ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, მერაბ კოსტავას III ჩიხის გაგრძელების შესახებ
მიღების თარიღი 29.01.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016592
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკონტეინერო მოსაკრებლის შემოღების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, რომან გვენცაძის ქუჩის გაგრძელების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, მერაბ კოსტავას III ჩიხის გაგრძელების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №41
2021 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთში, მერაბ კოსტავას III ჩიხის გაგრძელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ვაკის რაიონში, წყნეთში, გაგრძელდეს მერაბ კოსტავას III ჩიხი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე