ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-93.93232446
2023 წლის 1 სექტემბერი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით:
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები (არაბული ციფრები), დანართი №1-ისა და თანდართული რუკების შესაბამისად.
ეს განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად(მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში).
განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მისამართი: ქ.გურჯაანი,სანაპიროს ქ.№24.
საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.09.2023.
- როდის იქნა მიღებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე“?
- „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე“ მიღებულია 01.09.2023. მიმღები ორგანო — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №გ-93. 93232446. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.167.016011.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.09.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ დასახლებაში მდებარე ქუჩების სახელდების თაობაზე“, №გ-93. 93232446, 01.09.2023, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.167.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5912388/