ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/37
სარეგისტრაციო კოდი
300280000.22.024.016689
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/37

2021 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ


მუხლი 1
ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გათავისუფლდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამართლებრივ და ფუნქციურ განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან.
მუხლი 2
1. ამ ბრძანების მიზნებისთვის, 100 000-ზე ნაკლები მომხმარებლისთვის მომსახურების გამწევ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ენერგეტიკულ საწარმოდ მიიჩნევა ენერგეტიკული საწარმო, რომელიც აკონტროლებს:

ა)  ერთ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, რომლის ქსელთან მიერთებული მომხმარებლების რაოდენობა 100 000-ზე ნაკლებია;

ბ) ერთზე მეტ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, რომელთა ქსელებთან მიერთებული მომხმარებლების ჯამური რაოდენობა ნაკლებია 100 000-ზე.

2. ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.02.2021.
როდის იქნა მიღებული „ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“?
„ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ მიღებულია 11.02.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/37. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.22.024.016689.
რამდენი მუხლისგან შედგება „ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ვერტიკალურად ინტეგრირებული ენერგეტიკული საწარმოს, რომელიც ემსახურება ქსელთან მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“, №1-1/37, 11.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 300280000.22.024.016689 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5100662/