თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.02.2021
ძალის დაკარგვა 04.03.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.154.016436
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/02/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 440 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2021 მიღება
04.03.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2021 წლის 25 თებერვალი დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო  ქონების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  მე-6  პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში  არსებული  არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის  ნორმატიული ფასის  განსაზღვრის   წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗. დაბა   თიანეთის   ტერიტორიაზე   სახელმწიფოსა   და   თიანეთის   მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი ფორმულის მიხედვით:                                                     C N = IMG X ITL X C X K სადაც: CN არის 1 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; IMG არის  მაკრომდებარეობის  ინდექსი,  რომლის  მნიშვნელობა  თიანეთის  მუნიციპალიტეტისათვის არის 0.23; ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ტოლია 1-ის (ვინაიდან თიანეთის ტერიტორიის ზონირება არ ხორციელდება, ლოკალური ტერიტორიული ინდექსის მნიშვნელობა განისაზღვრა „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-3  მუხლის პირველი პუნქტის   შესაბამისად, სადაც შუალედური ზონისათვის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი არის 1-ის ტოლი); C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი  მნიშვნელობა  0.24 ლარის ტოლია; K  არის  მიწის  ნორმატიული  ფასის  მარეგულირებელი  კოეფიციენტი  და მისი  მნიშვნელობა  200-ის ტოლია. მუხლი 2🔗. პირველი მუხლის შესაბამისად დაბა თიანეთის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასია 11 ლარი (0.23 x 1 x 0.24 x 200). მუხლი 3🔗. დაბა სიონში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 90 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 9.9 ლარს. მუხლი 4🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 3.3 ლარს. მუხლი 5🔗. დასახლებათა შორის არეალებში მიწის  ნორმატიული ფასი  განისაზღვროს დაბა  თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 2.75 ლარს. მუხლი 6🔗. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18  ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების 50  მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 5.5 ლარს. მუხლი 7🔗. ძალადაკარგულად  გამოცხადდეს „თიანეთის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 21 თებერვლის დადგენილება №4 (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 26/02/2020, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.154.016416). მუხლი 8🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი