1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის ერთიან წესებს, პირობებსა და ფორმებს, რომლებიც სავალდებულოა გამოსაყენებლად როგორც მაკონტროლებელი, ასევე კონტროლირებული ერთეულებისთვის.
2. ერთეულები ფინანსურ ანგარიშგებებს ამზადებენ სსბასს-ების მოთხოვნების გათვალისწინებით, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმების შესაბამისად, საანგარიშგებო ვალუტაში.
3. ერთეულებს, ერთიანი მეთოდოლოგიისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით, უფლება აქვთ დეტალურად ჩაშალონ წინამდებარე ინსტრუქციით დამტკიცებული ფინანსური ანგარიშგების და განმარტებითი შენიშვნების ფორმები. ამასთან, კონტროლირებულმა ერთეულმა ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას შესაძლებელია გამოიყენოს მაკონტროლებელი ერთეულის ფინანსური ანგარიშგების და განმარტებითი შენიშვნების ფორმებში აქტივების, ვალდებულებების, წმინდა აქტივების/კაპიტალის, შემოსავლების და ხარჯების ასევე, საცნობარო ანგარიშების ასახვისათვის გამოყენებული დეტალიზაციის დონ