სს „ბათუმის ავტოსადგურის“ განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „ბათუმის ავტოსადგურის“ ს/კ245415242) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
1. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა;
2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის, საზოგადოების დირექტორისა და დირექტორის მოადგილის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების, ხელფასების შეწყვეტის/შემცირების საკითხის განხილვა.
3. სხვადასხვა.
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2021 წლის 16 თებერვალი.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.2 მუხლის შესაბამისად, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან: სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული. ტელ: +995 32) 2251560.
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი მოთხოვნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
სს „ბათუმის ავტოსადგურის“ სამეთვალყურეო საბჭო