📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.02.2021
ძალაში შესვლა 11.02.2021
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №02
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016128
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,585 სიტყვა · ~23 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.02.2021 მიღება
11.02.2021 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი
დოკუმენტი, სადაც შეიტანება მონაცემები მეზღვაურის გემზე შრომითი საქმიანობის, ნაოსნობის სტაჟის, მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ
მუხლი 2
მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ბლანკი
ამ წესების შესაბამისად პოლიგრაფიული წესით დამზადებული მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის შეუვსებელი ფორმა
მუხლი 2
მეზღვაური
ნებისმიერი პირი, რომელიც დაქირავებულია სამუშაოდ, დასაქმებულია ან ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობს გემზე, რომელიც გამოიყენება ჩვეულებრივ საზღვაო ნაოსნობაში, გარდა სამხედრო გემებისა საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არაკომერციული მიზნებით გამოყენებული გემებისა
მუხლი 2
გემის ეკიპაჟის წევრი
მეზღვაური, რომელიც განეკუთვნება გემის მართვის, ექსპლუატაციის და დამხმარე დონის კატეგორიას
მუხლი 2
გემის პერსონალის წევრი
ნებისმიერი პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია გემზე, გარდა გემზე ეკიპაჟის წევრისა და გავლილი აქვს შესაბამისი წვრთნა/მომზადება და ფლობს სათანადო სერტიფიკატს
მუხლი 2
სუპერინტენდანტი
საზღვაო მომზადების მქონე კომპანიის თანამდებობის პირი, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს გემის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ან/და ნაოსნობის უსაფრთხოებაზე
მუხლი 2
D3 კატეგორიის ვიზა
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის ვიზა. 2. ამ წესში მოცემული სხვა ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და  ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა (STCW) (ყველა ცვლილების გათვალისწინებით) და STCW კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 84% 02.02.2024 შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატის ფორმის, დიზაინის, აღწერილობის, დამცავი ნიშნების, მათი გაცემის და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 84% 27.02.2025 გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 84% 05.07.2021 „სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესების, პირობებისა და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 83% 27.02.2026 2003 წლის კონვენცია მეზღვაურების პირადობის მოწმობების შესახებ (გადასინჯული) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 82% 19.06.2003

დოკუმენტის ტექსტი

„მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება  №02 2021 წლის 3 თებერვალი ქ. ბათუმი „მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესი“. მუხლი 2🔗 დაევალოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მეზღვაურთა დეპარტამენტს უზრუნველყოს მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ახალი ფორმის დამზადებისა და მათი გაცემისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება არაუგვიანეს 2021 წლის 01 მარტისა. მუხლი 3🔗 სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ უფლებამოსილია გასცეს ამ ბრძანების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი მეზღვაურის წიგნაკები არა უგვიანეს 2021 წლის 01 მარტისა.  მუხლი 4🔗 არაუგვიანეს 2021 წლის 01 მარტამდე მეზღვაურის წიგნაკის გაცემა იწარმოებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის  №001 ბრძანების „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესების" დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად. მუხლი 5🔗 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის  №001 ბრძანების „მეზღვაურის წიგნაკის დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესების" დამტკიცების შესახებ” შესაბამისად გაცემული მეზღავაურის წიგნაკები ძალაშია მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.  მუხლი 6🔗 საქართველოს მოქალაქეობის არმქონე მეზღვაურზე, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული მეზღვაურის წიგნაკი  ექვემდებარება  განახლებას  მუდმივი ბინადრობის მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში.   მუხლი 7🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ  – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 16 იანვრის №001 ბრძანება „მეზღვაურის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ“. მუხლი 8🔗 ბრძანება ამოქმედდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის  №1-1/592 საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების გამოქვეყნებისთანავე. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესი“ (შემდეგში – წესი) განსაზღვრავს მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა (შემდეგში – ბარათი) და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის (შემდეგში – წიგნაკი) ფორმას, მისი დამზადების, გაცემის, შეცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელებისა და ჩამორთმევის პირობებს. 2. ბარათისა და წიგნაკის დამზადების ორგანიზებას, გაცემას, შეცვლას, მოქმედების ვადის გაგრძელებას და ბარათისა და წიგნაკის მფლობელი პირების თაობაზე მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო). 3. ბარათისა და წიგნაკის გაცემა, მის გაცემაზე უარის თქმა, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება და გაუქმება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 4. მოქმედ წიგნაკში არსებული ჩანაწერის გადახაზვა, წაშლა, მეზღვაურის წიგნაკის დაშლა, ან/და ბარათისა და წიგნაკის გაყალბება აკრძალულია. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. მეზღვაურს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მოქმედი ბარათი. 6.  ბარათი უნდა ინახებოდეს უშუალოდ მის მფლობელ მეზღვაურთან ან გემის კაპიტანთან. 7. ბარათი არ ცვლის საქართველოს მოქალაქის პასპორტს და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი შემთხვევებისა. 8. ამ წესების მოქმედება არ ვრცელდება სამხედრო გემზე და საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არაკომერციული მიზნით გამოყენებულ გემზე დასაქმებულ მეზღვაურზე. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკი – დოკუმენტი, სადაც შეიტანება მონაცემები მეზღვაურის გემზე შრომითი საქმიანობის, ნაოსნობის სტაჟის, მეზღვაურის ჯანმრთელობის შესახებ; ბ) მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ბლანკი – ამ წესების შესაბამისად პოლიგრაფიული წესით დამზადებული მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის შეუვსებელი ფორმა; გ) მეზღვაური – ნებისმიერი პირი, რომელიც დაქირავებულია სამუშაოდ, დასაქმებულია ან ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობს გემზე, რომელიც გამოიყენება ჩვეულებრივ საზღვაო ნაოსნობაში, გარდა სამხედრო გემებისა საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არაკომერციული მიზნებით გამოყენებული გემებისა; დ) გემის ეკიპაჟის წევრი – მეზღვაური, რომელიც განეკუთვნება გემის მართვის, ექსპლუატაციის და დამხმარე დონის კატეგორიას; ე) გემის პერსონალის წევრი – ნებისმიერი პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია გემზე, გარდა გემზე ეკიპაჟის წევრისა და გავლილი აქვს შესაბამისი წვრთნა/მომზადება და ფლობს სათანადო სერტიფიკატს; ვ) სუპერინტენდანტი – საზღვაო მომზადების მქონე კომპანიის თანამდებობის პირი, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს გემის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ან/და ნაოსნობის უსაფრთხოებაზე; ზ) D3 კატეგორიის ვიზა – „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის ვიზა. 2. ამ წესში მოცემული სხვა ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და  ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა (STCW) (ყველა ცვლილების გათვალისწინებით) და STCW კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით. მუხლი 3🔗. პირები, რომლებზეც გაიცემა ბარათი და  წიგნაკი ბარათი და  წიგნაკი გაიცემა: ა) საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურზე; ბ) მეზღვაურზე, რომელსაც მიღებული აქვს  მუდმივი ბინადრობის მოწმობა; გ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, მუდმივი ბინადრობის მოწმობის ან D3 კატეგორიის ვიზის მქონე საქართველოსსაზღვაო სასწავლებლის სტუდენტზე/კურსდამთავრებულზე, რომელიც საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე, როგორც საგანმანათლებლო პროგრამის საწვრთნელ ნაწილს; დ) საზღვარგარეთ არსებულ იმ უმაღლეს საზღვაო სასწავლებლის სტუდენტზე/კურსდამთავრებულზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და საზღვაო პრაქტიკას გადის გემზე,  როგორც საგანმანათლებლო პროგრამის საწვრთნელ ნაწილს; ე) საქართველოში რეგისტრირებული სანაოსნო (საკრუინგო) კომპანიის სუპერინტენდანტზე; ვ) სააგენტოს მოსამსახურეზე, რომლის სამსახურებრივი მოვალეობები დაკავშირებულია გემის ტექნიკური ექსპლუატაციისა და ნაოსნობის უსაფრთხოების ზედამხედველობასთან; ზ) საქართველოს მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე იმ მეთევზე-მეზღვაურებზე, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში; თ) გემის პერსონალის წევრზე. მუხლი 4🔗. ბარათისა და წიგნაკის შინაარსი 1. ბარათი არის ელექტრონული მანქანა კითხვადი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს უკონტაქტო ჩიპს. ბარათში ასევე შეიტანება ბლანკის რიგითი ნომერი. 2. ბარათის ბლანკის რიგითი ნომერი შედგება ორი ლათინური ასოს „GE“ და 6 ციფრისაგან, რომელიც მინიჭებულია მწარმოებლის მიერ. ბლანკის ნომერი დაიტანება შემდეგნაირად: GE000001, ნუმერაცია იწყება GE000001. რიგითი ნომრის ორი ლათინური ასო „GE“ არის საქართველოს კოდი. 3. ბარათის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი მოცემულია ამ ბრძანების დანართში №1. 4. წიგნაკი შედგება ოთხი ნაწილისგან: ა) I ნაწილი – მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები; ბ) II ნაწილი – მეზღვაურის შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემები; გ) III ნაწილი – მეზღვაურის სამედიცინო დათვალიერების შესახებ მონაცემები; დ) IV ნაწილი – შენიშვნები. 5. ჩანაწერებს წიგნაკში ახორციელებს: ა) I ნაწილში – სააგენტო; ბ) II ნაწილში – გემის კაპიტანი, ან მისი მოვალეობის შემსრულებელი; გ) III ნაწილიში – უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირი. 6.წიგნაკის ბლანკის რიგითი ნომერი შედგება ერთი ლათინური ასოსა და 6 ციფრისაგან, რომელიც მინიჭებულია მწარმოებლის მიერ. ბლანკის ნომერი დაიტანება შემდეგნაირად: S000001, ნუმერაცია იწყება S000001. 7.წიგნაკის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი მოცემულია ამ ბრძანების დანართში №2. 8.ბარათსა და წიგნაკში მეზღვაურის სახელი და გვარი ინგლისურად და ქართულად მიეთითება სამოქალაქო რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად. 9.   მეზღვაურის წიგნაკში ასევე შეიტანება მეზღვაურის პირადი ნომერი და მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის რიგითი ნომერი. 10. მეზღვაურის პირადი ნომერი შედგება 10 (ათი) ციფრისაგან. მათ შორის, პირველი 2 (ორი) ციფრი აღნიშნავს გაცემის წლის ბოლო 2 (ორი) რიცხვს, მომდევნო 2 (ორი) ციფრი – მეზღვაურის მოქალაქეობას (კერძოდ, ციფრი 01 – საქართველოს მოქალაქეს, ხოლო ციფრი 02 – უცხო ქვეყნის მოქალაქეს), ნომრის შემდეგი 6 (ექვსი) ციფრი კი აღნიშნავს მეზღვაურის რიგით ნომერს, რომელიც მეზღვაურს ენიჭება რიგითობის მიხედვით სააგენტოში რეგისტრაციისას (მაგალითად, მეზღვაურის ნომერი გამოისახება: 11-01-000001). მუხლი 5🔗. განცხადება  ბარათისა და წიგნაკის გაცემის შესახებ და მასზე თანდართული საბუთები 1. ბარათისა და წიგნაკის მიღების უფლების მქონე პირი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას, სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი ორიგინალის წარდგენით, თუ მაძიებელი საქართველოს მოქალაქეა; ბ) ბინადრობის მოწმობის ან D3 კატეგორიის ვიზის ასლი ორიგინალის წარდგენით, თუ მაძიებელი საქართველოში მცხოვრები ან საქართველოს საზღვაო სასწავლებლის სტუდენტი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირია; გ) „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ ცნობას მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას განმცხადებლის სქესის, სიმაღლის, თვალის ფერის და განსაკუთრებული ფიზიკური ნიშნების შესახებ; დ) საზღვაო დიპლომის/მოწმობის ან/და კომპეტენციის სერტიფიკატის ასლი (გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პერსონალის წევრებისა); ე) პერსონალის წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები: ე.ა) პირადი გადარჩენის მეთოდები; ე.ბ) ელემენტარული პირველადი დახმარება; ე.გ) ხანძარსაწინააღმდეგო და ხანძართან ბრძოლის მეთოდები; ე.დ) პირადი უსაფრთხოება და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა; ე.ე)  IMO-ს ძირითადი კონვენციების ზოგადი გაცნობითი კურსი; ე.ვ) გემის კონსტრუქციებისა და ძირითადი განყოფილებების გაცნობითი კურსი (ინგლისური ტერმინოლოგიის ჩათვლით); ე.ზ) ავარიულ სიტუაციებში კავშირისათვის აუცილებელი ინგლისური ფრაზეოლოგია; ე.თ) გემით გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების გაცნობითი კურსი; ე.ი) უშიშროებასთან დაკავშირებული უნარების ინსტრუქტაჟი. ვ) ხელშეკრულების ასლი ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მოთხოვნის წერილი, თუ მაძიებელი გემზე მიდის პერსონალის წევრად; ზ) საქართველოში რეგისტრირებული სანაოსნო ან საკრუინგო კომპანიის წერილობითი შუამდგომლობა ამ კომპანიის სუპერინტენდანტზე ბარათის გაცემის შესახებ – იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულმა პირმა უნდა შეასრულოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობები ამ სანაოსნო ან საკრუინგო კომპანიის გემზე; თ) საზღვაო სასწავლებლის წერილობითი შუამდგომლობა ამ სასწავლებლის სტუდენტზე მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი გაცემის შესახებ - იმ შემთხვევაში, როდესაც სტუდენტმა უნდა გაიაროს საზღვაო პრაქტიკა გემზე; ი) გემთმფლობელი/ოპერატორი კომპანიის ან საკრუინგო კომპანიის წერილობითი შუამდგომლობა საზღვაო სასწავლებლის კურსდამთავრებულზე მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის გაცემის შესახებ - იმ შემთხვევაში, როდესაც კურსდამთვრებულმა უნდა გაიაროს საზღვაო პრაქტიკა გემზე; კ) ორი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 30X40 მმ დაბეჭდილი და ელექტორნული სახით; ლ) სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; მ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრულია სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 2.  ბარათი და წიგნაკი ჩაითვლება გაცემულად, თუ იგი მაძიებელს გადაეცემა ამ წესების მოთხოვნათა დაცვით შევსებული და მაძიებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისი ჩანაწერებით და შეტანილია მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემაში. მუხლი 6🔗. ბარათისა და წიგნაკის მოქმედების ვადა და მოქმედების ვადის გაგრძელება 1. ბარათის მოქმედების ვადა არის 5 წელი, მისი გაცემის დღიდან. 2. ბარათის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მეზღვაურზე, ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით, გაიცემა ახალი ბარათი. 3. თუ  ბარათის მოქმედების ვადა ამოიწურება მეზღვაურის საზღვარგარეთ ნაოსნობისას, მაშინ შესაბამისი გემის კაპიტნის/გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ბარათის მოქმედების ვადას აგრძელებს სააგენტო იმ პერიოდით, რაც აუცილებელია გემის მისასვლელად პირველივე ნავსადგურამდე.  ბარათის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება სააგენტოს წერილის საფუძველზე, რომლის ტიპური ფორმა მოცემულია ამ წესების დანართში №3. 4. წიგნაკის მოქმედების ვადა არის 10 წელი, მისი გაცემის დღიდან. 5. ბარათისა და წიგნაკის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მეზღვაურზე, ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით, გაიცემა ახალი ბარათი/წიგნაკი. მუხლი 7🔗. ბარათისა და ნაოსნობის წიგნაკის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები 1. სააგენტო არ გასცემს ბარათსა და წიგნაკს, თუ: ა) ბარათისა და წიგნაკის მაძიებელი პირის მიერ წარმოდგენილი განცხადება ან/და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ან/და ამ წესების მოთხოვნებს და მითითებული ხარვეზები მაძიებლის მიერ არ იქნება გამოსწორებული სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში; ბ) ბარათისა და წიგნაკის  მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს; გ) ბარათისა და წიგნაკის   მაძიებლის მიერ წარმოდგენილი საბუთები ყალბია; დ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უარის თქმის სხვა საფუძველი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. ბარათისა და  წიგნაკის შეცვლა 1. ბარათი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში: ა) მეზღვაურის სახელის, გვარის ან/და ბარათით გათვალისწინებული მისი სხვა პირადი მონაცემის შეცვლისას; ბ) ბარათის ჩანაწერებში უზუსტობების გამოვლენისას; გ)  ბარათის გამოყენებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას. 2. წიგნაკი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში: ა) მეზღვაურის სახელის, გვარის ან/და წიგნაკით გათვალისწინებული მისი სხვა პირადი მონაცემის შეცვლისას; ბ) წიგნაკის ჩანაწერებში უზუსტობების გამოვლენისას; გ) წიგნაკის გამოყენებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას. დ) წიგნაკის ნაწილ II, III ან/და ნაწილ IV  ჩანაწერებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას. 3. ბარათის/წიგნაკის შესაცვლელად მისმა მფლობელმა სააგენტოს უნდა მიმართოს შესაბამისი განცხადებით,  ბარათის/წიგნაკის შეცვლის მიზეზის მითითებით, რომელსაც თან უნდა დაურთოს ამ წესების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთები და შესაცვლელი ბარათი/წიგნაკი (გარდა მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის დაკარგვის შემთხვევისა). 4. თუ მეზღვაურმა შეიცვალა სახელი, გვარი, სხვა პირადი მონაცემი ან გამოვლინდა უზუსტობა მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის/წიგნაკის ჩანაწერში, მაშინ მეზღვაურის  ბარათის/წიგნაკის შეცვლის განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი. 5. დაკარგული ბარათი/წიგნაკი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღირიცხება ცალკე და აიყვანება კონტროლზე სააგენტოს მიერ. 6. დაკარგული ბარათი/წიგნაკი ძალადაკარგულად ჩაითვლება სააგენტოში შესაბამისი განცხადების წარდგენის დღიდან. 7. ნაპოვნი ბარათი/წიგნაკი ბარდება სააგენტოს, იხსნება კონტროლიდან და მეზღვაურის  ბარათის/წიგნაკის მფლობელების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სათანადო ინფორმაციის შეტანის შემდეგ ნადგურდება შესაბამისი აქტის გაფორმებით. 8. ბარათი/წიგნაკი მისი გაუქმების შემდეგ, ახალ ბარათთან ერთად უბრუნდება მფლობელს. ბარათის/წიგნაკის გაუქმება ნიშნავს ბარათის/წიგნაკის პერფორაციას (გახვრეტას) მთელ სისქეზე და სათანადო ინფორმაციის შეტანას მეზღვაურის  ბარათის/წიგნაკისმფლობელების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. მუხლი 9🔗. ბარათისა და  წიგნაკის ბლანკის ჩამოწერა ბარათისა და  წიგნაკის ბლანკის ფიზიკური დაზიანების ან სააგენტოს მიერ მისი შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო გამოყენებისათვის უვარგისი ბარათისა და წიგნაკის ბლანკის ჩამოწერას ახორციელებს სააგენტო, ჩამოწერის აქტის გაფორმებით. მუხლი 10🔗. ბარათის/წიგნაკის ჩამორთმევა ან მისი ძალის დაკარგვა თუ ბარათის/წიგნაკის გაცემის შემდეგ დადგინდება, რომ მფლობელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის საფუძველზეც გაიცა ბარათი/წიგნაკი, ყალბია, ან წიგნაკში თვითნებურად არის შეტანილი შესწორება, მაშინ სააგენტო ან სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართვას მფლობელს აღნიშნული ბარათი. მუხლი 11🔗. ბარათებისა და წიგნაკის აღრიცხვა 1. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს გაცემული ბარათისა და წიგნაკის აღრიცხვა მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემაში. 2. მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემაში შეიტანება: ა) მეზღვაურის სრული სახელი და გვარი, როგორც ეს ბარათშია ჩაწერილი; ბ)   ბარათის/წიგნაკის ნომერი; გ) ბარათის/  წიგნაკის გაცემის და მისი მოქმედების ვადის გასვლის თარიღი; დ) ბარათში არსებული ბიომეტრიული მონაცემები (სიმაღლე, თვალის ფერი, ა.შ.); ე) მეზღვაურის განსაკუთრებული ფიზიკური ნიშანი, რომლითაც შეიძლება მისი იდენტიფიცირება; ვ) მეზღვაურის ფოტოსურათი; 3. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემის დაცვა არასანქცირებული შეღწევისაგან. 4. მეზღვაურს უფლება აქვს შეუზღუდავად გაეცნოს მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემაში  მის შესახებ შეტანილ ჩანაწერებს. 5. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წერილობითი მოთხოვნით, სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს მას ინფორმაცია მეზღვაურის  ბარათის მფლობელების შესახებ მეზღვაურთა დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემიდან,   რომელიც შეეხება მეზღვაურის ბარათის/წიგნაკის ნამდვილობას. დანართი №1 ბარათის ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი  მუხლი 1🔗. მანქანაკითხვადი ბარათის ბლანკი 1. ბარათის ბლანკი არის ელექტრონული მანქანა კითხვადი დოკუმენტი, რომლის ფიზიკური მახასიათებლები მოცემულია  ICAO 9303 დოკუმენტის (2015 წლის მეშვიდე გამოცემა) მე-3 ნაწილის მე-2 პარაგრაფით. 2. მანქანაკითხვადი ველი განთავსებულია ბარათის მე-2 გვერდზე. მუხლი 2🔗. ბარათის ბლანკის ფორმატი 1. ბარათის ბლანკის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ICAO-რეკომენდაციებს, დოკუმენტი 9303 „საიდენტიფიკაციო ბარათები – მანქანაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტები“ (მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათი ბლანკის დამზადების მომენტისათის არსებული ბოლო გამოცემა). 2. ბარათის ბლანკში მეზღვაურის პირადი მონაცემები შეიტანება ქართულ და ინგლისურ ენაზე. მუხლი 3🔗. ბარათის ბლანკის მასალა და დაცვის საშუალებები 1. ბარათის ბლანკი, საზღვაო პირობების გათვალისწინებით, უნდა დამზადდეს მტკიცე მასალისაგან. 2. ბარათი დამზადებული უნდა იყოს 100%-იანი პოლიკარბონატისგან, რომელზეც შესაძლებელი იქნება ლაზერული გრავირების ტექნოლოგიის გამოყენება მათი პერსონალიზაციის მიზნებისთვის და  რომლის გამძლეობა იქნება არანაკლებ 10 წელი. 3. ბარათზე ინფორმაცია დატანილ უნდა იქნეს მაღალი გარჩევადობის ლაზერული გრავირების მეთოდით. 4. ბარათი  უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს და შეესაბამება ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნებს. 5. ბარათის გრაფიკული დიზაინი მკაცრად უნდა ეფუძნებოდეს ILO C185 კონვენციის მოთხოვნების TD-1 ფორმატს.  6. პირველი დონის შემოწმების დროს სპეციალური მოწყობილობების გამოყენების გარეშე ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს პერსონალიზებული ბარათისა და მონაცემთა გვერდზე არსებული, დოკუმენტის მფლობელის ფოტოსურათებზე პერსონალიზაციის აღჭურვილობის მეშვეობით განხორციელებული მანიპულაციები, დოკუმენტის ნებისმიერი ფენის მოძრობა ან შეცვლა ან გადატანა სხვა დოკუმენტზე, ან მასზე დამატება, მაგალითად, თხელი ფენის გადაკვრით, ან თავდაპირველი შემცველობის ნებისმიერი სხვა ცვლილება. 7. უნდა იყოს შესაძლებელი დოკუმენტის მფლობელის მეორადი ფოტოს (ფანტომური) ბეჭდვა პერსონალიზაციის პროცესში ბარათის წინა მხარეს. გარდა სტანდარტული უსაფრთხო ბეჭდვისა ფანტომური სურათი უნდა იყოს დაცული სულ მცირე პირველი დონის 1 (ერთი) დამცავი ნიშნით. 8. ბარათის გვერდის სტრუქტურა და პერსონალიზაციის ტექნოლოგია უნდა უზრუნველყოფდეს პერსონალიზაციის პროცესის განმავლობაში ბარათისა და მონაცემთა გვერდის სხვადასხვა შრეზე ზემოქმედებას (კარბონიზებას) სხვადასხვა სიღრმით. დაუშვებელია ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება, რომელთა დროსაც პერსონალიზდება მხოლოდ ზედა შრე ან პერსონალიზაციის პროცესის შემდეგ მოწმობა ან მონაცემთა გვერდი იფარება ზედაპირული ფენით. 9. ბარათის  დამზადების პროცესში პოლიკარბონატის ფენების შეერთება (ლამინირება) ხორციელდება მხოლოდ მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამოყენებით (დაუშვებელია სხვა დამატებითი ასაკინძი ელემენტების გამოყენება). ტექნოლოგიურ პროცესში დასაშვებია მხოლოდ ამ მიზნისათვის შესაფერისი აღჭურვილობისა და ნედლეულის გამოყენება. 10. ბარათის  სტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის გამძლეობასა და ელექტრონული კომპონენტის დაცულობას მთლიანი სავარაუდო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (10 (ათი) წელი პერსონალიზაციის დღიდან), მდგრადობას ფიზიკური და ქიმიური დეკომპოზიციისა და ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად ინტეგრირებული დამცავი ნიშნების განმეორებითი გამოყენების მიმართ. 11. ბარათებს უნდა გააჩნდეს სერიული ნომრები. დოკუმენტის სერიული  ნომერი დატანილი უნდა იყოს ბარათის ბლანკის წინა მხარეს, მისი დამზადების პროცესში. 12. დოკუმენტის სტრუქტურა უნდა იძლეოდეს პოზიტიური რელიეფის მიღების საშუალებას ლაზერული გრავირების ელემენტებისათვის. რელიეფური ლაზერული გრავირება განიხილება  ბარათის წინა მხარისთვის. 13. ბარათს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 (სამი), ინტეგრირებული ოპტიკურად ცვლადი ელემენტი, მათ შორის: ა) მინიმუმ 1 (ერთი) დიფრაქციული ოპტიკურად ცვლადი გამოსახულების გარდამქმნელი (Diffractive optically variable image device - DOVID), რომელიც შეიცავს პირველი, მე-2 და მე-3 დონის დამცავ ნიშნებს და არ მდებარეობს მოწმობის ან მონაცემთა გვერდის ზედა ფენაზე, მაგრამ იცავს დოკუმენტის მფლობელის პირველად ფოტოსურათს; ბ) მინიმუმ 1 (ერთი) ელემენტი დაბეჭდილია ოპტიკურად ცვლადი მელნით (optically variable ink - OVI); გ) ბარათის  ბლანკის  ფონი უნდა დაიბეჭდოს ოფსეტური ტექნოლოგიით და უნდა შეიცავდეს, მინიმუმ, შემდეგ ელემენტებს: გ.ა) პოზიტიური და ნეგატიური მრავალფერიანი გილიოში ან სხვა წვრილი ხაზები, რაც უფრო გაართულებს ორიგინალი ფოტოსურათის იმიტირებასა და რეპროდუქცირებას; გ.ბ) ცისარტყელასებრი ბეჭდვა, მინიმუმ, ორი ფერით (A-B-A); გ.გ) ასლების გადაღებისა და სკანირების საწინააღმდეგო დამცავი ნიშან(ებ)ი; გ.დ) პოზიტიური და ნეგატიური მიკრო-ბეჭდვა. 14. ბარათის  მონაცემთა გვერდის ბლანკის ფონზე (წინა და უკანა მხარეს) დატანილი უნდა იყოს ულტრაიისფერი სპექტრში ფლუორესცენტული ნაბეჭდი, რომელიც უხილავია დღის შუქზე (და კონტრასტულია ნეიტრალური ულტრაიისფერი ნათების მიმართ). 15. ბარათის მონაცემთა გვერდის ფონი ასევე უნდა შეიცავდეს ელემენტებს, რომელთა შემოწმებაც შესაძლებელი იქნება ინფრაწითელი ნათებით („ინფრაწითელ ნათებაში გაუჩინარება“), რომელიც შეესაბამება ICAO-ს მითითებებს ოპტიკურად მანქანაკითხვადი ელემენტების გამოყენების შესახებ. 16. ბარათის ბლანკის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ ძალიან რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგ., ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს. 17. ბარათის სტრუქტურა მდგრადი უნდა იყოს სრული ან ნაწილობრივი ფიზიკური და ქიმიური განშრევების მიმართ, რათა მანიპულაციების შემთხვევაში დარჩეს გაყალბების ხილული ნიშნები, რომელთა აღმოჩენაც შესაძლებელი იქნება პირველი დონის შემოწმებისას. მუხლი 4🔗. მეზღვაურის ფოტო სურათი და ბიომეტრიული მონაცემები 1. დოკუმენტის მფლობელის ძირითადი ფოტოსურათი უნდა იყოს შავ-თეთრი. საბაზო ზომა უნდა ჩაითვალოს: სიმაღლე 40 (ორმოცი) მმ და სიგანე 30 (ოცდაათი) მმ. 2.  ბარათზე წვდომის 6-ციფრიანი ნომერი (CAN) უნდა  დაიტანებოდეს მოწმობის წინა მხარეზე, ICAO-ს სტანდარტის შესაბამისად და უნდა იყოს მხარდაჭერილი EMRTD აპლიკაციით.  3.  სტრუქტურას არ უნდა დაემატოს ზედა ფენა ან წებო, კერძოდ ზედა ფენა არ უნდა დაიტანებოდეს დოკუმენტის გრაფიკული პერსონალიზაციის შემდგომ. 4. მეზღვაურის ფოტოსურათისათვის ადგილი გათვალისწინებული უნდა იყოს ბარათის  წინა  გვერდის მარცხენა მხარეს. მუხლი 5🔗. ბარათის ბეჭდვა და ჩანაწერები 1. ბარათი უნდა დაიბეჭდოს სტამბური წესით. ჩანაწერები უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ბარათში თარიღი უნდა ჩაიწეროს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი/თვე/წელი. 2. ბარათის პირველ გვერდზე – „მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები“ უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს: ა) საქართველო/Georgia და ასევე განთავსებული უნდა იყოს საქართველოს მცირე გერბის გამოსახულება ერთ ფერში; ბ) სახელი/Name; გ) გვარი/Surname; დ) სქესი/Sex; ე) დაბადების თარიღი/Date of birth; ვ)  განსაკუთრებული ფიზიკური ნიშანი/Identifying Characteristics; ზ) ბარათი №SID N; თ) მოქალაქეობა/Nationality; ი) დაბადების ადგილი/Place of birth; კ) მოქმედების ვადა/Date of Expiry; ლ) გაცემის თარიღი/Date of Issue; მ) გაცემის ადგილი/Place of Issue; ნ) მფლობელის ხელმოწერა/Holder’s Signature; 3. ბარათის მეორე გვერდზე უნდა იყოს ჩანაწერი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეს დოკუმენტი წარმოადგენს მეზღვაურთა პირადობის მოწმობას, რომელიც გაცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეზღვაურთა პირადობის მოწმობების 2003 წლის კონვენციის შესაბამისად (შესწორებული რედაქციით). მეზღვაურის წიგნაკი არის ცალკე დოკუმენტი და არ ცვლის მოქალაქის პასპორტს“/„This document is a seafarers' identity document for the purpose of the Seafarers' Identity Documents Convention (Revised), 2003, of the International Labour Organization. This document is a stand-alone document and not a passport.“. 4. ბარათის მეორე გვერდზე ასევე დაიტანება ბარათის გამცემი ორგანოს  სახელწოდება, ტელეფონის ნომერი, ვებ- გვერდი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,  ლოგო და ჰორიზონტალური ბეჭდვით სიტყვები „საქართველო, Georgia”. 5. ბარათის გვერდებზე დაიტანება საზღვაო თემატიკის შემცველი გამოსახულებები. 6. ბარათის ჩიპზე შეტანილი მონაცემები უნდა იყოს კოდირებული და ციფრულად ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. უკონტაქტო ჩიპი უნდა აკმაყოფილებდეს მონაცემთა ლოგიკური სტრუქტურის (LDS)  ყველა მოთხოვნას, რომელიც შეესაბამება ICAO DOC 9303 ნაწილი 10 : ა) LSD-ის მონაცემთა პირველი ჯგუფი: მანქანა-კითხვადი ზონის მონაცემთა დუბლირება; ბ) LSD-ს მონაცემთა მეორე ჯგუფი: უნდა შეიცავდეს მისი მფლობელის პირველად იდენტიფიკატორებს, პირველად იდენტიფიკატორად განისაზღვრება მფლობელის „სახის გამოსახულება (facial image)”. მეზღვაურის სახის გამოსახულება უნდა იყოს სურათის ასლი, მაგრამ შემცირებული 15-20 კილობაიტის ზომამდე.   7. ბარათში მეზღვაურის ფიზიკური მონაცემების შეტანა ხორციელდება მეზღვაურის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული მონაცემების შესაბამისად. მუხლი 6🔗. ზოგადი მოთხოვნები ჩაშენებული მიკროსქემისა და მისი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართ 1. ბარათი უნდა შეიცავდეს ჩაშენებულ  მიკროსქემას ICAO სტანდარტის შესაბამისი ოპერაციული სისტემით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება  უკონტაქტო ინტერფეისით. 2. მიკროსქემის მოდული და ანტენა ინტეგრირებული უნდა იყოს ბარათში ისე, რომ ბარათის ზედა ფენებში არ წარმოიქმნას ნაპრალები დოკუმენტის მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, არ მოახდინოს გავლენა სხვა ინტეგრირებულ დამცავ საშუალებებზე და არ დაზიანდეს ოპტიკური პერსონალიზაციის პროცესში. 3. მიკროსქემა აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი საშუალებებით, არსებული და პოტენციური საფრთხეებისგან დასაცავად. 4. ბარათში გამოსაყენებელი მიკროსქემის მეხსიერების მოცულობა საკმარისი უნდა იყოს, რომ პერსონალიზაციისას შესაძლებელი იყოს მასში სულ მცირე 32 კილობაიტის ზომის მონაცემების, მათ შორის არანაკლებ 20 კილობაიტი ზომის ფოტოსურათის შენახვა. 5. მიკროსქემას უნდა შეეძლოს მონაცემთა გადაცემა 424  კბ/წმ სიჩქარით უკონტაქტო რეჟიმში. 6. eMRTD აპლიკაცია სრულად უნდა შეესაბამებოდეს ICAO 9303 (ელექტრონული მანქანაკითხვადი სამგზავრო დოკუმენტი) მოთხოვნებს. სასურველია მხარდაჭერილი იყოს   SAC, PACE, Chip Authentication, და Passive Authentication უსაფრთხოების მექანიზმები, რომლითაც დაცული იქნება მასში კოდირებული ინფორმაცია. 7. მიკროსქემის ოპერატიული სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს პერსონალიზაციას დაცულ რეჟიმში. 8. ჩაშენებული მიკროსქემისა და მასში ჩატვირთული პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ფუნქციები დოკუმენტირებული უნდა იყოს APDU დონეზე. სააგენტოს უფლება აქვს, აღნიშნული ინფორმაცია, დამატებითი ფინანსური ხარჯის გარეშე გაუზიაროს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. მიმწოდებელს უფლება აქვს, პერსონალიზაციის ბრძანებების სპეციფიკაციების გაზიარებისათვის მოითხოვოს კონფიდენციალურობის შეთანხმების გაფორმება. დანართი №2 წიგნაკის  ბლანკის აღწერა და მასში ჩანაწერების შესრულების წესი მუხლი 1🔗. წიგნაკის  სტრუქტურა და ფიზიკური დამცავი ნიშნები 1. წიგნაკი უნდა შეიცავდეს 32 (ოცდათორმეტი) ქაღალდის გვერდს (შიდა გვერდი) და 1 (ერთი) ორგვერდიან, მრავალშრიან პოლიკარბონატისგან დამზადებულ ჩანართს (მონაცემთა გვერდი). მონაცემთა გვერდს უნდა ჰქონდეს ICAO 9303 სტანდარტით დადგენილი TD-3 ფორმატის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების  ფიზიკური მახასიათებლები. 2. წიგნაკი შედგება შემდეგი ელემენტებისგან:  ა) ყდა; ბ) ყდის შიდა გვერდები (ბოლო გვერდები); გ) შიდა გვერდები;  დ) მონაცემთა გვერდები. 3. წიგნაკი, საზღვაო პირობების გათვალისწინებით, უნდა დამზადდეს გამძლე მასალისაგან. 4. წიგნაკის  ყდა უნდა იყოს ლატექსით გაჟღენთილი ფურცელი, რომელიც დაფარული იქნება 150-170 გრადუსი ტემპერატურის მიმართ გამძლე ნიტროცელულოზით ან აკრილის ფუძეზე დამზადებული მასალა. ყდის სისქე უნდა იყოს 450-დან 500 მიკრონამდე. ყდის შიდა  ზედაპირი უნდა შეესაბამებოდეს ნაოსნობის წიგნაკის  ბოლო გვერდების ხარისხს. ყდის ფერი უნდა იყოს მუქი ლურჯი. 5. წიგნაკის შიდა გვერდების ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მასა შეადგენს არანაკლებ 90 გრამი/კვ მ. (+/- 5%); ბ) უნდა იყოს ულტრაიისფერი სხივებისადმი მგძნობიარე და გააჩნდეს შერჩევითობის პრინციპით განაწილებული ულტრაიისფერ გამოსხივებაზე რეაგირებადი ბოჭკოები,  მინიმუმ 2 ფერში; გ) მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბების შემთხვევაში მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები. 6. ბლანკის 1-ლი და მე-2 გვერდები (მონაცემთა გვერდი) უნდა იყოს დამზადებული 100%-იანი მრავალშრიანი პოლიკარბონატისაგან,  რომლის გამძლეობა იქნება არანაკლებ 10 წელი. 7. წიგნაკს  უნდა ჰქონდეს მონაცემთა გვერდის ჩანაცვლებისგან/შეცვლისგან დაცვის ალტერნატიული საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის ადვილად აღმოჩენას პირველადი დონის შემოწმების დროს. 8. წიგნაკისათვის გათვალისწინებული ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს მეორე გვერდზე (მონაცემთა გვერდი), მაღალი გარჩევადობის ლაზერული გრავირების მეთოდით. 9. მონაცემთა გვერდის დამცავი ნიშნები: ა) მრავალფეროვანი გილიოშური ფონი; ბ) პოზიტიური და ნეგატიური მიკროტექსტი; გ) რელიეფური/ნუმიზმატიკური გამოსახულება; დ) არტსკრინი; ე) ოპტიკურად ცვალებადი მელანი; ვ) 2 ულტრაიისფერი ფერი; ზ) ცისარტყელისებრი ბეჭდვა ორ ფერში (A-B-A); თ) გილიოშური ფონი ფოტოს ადგილზე. 10.  წიგნაკის ქაღალდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს მაინც: ა) 100% ბამბის ქაღალდისაგან; ბ) ბამბის შემცველი ხის მერქნის ქაღალდისაგან. 11.  წიგნაკის შიდა გვერდები უნდა შეიცავდეს დამცავი მექანიზმების კომპლექტს, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სპეციალურად შემუშავებული დიზაინის განუყოფელ ნაწილს და შეესაბამება ესთეტიკური და დაცვის მოთხოვნებს.  ნაოსნობის წიგნაკის  შიდა გვერდების შესაძლო დამცავი ელემენტები უნდა მოიცავდეს: ა) პირველი დონის დაცვის შემდეგ დეტალებს: ა.ა) ქაღალდი: ა.ა.ა) მასზე დატანილი უნდა იყოს ორტონალური ან მულტიტონალური ზოგადი  წყლის ნიშანი. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 1 ფურცელი  (A4 ზომის) შემოთავაზებული ქაღალდის მოწოდება მასზე დასატანი ნიშნების აღწერით; ა.ა.ბ) უნდა დამზადდეს ხაოიანი (Matte)  მასალისგან და გააჩნდეს შერჩევითობის პრინციპით განაწილებული ულტრაიისფერი რეაქტივების ბოჭკოები  მინიმუმ 2 ფერში;   ა.ა.გ) უნდა იყოს მგრძნობიარე პოლარული გამხსნელების, მჟავებისა და ოქსიდანტების მიმართ. გაყალბებისას, ქიმიური ზემოქმედების შემთხვევაში, მასზე უნდა შეიმჩნეოდეს ხილული ლაქები. ა.ბ) ბეჭდვა: ა.ბ.ა) დამცავი ფონის ილუსტრირება შესრულებული უნდა იყოს ორფეროვანი გილიოშური (ტალღისებური თხელი ხაზების) სახით; ა.ბ.ბ) ყველა გვერდზე დატანილი უნდა იყოს მიკროტექსტური წარწერა „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო „Maritime Transport Agency“, რომელიც შეუიარაღებელი თვალით გამოიყურება როგორც უწყვეტი ხაზი; ბ) მე-2 დონის დაცვის შემდეგ დეტალებს: ბ.ა) ბეჭდვა: ელემენტები დატანილი მეტამეტრული საღებავით, რომლის გამოსახულება განიცდის სახეცვლილებას ინფრაწითელ სპექტრში; გ) დანომრვა: გ.ა) ნაოსნობის წიგნაკის ნომერი ლაზერული წესით პერფორირებულია გვერდების ქვედა ან ზედა ნაწილში. ნუმერაცია გადის ნაოსნობის წიგნაკის ყველა გვერდზე, გარდა ყდის პირველი შიდა გვერდისა და პირველი და მე-2 გვერდებისა (მონაცემთა გვერდი); გ.ბ) გვერდების ნუმერაცია უნდა შეადგენდეს დიზაინის განუყოფელ ნაწილს; დ) მელანს: ქაღალდის ფურცლებზე ინფორმაცია დაიტანება ულტრაიისფერი ფლურესენციული ან რეაქტიული მელნით. 12. წიგნაკის  გვერდები აკინძული უნდა იყოს კერვის დაცული ტექნიკით და ულტრაიისფერი სხივებისადმი მგრძნობიარე დამცავი ძაფებით, რომლებიც იცვლიან ფერს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას. მუხლი 2🔗. წიგნაკზე დასატანი ინფორმაცია 1. წიგნაკი უნდა შეიცავდეს 34 (ოცდათოთხმეტი) გვერდს, მათ შორის: ა) 2–3 გვერდებს – მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემებისათვის; ბ) 4–23 გვერდებს – მეზღვაურის შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებისათვის; გ) 24-30 – მეზღვაურის სამედიცინო დათვალიერების შესახებ ინფორმაციისათვის. დ) 31-34 გვერდებს – შენიშვნები – ინფორმაცია, რომლებიც არ იქნა შეტანილი 1-30 გვერდებზე 2. წიგნაკი უნდა დაიბეჭდოს სტამბური წესით. წიგნაკში თარიღი უნდა ჩაიწეროს შემდეგი თანმიმდევრობით – რიცხვი/თვე/წელი. 3. წიგნაკის ყდის პირველ გარე ფურცელზე ოქროსფრად უნდა იყოს გამოსახული საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი, სიტყვები „ნაოსნობის წიგნაკი“, „SEASERVICE BOOK“, „საქართველო“ და  „Georgia“ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ოქროსფერი გამოსახულება დატანილ უნდა იქნეს მაღალი ტემპერატურისა და წნევის ქვეშ და უნდა იყოს რეზისტენტული სითბური ლამინირებისას, ჩვეულებრივი გამოყენებისას და ზემოქმედების დროს. 4. წიგნაკის ყდის შიდა პირველ გვერდზე დაიტანება, სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ლოგო და შემდეგი შინაარსის ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ეს ნაოსნობის წიგნაკი გაცემულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. იგი წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას.“, „“This Sea Service Book is issued by the Georgian Maritime Transport Agency. It is property of Georgia”“. აქვე მიეთითება მეზღვაურის წიგნაკის ბლანკის ნომერი, ასევე ჰორიზონტალური ბეჭდვითი სიტყვები „საქართველო, Georgia”. 5. ყდის შიდა მეორე გვერდზე დაიტანება ნაოსნობის წიგნაკის გამცემი უწყების სახელწოდება, მისამართი ქართულ და ინგლისურ ენებზე, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, და ჰორიზონტალური ბეჭდვით სიტყვები„საქართველო, Georgia”. ყდის მეორე შიდა გვერდზე ასევე,  ქართულ და ინგლისურ ენებზე დატანილია წინადადება “წიგნაკი 34 - გვერდიანია.“, “ This Book contains 34 pages”. გამცემი უწყების, მისი მისამართის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრის, ვებგვერდის მისამართის, და ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ დასატანი მონაცემები შეთანხმდება  სააგენტოსა და მომწოდებელს შორის 6. წიგნაკის შიდა გვერდებზე დაიტანება საზღვაო თემატიკის შემცველი გამოსახულებები. 7. წიგნაკის ნაწილი I – „მეზღვაურის პირადობის დამადასტურებელი მონაცემები“ (გვერდი 2–3) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს: ა) საქართველო/Georgia; ბ) სახელი/Name; გ) გვარი/Surname; დ) პირადი ნომერი/Personal №; ე) მოქალაქეობა/Citizenship; ვ) დაბადების თარიღი/Date of birth; ზ) სქესი/Sex; თ) მეზღვაურის ნომერი/Seafarer’s number ი) მფლობელის ბიომეტრიული ფოტოსურთი/Biometric photography of holder; კ) მფლობელის ხელმოწერა/Signature of holder; ლ) გამცემი ორგანო/Issuing Authority; მ) გაცემის თარიღი/Date of Issue; ნ) მოქმედების ვადა/Expire Date ო) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა/Signature of authorized person; პ) ბ.ა/stamp 8. წიგნაკის ნაწილი II – „მონაცემები მეზღვაურის შრომითი საქმიანობის შესახებ” (გვერდები 4 – 23) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს: ა) გემის სახელი, სრული ტევადობა და ამძრავი მექანიზმის სიმძლავრე, IMO ნომერი, ტიპი, Name of vessel, gross tonnage and propulsion power, IMO number, Type; ბ) გემთმფლობელი/ოპერატორი კომპანია / Shipowner/Operator Company გ) დანიშვნის თარიღი და ადგილი/Date and place of engagement; დ) დათხოვნის თარიღი და ადგილი/Date and place of discharge; ე) თანამდებობა (რანგი)/Position (Rank) ვ) ცურვის რაიონი/Voyage description; ზ) გემის ბეჭედი და კაპიტნის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერა დანიშვნისას და დათხოვნისას/Ship’s stamp and signature of master or acting person on engagement and discharge; 9. წიგნაკის ნაწილი III – სამედიცინო გამოკვლევის დასკვნა (გვერდები 24 -30) უნდა შეიცავდეს შემდეგ ჩანაწერებს: ა) გამოკვლევის თარიღი/Date of examination; ბ) გამოკვლევის ადგილი/Place of examination; გ) დასკვნა/Result; დ) მოწმობის No/ Certificate No; ე) ექიმის ხელმოწერა და ბეჭედი/Signature of doctor and stamp; 10. წიგნაკის ნაწილი IV – შენიშვნები (გვერდები 31-34) უნდა შეიცავდეს იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც არ არის გათვალისწინებული წიგნაკის დანარჩენ ნაწილებში. მუხლი 3🔗.  მეზღვაურის ფოტო სურათი დაბიომეტრიული მონაცემები 1. დოკუმენტის მფლობელის ძირითადი ფოტოსურათი უნდა იყოს შავ-თეთრი. საბაზო ზომა უნდა ჩაითვალოს: სიმაღლე 40 (ორმოცი) მმ და სიგანე 30 (ოცდაათი) მმ; 2. სტრუქტურას არ უნდა დაემატოს ზედა ფენა ან წებო, კერძოდ ზედა ფენა არ უნდა დაიტანებოდეს დოკუმენტის გრაფიკული პერსონალიზაციის შემდგომ; 3. მეზღვაურის ფოტოსურათისათვის ადგილი გათვალისწინებული უნდა იყოს ბარათის  წინა  გვერდის მარცხენა მხარეს. დანართი № 3 ბარათის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული წერილის ტიპური ფორმა                                                20------ ნავსადგურის –––––––––––––––––––– კომპეტენტურ ხელისუფლებას                            (დასახელება) საქართველოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ გამოხატავს თავის პატივისცემას ნავსადგურის–––––––––––––––––––– კომპეტენტური ხელისუფლების                    (ნავსადგურის დასახელება) მიმართ და ადასტურებს, რომ მეზღვაური––––––––––––––––––––––, რომელიც                                                                   (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)  ამჟამად მუშაობს –––––––– დროშის ქვეშ მცურავ გემზე –––––––––––––               (სახელმწიფოს დასახელება)                            (გემის სახელწოდება) ––––––––––––––––––––– თანამდებობაზე, ბარათის მოქმედების  (თანამდებობა გემზე) ვადა გაუგრძელდა ––––––––––––––––მდე, ნავსადგურ ––––––––––––––––––––                            (რიცხვი, თვე, წელი)                          (ნავსადგურის დასახელება) შესვლამდე, მეზღვაურის შეცვლის შეუძლებლობის გამო არსებულ რეისში. აღნიშნული მეზღვაურის ჩანაცვლება სხვა მეზღვაურით უნდა მოხდეს მოცემულ ნავსადგურში. უფლებამოსილი თანამდებობის პირის  სახელი, გვარი,  ხელმოწერა The form of Seaman's Book validity Continuation letter (Model Letter)                                                                                                                                           200------                                             To the –––––––––––––––––––– Port Competent Authorities                                                                    (Port name)      The LEPL „Maritime Transport Agency“ expresse s his respect for the competent authorities of the ––––––––port and confirms, that the seaman ––––––––––––––––– who is currently working on a (Port name)                                                 (Full name, date of birth) ship ––––––––––––– sailing under the –––––––––––– flag, for the position ––––––––––––––––––––– ,           (Ship name)                                       (State name)                          (Position on the ship) Seaman's book is prolonged to ––––––––––––––––, unti lentrance the ––––––––––––––––––––Port                                                  (Day, month, year)                                         (Port name) because of the impossibility of changing of seaman. The seaman will be replaced by another seaman in the port. Authorized official  First Name, Last Name,  Signature