ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება
(ამონარიდი)
საქართველოს სახელით
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ
საქმე №3/2783-19
2020 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
შუამდგომლობის წარმომდგენელი – ააიპ – უსაფრთხო სივრცე
შუამდგომლობის საგანი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების იმ ნაწილის მოქმედების შეჩერება, რითაც ქალაქ თბილისში, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის ნაწილს მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3.
მოსარჩელე – ააიპ – უსაფრთხო სივრცე
მოპასუხე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მესამე პირები – შპს „მ.მ“; შპს „ანაგი“; შპს „ბი-ბი-ი“, ქონების მართვის სააგენტო, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“, შპს „პსპ ფარმა“, შპს „კონტინენტალი“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ჯემალ ხადური
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ააიპ – უსაფრთხო სივრცის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. შეჩერდეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების მოქმედება ქალაქ თბილისში მდებარე დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის ნაწილზე, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3-ის დადგენის ნაწილში კერძოდ: შეჩერებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4508064?publication=0, ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი – 20/03/2019 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.101.016587, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერებული ნაწილის რეკვიზიტები – „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტი – „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკის (დანართი №1) იმ ნაწილის დამტკიცების ნაწილში, რომლითაც დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე (დავით აღმაშენებლის ხეივანს, გ. ჭოხონელიძის, ლუბლიანას და ს. ახმეტელის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორია) დადგენილია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3.
3. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების სადავო ნაწილის შეჩერების შესახებ წინამდებარე განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდეს იმავე წესით რა წესითაც გამოქვეყნდა მითითებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გამოქვეყნება ხორციელდება ნორმატიული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯით.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარესათვის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისში, გრ. რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) კერძო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია