შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - შპს „ბელაკო გრუპ“ N1056)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 1056
სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპსი“ ს/კ 404483536 

დირექტორი: ნინო არაბიძე

მისამართი: ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23

ელფოსტა: auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის  სახელზე რიცხულ, კრედიტორის  ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: შპს „ბელაკო გრუპ“, პირადი N: 437065989

მოვალე (მსესხებელი): 1. შპს „ბელაკო გრუპ“ 2. შპს „ელმარლი ანდ კომპანი“, პირადი N: 1. 437065989   2. 437062697

 

წარმოდგენილი უძრავი ქონებები აუქციონზე გადის ერთ ლოტად, ვინაიდან, უძრავი ქონება წარმოადგენს ერთ მთლიან შენობას

 

იპოთეკის რეკვიზიტები:

ქონება N1 - არასაცხოვრებელი ფართი, სართული 1, 340.19 კვ.მ. მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე  ქალაქი ოზურგეთი, ქუჩა ნ. რამიშვილი, N 2, ს.კ.26.26.02.127.01.504

იპოთეკის ხელშეკრულება: N1231231844262, რეესტრის ნომერი N171252007, დამოწმების თარიღი 24/10/2017, ნოტარიუსი ირაკლი ტოროტაძე, რეგისტრაციის N892017010701; 25/10/2017

იპოთეკის ხელშეკრულება N1231231844219, რეესტრის ნომერი N171251998, დამოწმების თარიღი 24/10/2017, ნოტარიუსი ირაკლი ტოროტაძე, რეგისტრაციის N892017010703; 25/10/2017

იპოთეკის ხელშეკრულება N 1231232425082, დამოწმების თარიღი 13/08/2018, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რეგისტრაციის N892018709721, 13/08/2018

ქონება N2 - არასაცხოვრებელი ფართი, სართული 2, 317.63 კვ.მ. მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე  ქალაქი ოზურგეთი, ქუჩა ნ. რამიშვილი, N 2, ს.კ.26.26.02.127.01.505;

იპოთეკის ხელშეკრულება: N1231231844262, რეესტრის ნომერი N171252007, დამოწმების თარიღი 24/10/2017, ნოტარიუსი ირაკლი ტოროტაძე, რეგისტრაციის N892017010701; 25/10/2017

იპოთეკის ხელშეკრულება N 1231232425082, დამოწმების თარიღი 13/08/2018, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რეგისტრაციის N892018709721, 13/08/2018

ქონება N3 - არასაცხოვრებელი ფართი, სართული 3, 327.22 კვ.მ. მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე  ქალაქი ოზურგეთი, ქუჩა ნ. რამიშვილი, N 2, ს.კ.26.26.02.127.01.506;

იპოთეკის ხელშეკრულება: N1231231844262, რეესტრის ნომერი N171252007, დამოწმების თარიღი 24/10/2017, ნოტარიუსი ირაკლი ტოროტაძე, რეგისტრაციის N892017010701; 25/10/2017

იპოთეკის ხელშეკრულება N 1231232425082, დამოწმების თარიღი 13/08/2018, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რეგისტრაციის N892018709721, 13/08/2018

ვალდებულების წარმოშობა: შპს ბელაკო გრუპ

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3799165-9270706, 25.10.2017; გენერალური ხელშეკრულება N0004.3799165.002; 18.10.2017

შპს ელმარლი ანდ კომპანი

საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3526353-10032377, 13.08.2018; გენერალური ხელშეკრულება N0004.3526353.001; 16.07.2015

სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: შპს ბელაკო გრუპ

ხელშეკრულება N3799165-9270706 - 271,669.93 აშშ დოლარი საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა – 218,657.08 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი – 31,029.47 აშშ დოლარი, კრედიტზე დარიცხული პირგასამტეხლო – 21,983.38 აშშ დოლარი.

შპს ელმარლი ანდ კომპანი

ხელშეკრულება N3526353-10032377 – 241,226.45 აშშ დოლარი საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა - 195,728.08 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი – 25,925.56 აშშ დოლარი, კრედიტზე დარიცხული პირგასამტეხლო – 19,572.81 აშშ დოლარი.

კრედიტორმა იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმების საფძველზე, განცხადებით მოგვმართა ჩვენ და დაგვავალა, როგორც სპეციალისტს, აუქციონის უზრუნველყოფა და უძრავი ქონების რეალიზაცია.

კრედიტორის დავალებით სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს.

აუქციონის ჩატარების დრო:  04/03/2021 16:00 საათიდან  09/03/2021 12:15 საათამდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი www.eAuction.ge

აუქციონზე უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 2 078 360.35 ლარი

საწყისი ფასი შეადგენს კრედიტორის მოთხოვნის ოდენობისა და აუქციონის ხარჯების ჯამს, კერძოდ

მოთხოვნის ოდენობა: 512896.38 აშშ დოლარი. 1 აშშ დოლარი = 3.3044 ლარი

მოთხოვნის ოდენობა: 0.00 ლარი

დღგ: 317038.02 ლარი

სპეციალისტის საზღაური: 3.20 %, არანაკლებ 590 ლარი, რაც თანხობრივად შეადგენს 66507.53 ლარი

ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, დღგ-ს თანხა (არსებობის შემთხვევაში) და აუქციონის საფასური დაითვლება რეალიზაციის თანხიდან.

უძრავი ნივთის აღწერა:  არასაცხოვრებელი ფართი, სართული 1, 340.19 კვ.მ. მის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე  ქალაქი ოზურგეთი, ქუჩა ნ. რამიშვილი, N 2

გარდამავალი უფლებები:  არა, კრედიტორს მოთხოვნა წარმოდგენილი აქვს ქონებებზე რეგისტრირებული ყველა რიგის იპოთეკიდან გამომდინარე ჯამურად.

აუქციონის პირობები: 

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით:

1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით

2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე

3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით

4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით. გაცემული კრედიტორს (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) იმ შემთხევაში, თუ აუქციონზე საწყისი ფასი არის 100 000 ლარამდე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება – 100 ლარის ოდენობით; 100 000 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით  – 500 ლარის ოდენობით; ხოლო, 500 000 ლარზე მეტის შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით; აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპსი“ მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ვ) იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთის (ქონების) სტატუსი რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეოს, მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ასეთ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორს მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.

აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის საკომისიო შეადგენს აუქციონის საწყისის ფასის  0.59 პროცენტს;

 

სპეციალისტი:   შპს „კონსალტინგ გრუპსი“, ს/კ 404483536 

დირექტორი       ნინო არაბიძე