„სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიერ მოხმარებული ზოგიერთი კომუნალური მომსახურების ღირებულების ნაწილობრივი სუბსიდირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №381 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №289 |
|
2021 წლის 16 ივნისი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა), რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე (შემდგომში – სოციალურად დაუცველი ოჯახები), მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, დახმარების სახით, განხორციელდეს სუბსიდირება, შემდეგი პირობებით:
1. თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები 2021 წლის იანვრისა და თებერვლის თვეებში (თითოეული თვისათვის) (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარენ 200 კილოვატსაათზე მეტ ელექტროენერგიას, მაგრამ არაუმეტეს 301 კილოვატსაათისა, მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, დახმარების სახით, განხორციელდება 2020 წლის დეკემბრის თვესა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირება.
2. თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები 2021 წლის მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში (თითოეული თვისათვის) (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარენ 301 კილოვატსაათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, მოხმარებული ელექტროენერგიისთვის დახმარების სახით განხორციელდება 2020 წლის დეკემბრის თვესა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირება.
3. თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები 2021 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში (თითოეული თვისათვის) (უფლებამოსილი კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარენ 301 კილოვატსაათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, სარგებლობენ უნივერსალური მომსახურებით და ამავე დროს ამ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისათვის კომისიის მიერ შესაბამისი საფეხურისათვის დადგენილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი („უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი“) მეტია 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე, დახმარების სახით, სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგი წესით:
ა) თუ „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი“ მეტია ან ტოლია 2020 წლის დეკემბრის თვეში შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე, სუბსიდიის თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბრის თვესა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს შორის სხვაობას;
ბ) თუ „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი“ ნაკლებია 2020 წლის დეკემბრის თვეში შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე, სუბსიდიის თანხა შეადგენს „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფსა“ და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს შორის სხვაობას.
4. თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები 2021 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში (თითოეული თვისათვის) (უფლებამოსილი კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარენ 301 კილოვატსაათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, რომელსაც შეისყიდიან თავისუფალ მიმწოდებელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე და „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფსა“ და თავისუფალ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გაწეული მომსახურების საფასურს შორის უმცირესი სიდიდე აღემატება 2015 წლის ივლისის თვის შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს, დახმარების სახით, სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგი წესით:
ა) თუ „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი“ და ამავე დროს თავისუფალ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაწეული მომსახურების საფასური მეტია ან ტოლია 2020 წლის დეკემბრის თვეში შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე, სუბსიდიის თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბრის თვესა და 2015 წლის ივლისის თვეში შესაბამისი საფეხურისათვის მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს შორის სხვაობას;
ბ) თუ თავისუფალ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაწეული მომსახურების საფასური ნაკლებია „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფზე“ და ამავე დროს ნაკლებია 2020 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე, სუბსიდიის თანხა შეადგენს თავისუფალ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გაწეული მომსახურების საფასურსა და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის შესაბამისი საფეხურისათვის 2015 წლის ივლისის თვეში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს შორის სხვაობას;
გ) თუ „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი“ ნაკლებია თავისუფალ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გაწეული მომსახურების საფასურზე და ამავე დროს ნაკლებია 2020 წლის დეკემბრის თვეში შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე, სუბსიდიის თანხა შეადგენს შესაბამისი საფეხურისათვის დადგენილ „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფსა“ და 2015 წლის ივლისის თვეში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს შორის სხვაობას.
5. თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები 2021 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეებში (თითოეული თვისათვის) (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარენ 301 კილოვატსაათზე მეტი მოცულობის ელექტროენერგიას, თითოეულ თვეს (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოხმარებული ელექტროენერგიისთვის დახმარების სახით განხორციელდება საანგარიშო თვეში (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2015 წლის ივლისის თვეში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირება.
6. თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები 2021 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში (თითოეული თვისათვის) (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარენ 301 კილოვატსაათზე მეტი მოცულობის ელექტროენერგიას და სარგებლობენ უნივერსალური მომსახურებით, თითოეულ თვეს (უფლებამოსილი კომპანიის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, დახმარების სახით, განხორციელდება საანგარიშო თვეში (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფსა და 2015 წლის ივლისის თვის შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობის სუბსიდირება.
7. თუ სოციალურად დაუცველი ოჯახები 2021 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში (თითოეული თვისათვის) (ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებულ აღრიცხვის პერიოდში) მოიხმარენ 301 კილოვატსაათზე მეტი მოცულობის ელექტროენერგიას, რომელსაც შეისყიდიან თავისუფალ მიმწოდებელთან დადებული მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე და „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფსა“ და თავისუფალ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწოდების ფასს შორის უმცირესი სიდიდე აღემატება 2015 წლის ივლისის თვის შესაბამის საფეხურზე მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს, დახმარების სახით, სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგი წესით:
ა) თუ თავისუფალ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ფასი ნაკლებია „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფზე“, სუბსიდიის თანხა შეადგენს თავისუფალ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწოდების ფასსა და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის შესაბამისი საფეხურისათვის 2015 წლის ივლისის თვეში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს შორის სხვაობას;
ბ) თუ „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი“ ნაკლებია თავისუფალ მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწოდების ფასზე, სუბსიდიის თანხა შეადგენს შესაბამისი საფეხურისათვის დადგენილ „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფსა“ და 2015 წლის ივლისის თვეში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს შორის სხვაობას.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სუბსიდირება განხორციელდეს მას შემდეგ, რაც შესაბამისი წყალმომარაგების ლიცენზიანტის მიერ გათვალისწინებული (გამოკლებული) იქნება მუნიციპალიტეტების მიერ სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის ანაზღაურების მიზნით გათვალისწინებული სუბსიდია/შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.
|