„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №74 |
|
2021 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი |
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“.
2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის/წყალარინების სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ადგენს:“.
3. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა), რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე (შემდგომში – სოციალურად დაუცველი ოჯახები), მოხმარებული ელექტროენერგიისთვის დახმარების სახით განხორციელდეს სუბსიდირება შემდეგი პირობებით:
ა) თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში (თითოეული თვისათვის) (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარენ 200 კილოვატსაათზე მეტ ელექტროენერგიას, მაგრამ არა უმეტეს 301 კილოვატსაათისა, მოხმარებული ელექტროენერგიისთვის დახმარების სახით განხორციელდება 2015 წლის ივლისის თვეში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წლის დეკემბრის თვეში შესაბამისი საფეხურის მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობის სუბსიდირება;
ბ) თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები 2021 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში (თითოეული თვისათვის) (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარენ 302 კილოვატსაათ ან მეტი მოცულობის ელექტროენერგიას, თითოეულ თვეს (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოხმარებული ელექტროენერგიისთვის დახმარების სახით განხორციელდება 2015 წლის ივლისის თვეში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და საანგარიშო თვეში (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობის სუბსიდირება;
გ) თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები 2021 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში (თითოეული თვისათვის) (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარენ 302 კილოვატსაათ ან მეტი მოცულობის ელექტროენერგიას და სარგებლობენ უნივერსალური მომსახურებით, თითოეულ თვეს (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოხმარებული ელექტროენერგიისთვის დახმარების სახით განხორციელდება 2015 წლის ივლისის თვის შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და საანგარიშო თვეში (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფს შორის სხვაობის სუბსიდირება;
დ) თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები 2021 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში (თითოეული თვისათვის) (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარენ 302 კილოვატ/საათ ან მეტი მოცულობის ელექტროენერგიას, რომელსაც შეისყიდიან თავისუფალ მიმწოდებელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე და გაწეული მომსახურების საფასური აღემატება 2015 წლის ივლისის თვის შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს, დახმარების სახით განხორციელდება შესაბამისი სხვაობის სუბსიდირება. იმ შემთხვევაში, თუ გაწეული მომსახურების საფასური აღემატება შესაბამის არეალში არსებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისათვის კომისიის მიერ დადგენილ უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფს, სუბსიდიის გაანგარიშებისას გაითვალისწინება აღნიშნული ტარიფი.“.
4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 მუხლი:
„მუხლი 13
1. იმ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომლებიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, ქალაქ რუსთავში ან ქალაქ მცხეთაში, რომლებიც 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში (თითოეული თვისათვის), კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების, სასმელი წყლის/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას ახორციელებენ ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით და საანგარიშო თვეში (კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარენ 201 კილოვატსაათ ან მეტი მოცულობის ელექტროენერგიას, დახმარების სახით განხორციელდება სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება.
2. 2021 წლის მარტის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით (თითოეული თვისათვის) სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომლებიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით ცხოვრობენ ქალაქ თბილისში, ქალაქ რუსთავში ან ქალაქ მცხეთაში, დახმარების სახით განხორციელდება სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება.“.
5. მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდირების მიზნით თანხის გადარიცხვა შესაბამის ლიცენზიანტზე არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის და/ან სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს სააგენტოსა და შესაბამის ლიცენზიანტთან არსებული შეთანხმების/მოლაპარაკების შესაბამისად.
1. ამ დადგენილებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემები ურთიერთშეთანხმებული ფორმატით მიეწოდებათ შესაბამის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტს და წყალმომარაგების ლიცენზიანტს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს სუბსიდიის ოდენობის გაანგარიშებას და ასანაზღაურებელი თანხის (სუბსიდიის ოდენობის) თაობაზე სააგენტოსათვის მოთხოვნის გაგზავნას. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
2. ამ დადგენილების 13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბსიდიის გაცემისათვის სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემებს შესაბამისი თვის 1 რიცხვის მდგომარეობით თავდაპირველად უგზავნის წყალმომარაგების ლიცენზიანტს, რომელიც განსაზღვრავს იმ აბონენტებს, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ელექტროენერგიის განაწილების, სასმელი წყლის/წყალარინების, დასუფთავების მომსახურებისა და შესაბამისი საფასურის/მოსაკრებლის გადახდას ახორციელებენ ადმინისტრირების ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინირებული სისტემის მეშვეობით, მიღებული მონაცემები ეგზავნება შესაბამის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტს საანგარიშო თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის (201 კილოვატსაათი ან მეტი) დადგენის მიზნით და საბოლოოდ მიღებულ მონაცემებს სააგენტო შემდგომ უგზავნის წყალმომარაგების ლიცენზიანტს.
1. ელექტროენერგიის განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიანტმა კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, 2021 წლის იანვარში მრიცხველის წაკითხვის შედეგად უზრუნველყონ 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გამიჯვნა იმგვარად, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გაანგარიშებულ იქნეს 2020 წელს მოქმედი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაბამისად.
2. ამ დადგენილების შესაბამისად სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის და/ან სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობები, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5. ამ დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის/წყალარინების სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.“.
|