განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
- მოქმედი 89%
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №57 |
|
2021 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი |
|
📎 დანართები (1)
57 dan.docx ⬇
დანართი №1
განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების
მიზნობრივი გამოყენების ზოგადი მოთხოვნები
1. განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვები ბაზარზე უნდა განთავსდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეტანილია ამ წესის დანართით №2 „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხაში“ და მისი მიზნობრივი გამოყენება აკმაყოფილებს ამავე დანართით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.
2. განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მე-4-მე-10 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები.
3. განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების შესაბამისობის კონტროლს ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.
4. თუ ამ წესის დანართი №2-ის „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის“ მე-2 სვეტში კვებითი (ნუტრიციული) მახასიათებლების ერთზე მეტი ჯგუფია მითითებული აღნიშვნით „და/ან“ ერთი და იმავე კვებითი დანიშნულებისათვის, მწარმოებელს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს ერთ-ერთი ან ორივე ჯგუფის ძირითადი კვებითი (ნუტრიციული) მახასიათებლები, რათა მიაღწიოს „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის“ პირველ სვეტში განმარტებულ განსაკუთრებულ კვებით დანიშნულებას. თითოეული ვარიანტისთვის ეტიკეტირების შესაბამისი დეკლარაცია მოცემულია „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის“ მე-4 სვეტში.
5, თუ „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის“ მე-2 ან მე-4 სვეტში დანამატების ჯგუფია აღნიშნული, გამოყენებული დანამატები ავტორიზებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით ძირითადი კვებითი (ნუტრიციული) მახასიათებლების შესაბამისად.
6. თუ ინგრედიენტების წყარო ან ნებისმიერი ანალიტიკური კომპონენტები მოთხოვნილია „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის“ მე-4 სვეტში, მწარმოებელმა უნდა განახორციელოს ზუსტი დეკლარაცია (მაგ., ინგრედიენტების კონკრეტული დასახელება, ცხოველთა სახეობები ან ცხოველის ნაწილი), რათა შესაძლებელი იყოს ცხოველის საკვების შესაბამისობის შეფასება ძირითად კვებით (ნუტრიციულ) მახასიათებლებთან.
7. თუ „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის“ მე-4 სვეტში მოთხოვნილია ნივთიერების (სუბსტანციის) დეკლარაცია, რომელიც აგრეთვე ავტორიზებულია, როგორც დანამატი და მის გასწვრივ აღნიშნულია სიტყვა ,,საერთო“, დეკლარირებული შემადგენლობა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიუთითებდეს, ბუნებრივად არსებულ რაოდენობას, როდესაც არაფერია დამატებული, ან ნივთიერების (სუბსტანციის) საერთო შემცველობას, რომელიც არსებობს ბუნებრივად და აქვს დამატებული ნივთიერება (სუბსტანცია), როგორც დანამატი.
8. „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის“ მე-4 სვეტში მოთხოვნილი დეკლარაციები მითითებით „თუ დამატებულია“, სავალდებულოა, სადაც ინგრედიენტი ან დანამატი კომბინირებულია (შერეულია) ან სპეციალურად გაზრდილია, განსაკუთრებული კვებითი მიზნების მისაღწევად.
9. „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის“ მე-4 სვეტით განსაზღვრული შესაბამისი დეკლარაციები, რომელიც ეხება ანალიტიკურ კომპონენტებს და დანამატებს, უნდა იყოს რაოდენობრივი.
10. „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის“ მე-5 სვეტით განსაზღვრული გამოყენების რეკომენდებული პერიოდი მიუთითებს დიაპაზონს, რომლის ფარგლებშიც, ჩვეულებრივ, მიღწეულ უნდა იქნეს კვებითი დანიშნულება. მწარმოებლებს შეუძლიათ მიუთითონ გამოყენების უფრო ზუსტი პერიოდი, ფიქსირებული ლიმიტებით.
11. თუ ცხოველის საკვები განკუთვნილია ერთზე მეტი განსაკუთრებული კვებითი დანიშნულებისათვის, უნდა შეესაბამებოდეს „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების მიზნობრივი გამოყენების ნუსხის“ შესაბამის მოთხოვნებს.
12. განსაკუთრებული კვებითი დანიშნულებისათვის განკუთვნილი დამატებითი საკვების შემთხვევაში დღიური რაციონის ბალანსის შესახებ მონაცემები უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე, გამოყენების ინსტრუქციაში.
13. ცხოველის საკვები, რომელიც განკუთვნილია განსაკუთრებული კვებითი დანიშნულებისათვის და განთავსებულია ბაზარზე გრანულირებული ფორმით (bolus) (ცხოველის საკვების მასალის ან დამატებითი საკვების სახით, რომელიც განკუთვნილია ინდივიდუალური ორალური იძულებითი კვებისათვის), ცხოველის საკვების ეტიკეტზე, საჭიროების შემთხვევაში, მითითებული უნდა იქნეს გრანულის უწყვეტი გამოყოფის პერიოდი და თითოეული იმ დანამატის დღიური გამოყოფის მაჩვენებელი, რომლისთვისაც მაქსიმალური შემცველობა სრულყოფილ (დაბალანსებულ) საკვებში ფიქსირებულია. სააგენტოს მოთხოვნით, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორმა, რომელიც ბაზარზე განათავსებს გრანულირებულ საკვებს, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ დანამატების დღიური მოხმარება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, საჭიროების შემთხვევაში, არ აღემატება ყოველ კგ სრულყოფილ (დაბალანსებულ) საკვებში დანამატისთვის დადგენილ მაქსიმალურ შემცველობას, მთელი კვების პერიოდში (ნელი გამოყოფის ეფექტი). რეკომენდებულია გრანულირებული საკვები დაინიშნოს ვეტერინარის ან სხვა კომპეტენტური პირის მიერ.
დანართი №2
განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვების
მიზნობრივი გამოყენების ნუსხა
| განსაკუთრებული კვებითი დანიშნულება | ძირითადი კვებითი (ნუტრიციული) მახასიათებლები | ცხოველის სახეობა ან კატეგორია | დეკლარაციების ეტიკეტირება | რეკომენდებული ხანგრძლივობა | სხვა მოთხოვნები |
|---|---|---|---|---|---|
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) |
| თირკმელის ფუნქციის ხელშეწყობა თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს (1) | მაღალი ხარისხის პროტეინები და ფოსფორის შეზღუდული რაოდენობა, არაუმეტეს 5გ/კგ-სა, სრულყოფილი (დაბალანსებული) შინაური ბინადარი ცხოველის საკვები, სინესტის 12%-იანი შემცველობით და ნედლი პროტეინი, არაუმეტეს 220 გ/კგ-სა, სრულყოფილი (დაბალანსებული) შინაური ბინადარი ცხოველის საკვები, სინესტის 12%-იანი შემცველობით, ან |
ძაღლი | - პროტეინის წყარო (ები)
|
საწყის ეტაპზე 6 თვემდე(2) |
,,წყალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს“. |
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) |
| ლანთანის კარბონატის ოქტაჰიდრატის შერევით ფოსფორის შემცირებული აბსორბცია, | ზრდასრული ძაღლი |
|
საწყის ეტაპზე 6 თვემდე(2) |
,,წყალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს“. |
|
| მაღალი ხარისხის პროტეინები და ფოსფორის შეზღუდული რაოდენობა, არაუმეტეს 6,2 გ/კგ-სა, სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები, სინესტის 12%-იანი შემცველობით და ნედლი პროტეინი, არაუმეტეს 320 გ/კგ-სა, სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები, სინესტის 12%-იანი შემცველობით, ან | კატა |
|
საწყის ეტაპზე 6 თვემდე(2) |
,,წყალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს“. |
|
| ლანთანის კარბონატის ოქტჰიდრატის შერევით ფოსფორის შემცირებული აბსორბცია | ზრდასრული კატა |
|
საწყის ეტაპზე 6 თვემდე(2) |
|
|
| სტროვიტების დაშლა (3) | შარდის მჟავიანობის მახასიათებლები, მაგნიუმის დაბალი შემცველობა და პროტეინის შეზღუდული შემცველობა, მაგრამ მაღალი ხარისხის | ძაღლი |
|
5- დან 12 კვირამდე | მიუთითეთ გამოყენების ინსტრუქციაში: ,,წყალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს“. მიუთითეთ შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე: „გამოყენებამდე რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა“ |
| შარდის მჟავიანობის მახასიათებლები და მაგნიუმის დაბალი შემცველობა | კატა |
|
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
|---|---|---|---|---|---|---|
| სტროვიტების შემცირების რეციდივი(3) | შარდის მჟავიანობის მახასიათებლები და მაგნიუმის საშუალო შემცველობა | ძაღლი და კატა |
|
6 თვემდე | მიუთითეთ შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე: „გამოყენებამდე რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა.“ | |
| ურატების ფორმაციის (წარმოქმნის) შემცირება | პურინების დაბალი შემცველობა, პროტეინების დაბალი შემცველობა, მაგრამ მაღალი ხარისხის | ძაღლი და კატა | პროტეინის წყარო (ები) | 6 თვემდე, მაგრამ შარდმჟავას მეტაბოლიზმის შეუქცევადი დარღვევისას უვადოდ გამოყენება | მიუთითეთ შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე: „გამოყენებამდე რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა.“ | |
| ოქსალატების ფორმაციის (წარმოქმნის) შემცირება | კალციუმის დაბალი შემცველობა, ვიტამინ D-ს დაბალი შემცველობა, და შარდის ტუტე მახასიათებლები | ძაღლი და კატა |
|
6 თვემდე | მიუთითეთ შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე: „გამოყენებამდე რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა.“ | |
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
ცისტინურების ფორმაციის (წარმოქმნის) შემცირება |
პროტეინის დაბალი შემცველობა, გოგირდის ამინომჟავების საშუალო შემცველობა და შარდის ტუტე მახასიათებლები | ძაღლი და კატა |
|
საწყის ეტაპზე 1 წლამდე | მიუთითეთ შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე: ,,რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა გამოყენებამდე და გამოყენების პერიოდის გახანგრძლივებისას“ | |
| ინგრედიენტებისა და ნუტრიენტების (საკვები ნივთიერებების) აუტანლობის შემცირება (4) |
|
ძაღლი და კატა |
|
3- დან 8- კვირამდე: თუ გაქრა აუტანლობის ნიშნები ამ საკვების გამოყენება დასაშვებია განუსაზღვრელი ვადით | ||
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
| მწვავე ნაწლავური აბსორბციული დარღვევის შემცირება | ელექტროლიტების გაზრდილი შემცველობა და ადვილად მონელებადი ინგრედიენტები | ძაღლი და კატა |
|
1-დან 2 კვირამდე | მიუთითეთ შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე:
|
|
| დარღვეული საჭმლის მომნელებელი სისტემის აღდგენა (5) | ადვილად მონელებადი ინგრედიენტები და ცხიმის დაბალი შემცველობა | ძაღლი და კატა | ადვილად მონელებადი ინრედიენტები, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, მათით მკურნალობა | 3-დან 12 კვირამდე, მაგრამ მწვავე პანკრეატული უკმარისობის შემთხვევაში მუდმივად | მიუთითეთ შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე: „გამოყენებამდე რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა.“ | |
| გულის ფუნქციის ხელშეწყობა ქრონიკული კარდიული უკმარისობის დროს | ნატრიუმის შეზღუდული რაოდენობა, არაუმეტს 2,6 გ/კგ-სა, სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები 12%-იანი სინესტით | ძაღლი და კატა |
|
საწყის ეტაპზე 6 თვემდე |
(დაბალანსებული) საკვები.
|
|
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
| გლუკოზის მიწოდების რეგულირება (შაქრიანი დიაბეტი) | გლუკოზის სწრაფად გამათავისუფლებელი ნახშირწყლების დაბალი შემცველობა | ძაღლი და კატა |
მჟავების შემადგენლობა (თუ დამატებულია)
ჯაჭვის მქონე ცხიმოვანი მჟავების წყარო (ები) (თუ დამატებულია) |
საწყის ეტაპზე 6 თვემდე |
|
|
| ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის დროს ღვიძლის ფუნქციის ხელშეწყობა |
|
ძაღლი კატა |
|
საწყის ეტაპზე 6 თვემდე | მიუთითეთ შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე აღნიშვნა: „რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა გამოყენებამდე და გამოყენების პერიოდის გახანგრძლივებისას“ მიუთითეთ გამოყენების ინსტრუქციაში: ,,წყალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს“ |
|
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
| ჰიპერგლიკემიის დროს ლიპიდების მეტაბოლიზმის რეგულირება | ცხიმის დაბალი შემცველობა და უჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა | ძაღლი და კატა |
|
საწყის ეტაპზე 2 თვემდე | მიუთითეთ შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე : „რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა გამოყენებამდე და გამოყენების პერიოდის გახანგრძლივებისას“ | |
| ჰიპერთირეოზის დროს იოდის შემცველობის შემცირება ცხოველის საკვებში | იოდის შემცველობის შეზღუდვა: არაუმეტეს 0,26 მგ/კგ სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები 12%-იანი სინესტით | კატა | იოდის საერთო შემცველობა | საწყის ეტაპზე 3 თვემდე | - ცხოველის საკვები ბაზარზე უნდა განთავსდეს, როგორც სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები - ეტიკეტზე მიუთითეთ: „რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა გამოყენებამდე და გამოყენების პერიოდის გახანგრძლივებისას“ |
|
| სპილენძის შემცირება ღვიძლში | სპილენძის შეზღუდული ოდენობა: არაუმეტეს 8,8მგ/კგ სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები 12%-იანი სინესტით | ძაღლი | სპილენძის საერთო შემცველობა | საწყის ეტაპზე 6 თვემდე | - ცხოველის საკვები ბაზარზე უნდა განთავსდეს, როგორც სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვები - ეტიკეტზე მიუთითეთ: „რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა გამოყენებამდე და გამოყენების პერიოდის გახანგრძლივებისას“ |
|
| ჭარბი წონის შემცირება | დაბალი კალორიულობა | ძაღლი და კატა | ენერგეტიკული ღირებულება | სხეულის სამიზნე ნიშნულის წონის მიღწევამდე | გამოყენების ინსტრუქციაში რეკომენდებული უნდა იქნეს დღიური დოზა | |
| (1) | (2) | (3) |
|
(5) | (6) | |
| ნუტრიციული აღდგენა , გამოჯანმრთელება (6) | მაღალი კალორიულობა, აუცილებელი (სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი) ნუტრიენტების (ძირითადი საკვები ნივთიერებების) მაღალი კონცენტრაცია და ადვილად მონელებადი ინგრედიენტები | ძაღლი და კატა |
|
გამოჯანმრთელების მიღწევამდე | მილის მეშვეობით, სპეციალური კვების შემთხვევაში, ეტიკეტზე მიეთითება: ,, ინიშნება ვეტერინარის მეთვალყურეობით“ | |
| დამატებითი საკვები შესაძლებელია შეიცავდეს Enterococcus faecium DSM 10663/NCIMB 10415 -ს 100 ჯერ უფრო მაღალი კონცენტრაციით შესაბამის სრულყოფილ (დაბალანსებულ) საკვებში არსებულ ფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. | ძაღლი | Enterococcus faecium DSM 10663/NCIMB 10415, დამატებული რაოდენობის ჩათვლით | 10- 15 დღე |
|
||
| კანის ფუნქციის დახმარება დერმატიტის დროს და თმის მასობრივი ცვენისას | უჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობა | ძაღლი და კატა | უჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველობა | 2 თვემდე | მიუთითეთ შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე: „გამოყენებამდე რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა.“ | |
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
| სახსრების მეტაბოლიზმის ხელშეწყობა ოსტეოართრიტის დროს | ძაღლი: ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების საერთო შემცველობაში მშრალი ნივთიერების მინიმალური შემცველობა 3,3% და ეკოცეპენტაგენური მჟავაში მშრალი ნივთიერების მინიმალური შემცველობა (EPA) 0,38%. ვიტამინ E-ს შესაბამისი შემცველობა. კატა: ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების საერთო შემცველობაში მშრალი ნივთიერების მინიმალური შემცველობა 1,2% და დოქოჰესეენენოინის მჟავაში (DHA) მშრალი ნივთიერების მინიმალური შემცველობა 0,28 %. მეთიონინის და მანგანუმის გაზრდილი შემცველობა ვიტამინ E-ს შესაბამისი შემცველობა |
ძაღლი და კატა | ძაღლი:
კატა:
|
საწყის ეტაპზე 3 თვემდე | რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა გამოყენებამდე და გამოყენების პერიოდის გახანგრძლივებისას | |
| ჰიპოკალციემიის (რძის ცხელების) შემცირების რისკი |
|
მეწველი ძროხა |
|
1-დან 4 კვირით ადრე მოგებამდე 1-დან 4 კვირით ადრე მოგებამდე |
გამოყენების ინსტრუქციაში მიუთითეთ: ,,მოგების შემდეგ შეწყვიტეთ კვება“ გამოყენების ინსტრუქციაში მიუთითეთ: ,,მოგების შემდეგ შეწყვიტეთ კვება“ |
|
ან
|
სინთეზური ნატრიუმის ალუმინსილიკატის შემადგენლობა | 2 კვირით ადრე მოგებამდე | გამყენების ინსტრუქციაში მიუთითეთ:
|
|||
ან კალციუმის მაღალი შემცველობა ადვილად ათვისებადი კალციუმის მარილების ფორმით |
კალციუმის საერთო შემცველობა, წყარო და კალციუმის შესაბამისი რაოდენობა | იწყება მშობიარობის პირველი ნიშნებიდანვე და გრძელდება მშობიარობიდან 2 დღე | მიუთითეთ შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე:
|
|||
| კეტოზის რისკის შემცირება (7) (8) | გლუკოზირებული ენერგიის წყაროების წარმომქმნელი ინგრედიენტები | მეწველი ძროხა და ცხვარი |
|
3-დან 6 კვირამდე მოგების შემდგ (9) ბოლო 6 კვირა მანამდე და პირველი 3 კვირა ბატკნის მოგების შემდეგ (10) |
||
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
| ტეტანიის (ჰიპომაგნიემია) შემცირების რისკი | მანგანუმის მაღალი შემცველობა, ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები, პროტეინის საშუალო და კალიუმის დაბალი შემცველობა | მცოხნე-ლები |
|
3-დან 10 კვირამდე ბალახის ჩქარი ზრდის პერიოდში | გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული უნდა იქნეს ყოველდღიური რაციონის ბალანსის შესახებ, რაც დაკავშირებულია ბოჭკოვანი და ადვილად ათვისებადი ენერგიის წყაროების ჩართვასთან. ცხვრის საკვების შემთხვევაში შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე მიუთითეთ: ,,განსაკუთრებით ცხვრისთვის ლაქტაციის პერიოდში“ |
|
| მჟავიანობის (აციდოზის) რისკის შემცირება | ადვილად ფერმენტირებადი ნახშირწყლების დაბალი შემცველობა და მაღალი ბუფერიზაციის მოცულობა | მცოხნელები |
|
არაუმეტეს 2 თვე (11) | გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული უნდა იქნეს ყოველდღიური რაციონის ბალანსის შესახებ, რაც დაკავშირებულია ბოჭკოვანი და ადვილად ათვისებადი ენერგიის წყაროების ჩართვასთან. მეწველი ძროხების დროს შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე მიუთითეთ: ,,განსაკუთრებით მაღალპროდუქტიული ფურისათვის“ სასუქი მცოხნელებისთვის განკუთვნილი ცხოველის საკვების შემთხვევში შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე მიუთითეთ: „ განსაკუთრებით ინტენსიური კვებისათვის“ (12) |
|
მაძოვარი ცხოველების კვალი ელემენტებისა და ან/და ვიტამინებით ხანგრძლივი მომარაგება |
მაღალი შემცველობა
და/ან ვიტამინების, პროვიტამინების და ანალოგიური მოქმედების მქონე მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის ნივთიერებები დამატებითი საკვები შეიძლება შეიცავდეს საკვებ დანამატებს 100- ჯერ უფრო მეტი კონცენტრაციით, შესაბამის სრულყოფილ (დაბალანსებულ) საკვებში არსებულ ფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. |
მცოხნა-ვები ფუნქციური ფაშვით |
|
12 თვემდე | ბურთულის ფორმის ხელსაწყოს გამოყენება ნებადართულია. ბურთულის სიმკვრივის გასაძლიერებლად იგი შეიძლება მოიცავდეს 20%-მდე ინერტულ ბიოარაშეთვისებად რკინას - ცხოველის საკვების ეტიკეტზე მიუთითეთ: - თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა წყაროებიდან მაქსიმალური შემცველობითი დანამატების ერთდროული დამატება ბურთულის შემადგენლობაზე. - გამოყენებამდე რეკომენდებულია ვეტერინარის ან ნუტრიციოლოგის რჩევები: (1) დღიურ რაციონში კვალი ელემენტების ბალანსის შესახებ; (2) ჯოგში კვალი ელემენტების სტატუსის შესახებ - საჭიროების შემთხვევაში, ბურთულა შეიცავს x % ინერტულ რკინას სიმკვრივის გასაზრდელად“ |
|
| დაბადების შემდგომი არასაკმარისი რკინის შეთვისებადობის კომპენსაცია | რკინის ნაერთების მაღალი შემცველობა, რომელიც ავტორიზებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ „ნუტრიციული დანამატების“ კატეგორიის ფუნქციურ ჯგუფში „კვალი ელემენტების ნაერთები“ დამატებითი საკვები შესაძლებელია მოიცავდეს რკინას 100-ჯერ მაღალი კონცენტრაციით, შესაბამის სრულყოფილ (დაბალანსებულ) საკვებში არსებულ ფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. |
ძუძუმ-წოვარი გოჭი და ხბო | რკინის საერთო შემცველობა | დაბადებიდან სამ კვირამდე | საკვების გამოყენების ინსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს, რომ რკინის დასაშვები მაქსიმალური შემცველობა დაცულ იქნეს სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვებისთვის. | |
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
| ჩლიქების, ფეხებისა და კანის რეგენერაციის ხელშეწყობა | თუთიის მაღალი შემცველობა. დამატებითი საკვები შესაძლებელია შეიცავდეს თუთიას100- ჯერ მაღალი კონცენტრაციით, შესაბამის სრულყოფილ (დაბალანსებულ) საკვებში არსებულ ფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. |
ცხენი, მცოხნა-ვები და ღორი |
|
8 კვირამდე | საკვების გამოყენების ინსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს, რომ თუთიის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა დაცული იქნეს სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვებისთვის. | |
| ახურებისა და მათი რეპროდუქციისათვის ხელშეწყობა |
ვიტამინ E-ს შემცველობა ღორებისთვის 53 მგ, ბოცვერებისთვის 35 მგ, ძაღლების, კატებისა და წაულასთვის 88 მგ; ვიტამინ E-ს მინიმალური შემცველობა ერთ ცხოველზე და დღიურად ცხვრისათვის - 100 მგ, მსხვილფეხა საქონლისთვის 300 მგ, ცხენებისთვის 1100 მგ ან
და /ან ვიტამინ D და/ან ცხოველზე ბეტა-კაროტინის მინიმალური შემცველობა 300 მგ, დღეში. დამატებითი საკვები შესაძლებელია შეიცავდეს სელენს, A და D ვიტამინების 100 ჯერ უფრო მაღალი კონცენტრაციით, შესაბამის სრულყოფილ (დაბალანსებულ) საკვებში არსებულ ფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. |
ძუძუმწოვრები | თითოეული დამატებითი კვალი ელემენტებისა და ვიტამინის დასახელება და საერთო შემცველობა. |
|
|
|
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
ან
დამატებითი საკვები შეიძლება შეიცავდეს სელენს, თუთიას, D და A ვიტამინებს 100-ჯერ მაღალი კონცენტრაციით, შესაბამის სრულყოფილ (დაბალანსებულ) საკვებში არსებულ ფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. |
ჩიტები | თითოეული დამატებული კვალი ელემენტისა და ვიტამინის დასახელება და საერთო შემცველობა |
|
|||
| ფიზიოლოგიური მონელების ხელშეწყობისათვის წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის სტაბილიზაცია |
|
ხბო, ღორი, ბატკანი, ციკანი და კვიცი, ჩოჩორი |
|
|
ნატრიუმი: 1,7გ-3,5გ კალიუმი: 0,4გ-2,0გ ქლორიდები: 1გ-2,8გ
|
|
(2) „რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა გამოყენებამდე და გამოყენების პერიოდის გახანგრძლივებისას“ - გამოყენების ინსტრუქციებში მიუთითეთ: (1) მზა პორციისა და რძის რეკომენდებული დღიური დოზა, საჭიროების შემთხვევაში (2) ბიკარბონატების და/ან ციტრატების 40mmol-ზე მეტი შემცველობის შემთხვევაში ერთ ლიტრ საკვებად მზა მომზადებულ პორციაზე(წამალზე): ,,რძით ერთდროული კვება თავიდან უნდა იქნეს აცილებული მაჭიკის პრობლემების მქონე ცხოველებში“ |
||||||
| შარდში კონკრემენტების რისკის შემცირება | ფოსფორის, მანგანუმის და შარდის მჟავიანობის მახასიათებლები | მცოხნავები |
|
6 კვირამდე | შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე მიუთითეთ: ,,სპეციალურად ახალგაზრდა ცხოველების ინტენსიური კვებისთვის“. გამოყენების ინსტრუქციაზე მიეთითება: ,,წყალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს“. |
|
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
| სტრესის რეაქციების შემცირება |
და/ან
|
ღორი |
|
1- 7 დღე | მითითებები უნდა განხორციელდეს იმ სიტუაციის მიხედვით, რომელშიც მიზანშეწონილია ამ საკვების გამოყენება | |
| ფიზიოლოგიური მონელების სტაბილიზაცია | დაბალი ბუფერული მოცულობა და ადვილად მონელებადი ინგრედიენტები | გოჭი |
მოცულობა
|
2- 4 ვირა | ეტიკეტზე მიეთითება: ,,საკვების მონელების დარღვევის რისკის არსებობისას ან გამოჯანსაღების პერიოდში“ |
|
| ადვილად მონელებადი ინგრედიენტები | ღორი |
|
||||
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
დამატებითი საკვები შესაძლებელია შეიცავდეს ფუნქციურ ჯგუფს „ნაწლავის ფლორის სტაბილიზატორები/ მიკროორგანიზმები“ 100-ჯერ უფრო მაღალი კონცენტრაციით შესაბამის სრულყოფილ (დაბალანსებულ) საკვებში არსებულ ფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. |
ცხოველთა სახეობები, რომელთათვისაც ნაწლავის ფლორის სტაბილიზატორი/მიკროორგანიზმები ავტორიზებულია | დასახელება და დამატებული რაოდენობა ნაწლავის ფლორის სტაბილიზატორისა/მიკროორგანიზმებისა | 4 კვირამდე | - საკვების ეტიკეტზე მიუთითეთ: (1) მონელების პრობლემების ან მის გაუმჯობესების პერიოდში რისკის არსებობისას (2)თუ მისაღებია: საკვები შეიცავს ნაწლავის ფლორა სტაბილიზატორი/მიკროორგანიზმების 100-ჯერ უფრო მაღალი კონცენტრაციით შესაბამის სრულყოფილ (დაბალანსებულ) საკვებში არსებულ ფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით.
|
||
| ყაბზობის რისკის შემცირება | ინგრედიენტები, რომლებიც ასტიმულირებენ ნაწლავში გამავლობას | დედა ღორი (ნეზვი) | ინგრედიენტები, რომლებიც ასტიმულირებენ ნაწლავში გამავლობას | მშობიარობიდან 10-დან 14 დღით ადრე და მშობიარობიდან 10-დან 14-დღის შემდეგ | ||
| ცხიმიანი ღვიძლის სინდრომის რისკის შემცირება | დაბალი კალორიულობა და მეტაბოლური ენერგიის მაღალი წილი ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავეების მაღალი შემცველობის ლიპიდებიდან | კვერცხმდებელი ქათმები |
|
12 კვირამდე | ||
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
| მალაბსორბციის კომპენსაცია | ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების დაბალი შემცველობა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების მაღალი შემცველობა | შინაური ფრინველები, გარდა ბატისა და მტრედისა | ნაჯერი ცხიმოვანი მჟავეების პროცენტი ცხიმოვანი მჟავეების საერთო შემცველობაში
|
გამოჩეკიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში | ||
| წვრილი ნაწლავის ფუნქციის ქრონიკული უკმარისობის კომპენსაცია | ადვილად მონელებადი და შეწოვადი ნახშირწყლები, პროტეინები და ცხიმები | კენტჩლიქიანები (14) |
|
საწყის ეტაპზე 6 თვემდე | მითითება უნდა განხორციელდეს იმ სიტუაციის მიხედვით, რომელშიც მიზანშეწონილია ამ საკვების გამოყენება და საკვების მიწოდების ფორმა, მათ შორის მცირე ულუფები დღეში. შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე მიუთითეთ: ,,რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა გამოყენებამდე და გამოყენების პერიოდის გახანგრძლივებისას“. |
|
| მსხვილი ნაწლავის ქრონიკული აშლილობის კომპენსაცია | ადვილად მონელებადი ბოჭკო | კენტჩლიქიანები |
|
საწყის ეტაპზე 6 თვემდე | მითითება უნდა განხორციელდეს იმ სიტუაციის მიხედვით, რომელშიც მიზანშეწონილია ამ საკვების გამოყენება შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე მიუთითეთ: ,,რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა გამოყენებამდე და გამოყენების პერიოდის გახანგრძლივებისას“. |
|
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
| სტრესის რეაქციის შემცირება | ადვილად მონელებადი ინგრედიენტები | კენტჩლიქიანები |
|
ორიდან ოთხ კვირამდე | მითითება უნდა განხორციელდეს იმ ზუსტი სიტუაციის მიხედვით, რომელშიც მიზანშეწონილია ამ საკვების გამოყენება | |
| ძლიერი ოფლდენის შემთხვევებში ელექტროლიტების აღდგენა | უპირატესი ელექტროლიტები და ადვილად შეწოვადი ნახშირწყლები | კენტჩლიქიანები |
|
ერთიდან სამ დღემდე | მითითება უნდა განხორციელდეს იმ სიტუაციის მიხედვით, რომელშიც მიზანშეწონილია ამ საკვების გამოყენება როდესაც საკვები შეესაბამება დღიური რაციონის მნიშვნელოვან ნაწილს, მითითება უნდა განხორციელდეს საკვების ბუნებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების რისკების პრევენციის შესახებ. გამოყენების ინსტრუქციაზე მიუთითეთ: „წყალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს“. |
|
| სპორტული დატვირთვისათვის მომზადებისა და სპორტული დატვირთვის შემდგომი გამოჯანმრთელების ხელშეწყობა | სელენის მაღალი შემცველობა და არანაკლებ 50 გ ვიტამინ E-ს შემცველობა 50გ სრულყოფილი საკვების ერთ კილოზე, 12%-იანი სინესტის შემცველობით დამატებითი საკვები შესაძლებელია შეიცავდეს სელენის ნაერთებს 100-ჯერ უფრო მაღალი კონცენტრაციით, შესაბამის სრულყოფილ (დაბალანსებულ) საკვებში არსებულ ფიქსირებულ მაქსიმუმთან შედარებით. |
ცხენისებრნი | საერთო შემცველობა:
|
8 კვირამდე სპორტულ დატვირთვამდე - 4 კირამდე სპორტული დატვირთვის შემდეგ | გამოყენების ინსტრუქციამ უნდა უზრუნველყოს, რომ სელენის მაქსიმალური დასაშვები შემცველობა დაცულ იქნეს სრულყოფილი (დაბალანსებული) საკვებისთვის | |
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
| კვების (ნუტრიციული) აღდგენა, გამოჯანმრთელება | ადვილად მონელებადი ინგრედიენტებისა და ძირითადი ნუტრიენტების მაღალი კონცენტრაცია | კენტჩლიქიანები |
|
აღდგენის მიღწევამდე | მითითება უნდა განხორციელდეს იმ სიტუაციის მიხედვით, რომელშიც მიზანშეწონილია ამ საკვების გამოყენება. საკვების შემთხვევაში, რომელიც განსაკუთრებით გამოიყენება მილის გამოყენებით კვებისათვის, შეფუთვაზე, ეტიკეტზე ან კონტეინერზე მიუთითეთ: „ინიშნება ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ“ |
|
| ქრონიკული ღვიძლის უკმარისობის დროს ღვიძლის ფუნქციის ხელშეწყობა | პროტეინის დაბალი, მაგრამ მაღალი ხარისხის შემცველობა და ადვილად მონელებადი ნახშირწყლები | კენტჩლიქიანები |
|
საწყის ეტაპზე 6 თვემდე | მითითება უნდა განხორციელდეს საკვების მიწოდების ფორმაზე, მათ შორის ყოველდღიურ მცირე ულუფებად მიღებაზე შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე მიუთითეთ: ,,რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა გამოყენებამდე და გამოყენების პერიოდის გახანგრძლივებისას“. |
|
| (1) | (2) | (3) | (4) | (5) | (6) | |
| თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს თირკმლის ფუნქციის ხელშეწყობა | ფოსფორის დაბალი შემცველობა და პროტეინის დაბალი, მაღალი ხარისხის შემცველობა | კენტჩლიქიანები |
|
საწყის ეტაპზე 6 თვემდე | შეფუთვაზე, კონტეინერზე ან ეტიკეტზე მიუთითეთ: ,,რეკომენდებულია ვეტერინარის რჩევა გამოყენებამდე და გამოყენების პერიოდის გახანგრძლივებისას“. გამოყენების ინსტრუქციაზე მიუთითეთ: ,,წყალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერ დროს“. |
|
(1) საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელმა შესაძლებელია ასევე გასცეს რეკომენდაცია თირკმლის დროებითი უკმარისობის დროს გამოყენებაზე.
(2) თუ ცხოველის საკვები რეკომენდებულია თირკმლის დროებითი უკმარისობის დროს, გამოყენების პერიოდი შესაძლებელია იყოს ორიდან ოთხ კვირამდე.
(3) კატის საკვების შემთხვევაში _ ,,კატის ქვედა საშარდე გზების დაავადება“ ან ,,კატის უროლოგიური სინდრომი “ შეიძლება დაემატოს განსაკუთრებულ კვებით დანიშნულებას.
(4) სურსათის შემცველობა განსაკუთრებული და სპეციფიკური აუტანლობის მითითებისას შეიძლება ჩანაცვლდეს ,,ინგრედიენტი და ნუტრიენტით“.
(5) მწარმოებელმა შეიძლება შეავსოს განსაკუთრებული კვებითი დანიშნულება მითითებით : „პანკრიასის ეგზოკრინული უკმარისობა“.
(6) მწარმოებელმა შეიძლება შეავსოს განსაკუთრებული კვებითი დანიშნულება მითითებით „კატის ღვიძლის ლიპიდოზი“.
(7) ტერმინი „კეტოზი“ შეიძლება ჩანაცვლდეს ტერმინით _ „აცეტონემია“.
(8) მწარმოებელმა შესაძლებელია ასევე გასცეს რეკომენდაცია კეტოზის რეკუპერაციის დროს გამოყენებაზე.
(9) მეწველი ძროხის საკვების შემთხვევაში.
(10) ბატკნის საკვების შემთხვევაში.
(11) მეწველი ძროხის საკვების შემთხვევაში: ,,ლაქტაციის დაწყებიდან არაუმეტეს ორი თვე“
(12) მიუთითეთ მცოხნელების კატეგორია.
(13) გამოითვლება მკაცრი იონმადიფერენცირებელი მეთოდით (SID-Value): SID არის განსხვავება ძლიერი კათიონებისა და ძლიერი ანიონების კონცენტრაციის ჯამს შორის; [SID] = [mmol Na+/l] + [mmol K+/l] + [mmol Ca++/l] + [mmol Mg++/l] – [mmol Cl-/l] – [mmol სხვა ძლიერი ანიონიები/l].
(14) ცხოველის საკვები, რომელიც სპეციალურად მომზადებულია ძალიან ასაკოვანი ცხოველებისთვის განსაკუთრებული მდგომარეობის დასაკმაყოფილებლად (ადვილად მონელებადი ინგრედიენტები), მითითებასთან „ასაკიანი ცხოველები“ ერთად ხორციელდება ცხოველთა სახეობების ან კატეგორიების მინიშნება.