1. სსბასს-ების მოთხოვნების გათვალისწინებით, წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმებით ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის მიზანია სახელმწიფო სახსრების შესახებ ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

2. სსბასს-ების შესაბამისად, ერთეულის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი სახსრების შესახებ ინფორმაციის წარდგენა დაეხმარება ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაშ