ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ავჭალის რკინიგზის სადგურისთვის ქართველი სამხედრო მოღვაწის ვლადიმერ გოგუაძის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 16.02.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №64
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016600
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.02.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414 დივიზიის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ვენერა გაბუნიას სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული ორი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბადრი ჭინჭარაულის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩის შესახვევთან მდებარე უსახელო სპორტული მოედნისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის პეტრე გამჯაშვილის სახელის მინიჭების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, გვერდისუბნის დასახლებაში მდებარე უსახელო ქუჩისა და მისი მიმდებარე შესახვევებისათვის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელას მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის საქართველოს სახალხო არტისტის, მოცეკვავის ომარ მხეიძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ავჭალის რკინიგზის სადგურისთვის ქართველი სამხედრო მოღვაწის ვლადიმერ გოგუაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №64
2021 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ავჭალის რკინიგზის სადგურისთვის ქართველი სამხედრო მოღვაწის ვლადიმერ გოგუაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. გლდანის რაიონში, ავჭალის რკინიგზის სადგურს მიენიჭოს ქართველი სამხედრო მოღვაწის ვლადიმერ გოგუაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №
64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე