1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 190,0 ათ.ლარი მიიმართოს:

ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების  განხორციელებისათვის 86.7 ათ. ლარი

ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 102,5 ათ. ლარი

გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 0,8 ათ.ლარი.

2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განვალობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განმსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის  პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება