სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №381 |
|
2015 წლის 30 ივლისი ქ.თბილისი |
|
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ადგენს:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტზე არ წარმოადგენს ხსენებული კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს სააგენტოსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ამ დადგენილებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემები ურთიერთშეთანხმებული ფორმატით მიეწოდება შესაბამის ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტს, რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს სუბსიდიის ოდენობის გაანგარიშებას და ასანაზღაურებელი თანხის (სუბსიდიის ოდენობის) თაობაზე სააგენტოსათვის მოთხოვნის გაგზავნას. სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება.
მუხლი 4🔗
ამ დადგენილების შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდიით სარგებლობის წესი და პირობები დამატებით განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
მუხლი 6🔗
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.02.2022.
- როდის იქნა მიღებული „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“?
- „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ მიღებულია 30.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №381. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.018767.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 8 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 03.02.2022-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.02.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“, №381, 30.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.018767 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2930353/