თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.03.2011 ძალადაკარგული 20.04.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.154.016046
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110321017, 23/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2011 წლის 18 მარტი

დ. თიანეთი

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად,

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დაიყოს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ორ ზონად:

ა) ცენტრალური ზონა (დ. თიანეთი, დ. სიონი);

ბ) პერიფერიული ზონა (სოფლები).

    მუხლი 2

შემოღებულ იქნეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ლოკალური ტერიტორიული ინდექსი:

 ა) ცენტრალური ზონისათვის – 0.5;

 ბ) პერიფერიული ზონისათვის – 0.3.

 მუხლი 3

შემოღებულ იქნეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის მარეგულირებელი კოეფიციენტი:

ა) ცენტრალური ზონისათვის – 330;

ბ) პერიფერიული ზონისათვის – 120.

    მუხლი 4

 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოანგარიშებულ იქნეს შემდეგი ფორმულით:

G N = IMG X ITL X C X K

სადაც

GN - არის 1 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

IMG - არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც თიანთის მუნიციპალიტეტისათვის უდრის 0.23-ს.

ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც არის

ა) ცენტრალური ზონისათვის – 0.5;

ბ) პერიფერიული ზონისათვის – 0.3.

C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია.

K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა უდრის

ა) ცენტრალური ზონისათვის – 330;

ბ) პერიფერიული ზონისათვის –120.

    მუხლი 5

განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

ა) ცენტრალური ზონისათვის 1 კვ.მ -ზე – 9 ლარის ოდენობით (0.23 X 0.5 X 0.24 X 330);

ბ) პერიფერიული ზონისათვის 1კვ.მ-ზე – 2 ლარის ოდენობით ( 0.23 X 0.3 X 0.24 X 120).

    მუხლი 6

 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ტოლია:

ა) ცენტრალური ზონისათვის – 0.12 ლარისა ( 0.24 X 0.5);

ბ) პერიფერიული ზონისათვის – 0.072 ლარისა ( 0.24 X 0.3).

    მუხლი 7

ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 იანვრის №1 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და თიანეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“.

    მუხლი 8

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური