ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
(ამონარიდი)
საქართველოს სახელით
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების
შეჩერების შესახებ
საქმე №3/2783-19
2021 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
შუამდგომლობის წარმომდგენი – ააიპ – უსაფრთხო სივრცე
შუამდგომლობის საგანი – „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 დეკემბრის №69-130 დადგენილების მოქმედების შეჩერება დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის (დავით აღმაშენებლის ხეივანს, გ. ჭოხონელიძის, ლუბლიანასა და ს. ახმეტელის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორია) ნაწილისთვის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3-ით შეცვლის ნაწილში
მოსარჩელე – ააიპ – უსაფრთხო სივრცე
მოპასუხე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მესამე პირები – შპს „მ.მ“, შპს „ანაგი“, შპს „ბი-ბი-ი“, ქონების მართვის სააგენტო, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“, შპს „პსპ ფარმა“, შპს „კონტინენტალი“, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ჯემალ ხადური
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ააიპ – უსაფრთხო სივრცის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. შეჩერდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 დეკემბრის №69-130 დადგენილების მოქმედება დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის (დავით აღმაშენებლის ხეივანს, გ. ჭოხონელიძის, ლუბლიანას და ს. ახმეტელის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორია) ნაწილისთვის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3-ით შეცვლის ნაწილში, კერძოდ: შეჩერებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 დეკემბრის №69-130 დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდი – https://matsne.gov.ge/ka/document/view/5052055?publication=0, ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი – 16/12/2020წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი – 330090020.35.101.016803, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერებული ნაწილის რეკვიზიტები – პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის (დავით აღმაშენებლის ხეივანს, გ. ჭოხონელიძის, ლუბლიანას და ს. ახმეტელის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორია) ნაწილში „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკისა (დანართი №1) და ამავე დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ა.თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკის (დანართი №1.8) ცვლილების ნაწილში;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 15 დეკემბრის №69-130 დადგენილების სადავო ნაწილის შეჩერების შესახებ წინამდებარე განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდეს იმავე წესით, რა წესითაც გამოქვეყნდა მითითებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. გამოქვეყნება ხორციელდება ნორმატიული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს ხარჯით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) კერძო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია