„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის №97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №234 |
|
2021 წლის 8 თებერვალი ქ. რუსთავი |
1.1 წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ჭირისუფლის მიერ სასაფლაოების მმართველი ორგანიზაციისთვის მიმართვის შემდეგ გაიცემა საფლავი შემდეგი საფასურის გადახდის შემთხვევაში:
ა) ერთადგილიანი – 50 ლარი;
ბ) ორადგილიანი – 100 ლარი;
გ) სამადგილიანი – 200 ლარი;
დ) ოთხადგილიანი – 300 ლარი;
ე) ერთი ადგილის მომატება – 150 ლარი;
ვ) სამარხზე მომსახურება (მიწის გათხრის სამუშაოები) – 120 ლარი.“
1.2 წესის მე-4 მუხლს დაემატოს 21 და 22 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21.ათზე მეტ ადგილიანი საფლავის შეძენის სურვილის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ორგანიზაცია მომართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას შეთანხმების მიზნით.“
„22. მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სარიტუალო მომსახურების შეღავათით სარგებლობა შესაძლებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №85 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „სარიტუალო მომსახურებები“ (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესის“ შესაბამისად.“.
|