სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №241 |
|
2021 წლის 24 თებერვალი ქ. რუსთავი |
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის N784 ბრძანებულების შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 100-ის ოდენობით.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი N1).
მუხლი 3
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ზონირება (დანართი N2).
მუხლი 4
ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ. ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქ რუსთავის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (16.8 ლარი) ოდენობით.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადეს „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის N177 დადგენილება (www.matsne.gov.ge 200140030.35.160.016613; 26.02.2020).
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.02.2022.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“?
- „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.02.2021. მიმღები ორგანო — ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №241. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.160.016677.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.02.2022-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის და ტერიტორიის ზონირების დამტკიცების შესახებ“, №241, 24.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016677 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5107838/