თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2011 წლის 20 აპრილი
დ აბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დაბა თიანეთის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი ფორმულის მიხედვით:
C N = IMG X ITL X C X K სადაც:
CN არის 1 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
IMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის მნიშვნელობა თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის არის 0.23;
ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ტოლია 1-ის (ვინაიდან თიანეთის ტერიტორიის ზონირება არ ხორციელდება, ლოკალური ტერიტორიული ინდექსის მნიშვნელობა განისაზღვრა „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სადაც შუალედური ზონისათვის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი არის 1-ის ტოლი);
C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრეტულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0.24 ლარის ტოლია;
K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა 200-ის ტოლია.
მუხლი 2
პირველი მუხლის შესაბამისად დაბა თიანეთის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასია 11 ლარი (0.23 x 1 x 0.24 x 200).
მუხლი 3
დაბა სიონში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 90 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 9.9 ლარს.
მუხლი 4
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 3.3 ლარს.
მუხლი 5
დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 2.75 ლარს.
მუხლი 6
დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა თიანეთისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 5.5 ლარს.
მუხლი 7
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 მარტის დადგენილება№12.
მუხლი 8
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.02.2012.
- როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
- „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 20.04.2011. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 200140030.35.154.016053.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.02.2012-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“, №19, 20.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.154.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1308329/