საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის N6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება №1 |
|
2021 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის განაკვეთების, ასევე ამ საფასურის გადახდის, მისი გადახდისგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის 2019 წლის 20 თებერვლის №6 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) საერთო ზონა – ზონა, რომლის მომსახურება არ საჭიროებს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაზრდილ რესურსს. ამ ბრძანების მიზნებისთვის საერთო ზონას განეკუთვნება: ქალაქი თბილისი; შიდა ქართლის მხარე; იმერეთის მხარე; გურიის მხარე; სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე (გარდა მესტიის მუნიციპალიტეტისა); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; კახეთის მხარე; ქვემო ქართლის მხარე; ე) სპეციალური ზონა – ზონა, რომლის მომსახურება საჭიროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გაზრდილ რესურსს. ამ ბრძანების მიზნებისთვის სპეციალურ ზონას განეკუთვნება: მცხეთა-თიანეთის მხარე, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე, მესტიის მუნიციპალიტეტი, სამცხე ჯავახეთის მხარე.“. 2. წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურება.“. 3. წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სააგენტოს მიერ საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურების საფასურის განაკვეთი:
.“. 4. წესის მე-5 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი: „5. მომსახურების საფასური ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოითვლება შემდეგი ფორმულით: (AxBxC)+(DxExF)+(GxHxI)=J შენიშვნა: ცვლადების მნიშვნელობა: A – არხის ერთი თვის მომსახურების ღირებულება B – არხების რაოდენობა C – არხების მომსახურების პერიოდი D – საერთო ზონის ერთი თვის მომსახურების ღირებულება E – საერთო ზონების რაოდენობა F – საერთო ზონების მომსახურების პერიოდი G – სპეციალური ზონის ერთი თვის მომსახურების ღირებულება H – სპეციალური ზონების რაოდენობა I – სპეციალური ზონების მომსახურების პერიოდი J – მომსახურების საფასური.“. 5. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. მოთხოვნა საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურებაზე 1. შემსყიდველი, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სააგენტოდან საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურება აგზავნის წერილობით შეტყობინებას სააგენტოში მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც მითითებული უნდა იყოს არხების რაოდენობა, ზონების რაოდენობა და სპეციალური ზონების რაოდენობა. 2. სააგენტო განიხილავს განაცხადს და უფლებამოსილია მომსახურების გაწევის მიზნით მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრული ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევა წარმოადგენს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველს. 3. წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდგომ, სააგენტო განსაზღვრავს მომსახურების საფასურს და აღნიშნულის შესახებ აცნობებს შემსყიდველს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 4. შემსყიდველი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გაუგზავნოს სააგენტოს დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვაზე წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით. 5. საკომუნიკაციო სისტემების საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით მომსახურების ვალდებულება სააგენტოს წარმოეშვება ამ მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული დასტურის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.“. |
|