ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2021 წლის 27 იანვარი ქ.ზუგდიდი |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესი
1. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა (კოდი 060301) ითვალისწინებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვის ყოველთვიურად 30-ლარიან (თითო ბავშვზე) ფულად დახმარებას, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტების (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოსი), ჰიგიენის საშუალებების და საკანცელარიო ნივთების შეძენას. ყოველი თვის ბოლოს ქვეპროგრამით მოსარგებლე წარმოადგენს ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ანგარიშ-ფაქტურა). ზემოთაღნიშნული კატეგორიის ბავშვი ქვეპროგრამით ისარგებლებს კალენდარული წლის ბოლომდე.
2. კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშის მხარდაჭერის ქვეპროგრამა (კოდი 060302) ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშის დასაქმების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე. შესრულებული საქმიანობა ანაზღაურდება ბენეფიტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით (არანაკლებ საარსებო მინიმუმისა). დასაქმების ვადა განისაზღვრება 4 თვით. სამუშაო გრაფიკი ყოველ ბენეფიციარზე შემუშავდება ინდივიდუალურად.
3. ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეების აღნიშვნის ქვეპროგრამა (კოდი 060303) ითვალისწინებს ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეებში სხვადასხვა კატეგორიის ბავშვებისთვის საზეიმო განწყობის შექმნას და ამ მიზნით საჩუქრების შესყიდვას და გადაცემას, პერიოდულად საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა ბეჭდური მასალის მომზადებასა და გავრცელებას, ასევე საინფორმაციო შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვას და მოწყობას.
4. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი წრეების დაფინანსების ქვეპროგრამა (კოდი 060304) ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლები) 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე 10 ბავშვისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი საცურაო აუზის მომსახურების (aqua-თერაპია) დაფინანსებას საჭიროების გათვალისწინებით. ობიექტის შერჩევა მოხდება შესყიდვის წესით. ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბავშვებს შემდეგი დიაგნოზებით:
ა) ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80);
ბ) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81, G-82, G-83).
მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო 10 რიცხვისა, წარმოადგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლის მიერ თვეში აბონემენტით განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისა) გამოიწვევს აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას.
1. განცხადებას;
2. პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);
3. ექიმი-ნევროლოგის მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: ფორმა IV-100/ა-ს (დედანი) პროგრამის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსებისას;
4. საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
5. საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
6. სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომართვას მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამით სარგებლობისას;
7. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერს;
8. სხვა დამატებით დოკუმენტს საჭიროების შემთხვევაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის “ღ“ პუნქტის და მე-4 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის და 96-ე მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია
დანართიზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვს შეუძლია ისარგებლოს არა უმეტეს ორი ქვეპროგრამით წელიწადში ერთხელ.
მუხლი 2🔗
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა განისაზღვროს შემდეგნაირად:ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.12.2021.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 27.01.2021. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016584.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.12.2021-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.12.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“, №2, 27.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016584 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5087035/