ხაშურში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის წმინდა ნინოს ქუჩის IV ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 18.01.2021
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016004
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2021
matsne.gov.ge 271 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შაუმიანში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 07.03.2023 ხობის მუნიციპალიტეტის ხობის ადმინისტრაციულ ერთეულის (ქალაქი ხობი) ტერიტორიაზე არსებული ქუჩებისთვის სახელის გადარქმევისა და უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 28.05.2020 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჯვარცხმის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისთვის გოჩა უნგიაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 28.03.2023 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მდებარე უსახელო ქუჩისთვის ქართველი მწერლის და საზოგარო მოღვაწის რაფიელ ერისთავის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 07.09.2022 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ რუხში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 05.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის წმინდა ნინოს ქუჩის IV ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო  განკარგულება №1  2021 წლის 18 იანვარი ხაშური ხაშურში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის წმინდა ნინოს ქუჩის IV ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვების საფუძველზე, რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა ხაშურში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის წმინდა ნინოს ქუჩის IV ჩიხის სახელის მინიჭების თაობაზე. მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, კანონით დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უსახელო გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელის მინიჭება. ზემოხსენებული უსახელო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. ქალაქ ხაშურში წმინდა ნინოს ქუჩის მიმდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს (მდებარეს: ხაშურში, „შინდარის“ დასახლებაში, დასავლეთით ესაზღვრება სარაჯიშვილის ქუჩა, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან – მოსახლეობა, ჩიხის კოორდინატებია: X-382229 Y-4651481, X-382520 Y-4651229) მიენიჭოს წმინდა ნინოს ქუჩის IV ჩიხის სახელი. 2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას; 3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 4. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 5. ძალაში შევიდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge გამოქვეყნებისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).  საკრებულოს თავმჯდომარე                                          მიხეილ ჯანაშვილი