ზემოხსენებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი;

ბ) პენსიის მიმღების მიერ ერთიანი გადახდით მისაღები პენსიის ოდენობის განსაზღვრა მოხდება შემდეგნაირად: პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულებას, განცხადების მიღების დღის მდგომარეობით დარიცხული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის ჩათვლით, ხარჯების გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოკლებული სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანები და განცხადების მიღების დღის მდგომარეობით ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); და

გ) პენსიის მიმღების მიერ მისაღები პენსიის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

თავი VIII.

შეუსაბამობის გამოვლენა და ადმინისტრაციული წარმოების წესი

მუხლი 26. შეუსაბამობის გამოვლენა

  1. საპენსიო სააგენტო პერიოდულად ადარებს და ამოწმებს მონაცემებს და შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ახდენს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამის კორექტირებას.

  2. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს პენსიის მიმღებისათვის ან/და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისათვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის უკან დაბრუნება. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია, მოახდინოს შეცდომით გაცემული თანხების გამოქვითვა შესაბამისი პენსიის მიმღებისათვის გადასახდელი თანხებიდან (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში) პენსიის მიმღების თანხმობის გარეშე, არაუმეტეს ყოველთვიური პენსიის 50%-ის გამოქვითვის გზით. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შეცდომით გადატანილი საპენსიო აქტივები მემკვიდრის თანხმობის გარეშე დააბრუნოს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.

  3. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წერილობითი ფორმით მოითხოვოს პენსიის მიმღების ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ მიღებული ნებისმიერი თანხის უკან დაბრუნება, თუ ასეთი თანხის მიღების შემდეგ დადგინდება, რომ ის პენსიის მიმღებს ან გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს შეცდომით გადაეცა; ასეთი მოთხოვნის საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, შეცდომით გაცემული თანხის უკან დაბრუნების მიზნით.

მუხლი 27. ადმინისტრაციული წარმოების წესი

ამ ინსტრუქციის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას და მასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები.

დანართი 1 (ა). განცხადების ფორმა საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ, მონაწილის მიერ წარდგენის შემთხვევაში

სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს

განცხადება

საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ

მე, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ________________________________(პირადი ნომერი:____________), წინამდებარე განცხადების თარიღისათვის ვარ საპენსიო ასაკის. შესაბამისად, მსურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მივიღო პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:

საპენსიო ასაკში პენსიის მიღების ფორმები მონიშვნის გრაფა
ა) პროგრამული გატანით
ა.ა) პენსიის გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობით
ა.ბ) პენსიის გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობის გარეშე
ბ) ერთიანი გადახდით
გ) სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით

* გთხოვთ მონიშნოთ პენსიის მიღების სასურველი ფორმებიდან ერთ-ერთი მონიშვნის გრაფაში აღნიშვნით „√“

ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის [●] ივნისის № [●] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია).

ვადასტურებ, რომ ჩემთვის ცნობილია, რომ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმით პროგრამული გატანის არჩევის შემთხვევაში დაგროვებითი პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ მივიღებ დაგროვებით პენსიას, რამდენადაც ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები ამოწურული იქნება. ამასთან, ჩემთვის ცნობილია, რომ დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.

ვეთანხმები, რომ საპენსიო სააგენტო პენსიის დანიშვნის საკითხის განხილვას დაიწყებს აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მიერ მიღების თარიღიდან და ზემოაღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული პენსიის მიღების ვადა აითვლება ასეთი დოკუმენტაციის მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

ვაცნობიერებ, რომ პენსიის ერთიანი გადახდით მიღების შემთხვევაში ჩემ მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

ვეთანხმები, რომ პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩემთვის გაცნობა მოხდება ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით. ამასთან, თანახმა ვარ, რომ საპენსიო სააგენტომ ჩემთან კომუნიკაცია აწარმოოს აღნიშნული ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.

მონაწილის ხელმოწერა:

დანართი 1 (ბ). განცხადების ფორმა საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ, მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში

სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს

განცხადება

საპენსიო ასაკში პენსიის მიღების შესახებ

მე, ________________________________(პირადი ნომერი:____________) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის ________________________________(პირადი ნომერი:____________) (შემდგომში – მონაწილე), წარმომადგენელი, წინამდებარე განცხადების საფუძველზე, მონაწილის სახელით ვაცხადებ, რომ მონაწილე ამ განცხადების თარიღისათვის არის საპენსიო ასაკის. შესაბამისად, სურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიიღოს პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:

საპენსიო ასაკში პენსიის მიღების ფორმები მონიშვნის გრაფა
  • პროგრამული გატანით

  • პენსიის გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობით

  • პენსიის გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობის გარეშე

  • ერთიანი გადახდით

  • სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით

* გთხოვთ მონიშნოთ პენსიის მიღების სასურველი ფორმებიდან ერთ-ერთი, მონიშვნის გრაფაში აღნიშვნით „√“

ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის [●] ივნისის №[●] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ“ ინსტრუქციას (შემდგომში – ინსტრუქცია).

ვადასტურებ, რომ ჩემთვის ცნობილია, რომ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმით პროგრამული გატანის არჩევის შემთხვევაში დაგროვებითი პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ამოწურვის შემდეგ პენსიის მიმღები ვერ მიიღებს დაგროვებით პენსიას, რამდენადაც მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები ამოწურული იქნება. ამასთან, ჩემთვის ცნობილია, რომ დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.

ვეთანხმები, რომ საპენსიო სააგენტო მონაწილისათვის პენსიის დანიშვნის საკითხის განხილვას დაიწყებს აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მიერ მიღების თარიღიდან და ზემოაღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული პენსიის მიღების ვადა აითვლება ასეთი დოკუმენტაციის მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

ვაცნობიერებ, რომ პენსიის ერთიანი გადახდით მიღების შემთხვევაში მონაწილის მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

ვეთანხმები, რომ პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გაცნობა მოხდება მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით. ამასთან, თანახმა ვარ, რომ საპენსიო სააგენტომ მონაწილესთან/პენსიის მიმღებთან კომუნიკაცია აწარმოოს აღნიშნული ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.

მონაწილის წარმომადგენლის ხელმოწერა:


დანართი 2 (ა). განცხადების ფორმა შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის მიღების შესახებ მონაწილის მიერ წარდგენის შემთხვევაში

სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს

განცხადება

შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების შესახებ

მე, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ________________________________(პირადი ნომერი:____________), წინამდებარე განცხადების თარიღისათვის ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. შესაბამისად, მსურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მივიღო პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:

შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების ფორმები მონიშვნის გრაფა
  • პროგრამული გატანით

  • პენსიის გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობით

  • პენსიის გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობის გარეშე

  • ერთიანი გადახდით

  • სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით

* გთხოვთ მონიშნოთ პენსიის მიღების სასურველი ფორმებიდან ერთ-ერთი, მონიშვნის გრაფაში აღნიშვნით „√“

ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის [●] ივნისის №[●] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია).

ვადასტურებ, რომ ჩემთვის ცნობილია, რომ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმით პროგრამული გატანის არჩევის შემთხვევაში დაგროვებითი პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ მივიღებ დაგროვებით პენსიას, რამდენადაც ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები ამოწურული იქნება. ამასთან, ჩემთვის ცნობილია, რომ დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.

ვეთანხმები, რომ საპენსიო სააგენტო პენსიის დანიშვნის საკითხის განხილვას დაიწყებს აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მიერ მიღების თარიღიდან და ზემოაღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული პენსიის მიღების ვადა აითვლება ასეთი დოკუმენტაციის მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

ვაცნობიერებ, რომ პენსიის ერთიანი გადახდით მიღების შემთხვევაში ჩემ მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

ვეთანხმები, რომ პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩემთვის გაცნობა მოხდება ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით. ამასთან, თანახმა ვარ, რომ საპენსიო სააგენტომ ჩემთან კომუნიკაცია აწარმოოს აღნიშნული ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.

მონაწილის ხელმოწერა:


დანართი 2 (ბ). განცხადების ფორმა შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების შესახებ მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში

სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს

განცხადება

შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების შესახებ

მე, ________________________________(პირადი ნომერი:____________) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის ________________________________(პირადი ნომერი:____________) (შემდგომში – მონაწილე), წარმომადგენელი, წინამდებარე განცხადების საფუძველზე, მონაწილის სახელით ვაცხადებ, რომ მონაწილე ამ განცხადების თარიღისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. შესაბამისად, სურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიიღოს პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:

შესაძლებლობის შეზღუდვისას პენსიის მიღების ფორმები მონიშვნის გრაფა
  • პროგრამული გატანით

  • პენსიის გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობით

  • პენსიის გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობის გარეშე

  • ერთიანი გადახდით

  • სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით

* გთხოვთ მონიშნოთ პენსიის მიღების სასურველი ფორმებიდან ერთ-ერთი, მონიშვნის გრაფაში აღნიშვნით „√“

ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის [●] ივნისის №[●] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია).

ვადასტურებ, რომ ჩემთვის ცნობილია, რომ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმით პროგრამული გატანის არჩევის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ამოწურვის შემდეგ პენსიის მიმღები ვერ მიიღებს დაგროვებით პენსიას, რამდენადაც მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები ამოწურული იქნება. ამასთან, ჩემთვის ცნობილია, რომ დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.

ვეთანხმები, რომ საპენსიო სააგენტო მონაწილისათვის პენსიის დანიშვნის საკითხის განხილვას დაიწყებს აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მიერ მიღების თარიღიდან და ზემოაღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული პენსიის მიღების ვადა აითვლება ასეთი დოკუმენტაციის მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

ვაცნობიერებ, რომ პენსიის ერთიანი გადახდით მიღების შემთხვევაში მონაწილის მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

ვეთანხმები, რომ პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გაცნობა მოხდება მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით. ამასთან, თანახმა ვარ, რომ საპენსიო სააგენტომ მონაწილესთან/პენსიის მიმღებთან კომუნიკაცია აწარმოოს აღნიშნული ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.

მონაწილის წარმომადგენლის ხელმოწერა:

დანართი 3 (ა). განცხადების ფორმა მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ მემკვიდრის მიერ წარდგენის შემთხვევაში

სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს

განცხადება

მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების შესახებ

მე, ________________________________(პირადი ნომერი:____________), დაგროვებითი საპენსიო სქემის გარდაცვლილი მონაწილის ________________________________(პირადი ნომერი:____________) (შემდგომშ – გარდაცვლილი მონაწილე) მემკვიდრეს, მსურს მივიღო გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული აქტივები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:

მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების მიღების ფორმები მონიშვნის გრაფა
  • ერთიანი გადახდით

  • მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით

* გთხოვთ მონიშნოთ პენსიის მიღების სასურველი ფორმებიდან ერთ-ერთი, მონიშვნის გრაფაში აღნიშვნით „√“

ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის [●] ივნისის №[●] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციას“.

ვეთანხმები, რომ საპენსიო სააგენტო მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ საკითხის განხილვას დაიწყებს აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მიერ მიღების თარიღიდან და ზემოაღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული პენსიის მიღების ვადა აითვლება ასეთი დოკუმენტაციის მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

ვაცნობიერებ, რომ ერთიანი გადახდის შემთხვევაში ჩემ მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

ვეთანხმები, რომ საპენსიო აქტივების გადაცემის და საპენსიო აქტივების გადაცემაზე უარის შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ჩემთვის გაცნობა მოხდება ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსების გზით ან წერილობითი ფორმით, ფოსტის მეშვეობით გაგზავნის გზით. ამასთან, თანახმა ვარ, რომ საპენსიო სააგენტომ ჩემთან კომუნიკაცია აწარმოოს აღნიშნული ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მონაწილის ხელმოწერა:

დანართი 3 (ბ). განცხადების ფორმა მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ მემკვიდრის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში

სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს

განცხადება

მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების შესახებ

მე, ________________________________(პირადი ნომერი:____________), დაგროვებითი საპენსიო სქემის გარდაცვლილი მონაწილის ________________________________(პირადი ნომერი:____________) (შემდგომში – გარდაცვლილი მონაწილე) მემკვიდრის ________________________________(პირადი ნომერი:____________) (შემდგომში – მემკვიდრე) წარმომადგენელი, მემკვიდრის სახელით ვაცხადებ, რომ მემკვიდრეს სურს მიიღოს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:

მემკვიდრის მიერ საპენსიო აქტივების მიღების ფორმები მონიშვნის გრაფა
  • ერთიანი გადახდით

  • მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის გზით

* გთხოვთ მონიშნოთ პენსიის მიღების სასურველი ფორმებიდან ერთ-ერთი, მონიშვნის გრაფაში აღნიშვნით „√“

ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის [●] ივნისის №[●] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციას“.

ვეთანხმები, რომ საპენსიო სააგენტო მემკვიდრისათვის საპენსიო აქტივების გადაცემის შესახებ საკითხის განხილვას დაიწყებს აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მიერ მიღების თარიღიდან და ზემოაღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული პენსიის მიღების ვადა აითვლება ასეთი დოკუმენტაციის მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

ვაცნობიერებ, რომ ერთიანი გადახდის შემთხვევაში, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

ვეთანხმები, რომ საპენსიო აქტივების გადაცემის და საპენსიო აქტივების გადაცემაზე უარის შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მემკვიდრისათვის გაცნობა მოხდება მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსების გზით ან წერილობითი ფორმით, ფოსტის მეშვეობით გაგზავნის გზით. ამასთან, თანახმა ვარ, რომ საპენსიო სააგენტომ მემკვიდრესთან კომუნიკაცია აწარმოოს აღნიშნული ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მონაწილის ხელმოწერა:

დანართი 4 (ა). განცხადების ფორმა საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო საპენსიო აქტივების ღირებულების მიღების შესახებ მონაწილის მიერ წარდგენის შემთხვევაში

სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს

განცხადება

საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას პენსიის მიღების შესახებ

მე, ________________________________(პირადი ნომერი:____________) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს, საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო მსურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მივიღო პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:

საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას პენსიის მიღების ფორმები მონიშვნის გრაფა
  • პროგრამული გატანით

  • პენსიის გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობით

  • პენსიის გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობის გარეშე

  • ერთიანი გადახდით

* გთხოვთ მონიშნოთ პენსიის მიღების სასურველი ფორმებიდან ერთ-ერთი, მონიშვნის გრაფაში აღნიშვნით „√“

ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის [●] ივნისის №[●] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია).

ვადასტურებ, რომ ჩემთვის ცნობილია, რომ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმით პროგრამული გატანის არჩევის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ამოწურვის შემდეგ ვეღარ მივიღებ პენსიას, რამდენადაც ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები ამოწურული იქნება. ამასთან, ჩემთვის ცნობილია, რომ დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.

ვეთანხმები, რომ საპენსიო სააგენტო საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო პენსიის დანიშვნის შესახებ საკითხის განხილვას დაიწყებს აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მიერ მიღების თარიღიდან და ზემოაღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული პენსიის მიღების ვადა აითვლება ასეთი დოკუმენტაციის მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

ვაცნობიერებ, რომ ჩემ მიერ მისაღებ პენსიის თანხას გამოაკლდება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების ოდენობა და განცხადების მიღების დღის მდგომარეობით ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო დარჩენილი მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

ვეთანხმები, რომ პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტ(ებ)ის ჩემთვის გაცნობა მოხდება ჩემს ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით. ამასთან, თანახმა ვარ, რომ საპენსიო სააგენტომ ჩემთან კომუნიკაცია აწარმოოს აღნიშნული ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.

მონაწილის ხელმოწერა:

დანართი 4 (ბ). განცხადების ფორმა საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო საპენსიო აქტივების ღირებულების მიღების შესახებ მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში

სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორს

განცხადება

საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას პენსიის მიღების შესახებ

მე, ________________________________(პირადი ნომერი:____________) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის ________________________________(პირადი ნომერი:____________) (შემდგომში – მონაწილე) წარმომადგენელი, ვაცხადებ, რომ საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო მონაწილეს სურს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღოს პენსია ჩემ მიერ შერჩეული შემდეგი ფორმით:

საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას პენსიის მიღების ფორმები მონიშვნის გრაფა
  • პროგრამული გატანით

  • პენსიის გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობით

  • პენსიის გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობის გარეშე

  • ერთიანი გადახდით

*გთხოვთ მონიშნოთ პენსიის მიღების სასურველი ფორმებიდან ერთ-ერთი, მონიშვნის გრაფაში აღნიშვნით „√“

ვადასტურებ, რომ გავეცანი საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის [●] ივნისის №[●] ბრძანებით დამტკიცებულ „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციას“ (შემდგომში – ინსტრუქცია).

ვადასტურებ, რომ ჩემთვის ცნობილია, რომ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმით პროგრამული გატანის არჩევის შემთხვევაში, დაგროვებითი პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ამოწურვის შემდეგ, მონაწილე ვერ მიიღებს დაგროვებით პენსიას, რამდენადაც მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები ამოწურული იქნება. ამასთან, ჩემთვის ცნობილია, რომ დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.

ვეთანხმები, რომ საპენსიო სააგენტო საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო პენსიის დანიშვნის შესახებ საკითხის განხილვას დაიწყებს აღნიშნული ინსტრუქციით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მიერ მიღების თარიღიდან და ზემოაღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული პენსიის მიღების ვადა აითვლება ასეთი დოკუმენტაციის მიღების დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

ვაცნობიერებ, რომ მონაწილის მიერ მისაღები პენსიის თანხას გამოაკლდება სახელმწოფოს მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების ოდენობა და განცხადების მიღების დღის მდგომარეობით ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავალი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო დარჩენილი მისაღები თანხის დაბეგვრის საკითხები გადაწყდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

ვეთანხმები, რომ პენსიის დანიშვნის, პენსიის დანიშვნაზე უარის და პენსიის გადაანგარიშების შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მონაწილისათვის/პენსიის მიმღებისათვის გაცნობა მოხდება მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსების გზით. ამასთან, თანახმა ვარ, რომ საპენსიო სააგენტომ მონაწილესთან/პენსიის მიმღებთან კომუნიკაცია აწარმოოს აღნიშნული ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.

მონაწილის ხელმოწერა: