„სამუშაო ადგილებზე ახალიკორონა ვირუსის (COVID - 19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01 -227/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 97%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 96%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
- მოქმედი 95%
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-71/ო
2021 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
მუხლი 1. „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს „ჰ7“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ჰ7. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის (დანართი №40).“.
2. ბრძანებით დამტკიცებული შემდეგი დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
ა) №17 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის).
ბ) №28 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტრენინგცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების მიმართ).
გ) №31 (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) დაწესებულებებისათვის).
3. ბრძანებას დაემატოს №40 დანართი (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის) თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
📎 დანართები (4)
დანართი_N17_საზოგადოებრივი_კვების_ობიექტები.docx ⬇


ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის
1. ძირითადი რეკომენდაციები:
ა) ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით (წინასწარი ჩაწერით მომსახურება), ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი (იურიდიული პირის წარმომადგენელი), მოცდის პროცესი უნდა განხორციელდეს შენობის გარეთ, შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;
ბ) იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი, ნებადართულია მოცდის პროცესის განხორციელება დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენებით და სოციალური დისტანციის შესაბამისი ნორმების დაცვით;
გ) წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);
დ) მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
ე) უზრუნველყავით დასაქმებულთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი და მოახდინეთ შედეგების ასახვა სათანადო ჟურნალში, ხოლო 20-ზე მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში მოახდინეთ როგორც დასაქმებულთა, ასევე მომხმარებელთა თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურის მზომი დისტანციური ხელსაწყოს გამოყენებით;
ვ) აკონტროლეთ ერთ სივრცეში მყოფი დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;
ზ) განათავსეთ დეზობარიერი შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
თ) სალაროსთან დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი - მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;
ი) სამუშაო ადგილზე უზრუნველყავით ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
კ) უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას.
2. მოთხოვნები ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:
განმარტება:
ტერასა/ვერანდა/ღია სივრცე - გადახურული / ნახევრად გადახურული ან გადახურვის გარეშე სივრცე, რომლის არანაკლებ 1 მხარე უკავშირდება ღია სივრცეს და სადაც მოხვედრა შესაძლებელია მათ შორის კვების ობიექტის შიდა სივრცის გავლით;
ღია რესტორანი - გადახურული / ნახევრად გადახურული ან გადახურვის გარეშე სივრცე, რომლის არანაკლებ 1 მხარე უკავშირდება ღია სივრცეს და სადაც მოხვედრა შესაძლებელია დამოუკიდებელი შესასვლელით.
ა) ღია სივრცეში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა.ა) მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
ა.ბ) სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;
ა.გ) 1 მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 12 მომხმარებლისა;
ა.დ) დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.
ბ) გამასპინძლებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
გ) სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
დ) უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.
3. მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:
ა) დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა.ა) მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ თითოეულ სივრცეში ფართობის ყოველ 4მ2 -ზე 1 მომხმარებლის დაშვება, მაგრამ - არაუმეტეს 60 მომხმარებლისა;
ა.ბ) მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
ა.გ) ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
ა.დ) სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
ა.ე) ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
ა.ვ) გამონაკლისი სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
ა.ზ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.
ბ) დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
გ) ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში
გ.ა) გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე;
გ.ბ) არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
გ.გ) სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;
გ.დ) საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენების შემთვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველ 2 სათში ერთელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება;
დ) გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
ე) უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
ვ) სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
ზ) ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.
4. ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პროცედურები:
ა) სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში:
ა.ა) ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;
ა.ბ) გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;
ა.გ) გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;
ა.დ) გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;
ა.ე) დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე.
ბ) წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;
გ) ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;
დ) ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკალები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰C ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
ე) სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.
5. მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:
ა) გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;
ბ) ნახმარი ხელსახოცების შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში.
6. დასუფთავება და დეზინფექცია:
ა) გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). დასუფთავებისთვის დააწესეთ პერიოდული 2 საათიანი რეჟიმი;
ბ) დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, კარის ღილაკები და ა.შ.;
გ) დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარდეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
დ) ნებისმიერი დასუფთავების საშუალება (მაგ. იატაკის საწმენდი ტილო), რომელიც დამზადებულია მატერიისგან, გამოყენების შემდეგ გარეცხეთ სადეზინფექციო საშუალებებით;
ე) არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) საერთო სარგებლობის სივრცეების დალაგება/დეზინფექცია უნდა მოხდეს სველი წესით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სათანადო დანართის შესაბამისად.
7. დამსაქმებლის ვალდებულებები:
ა) განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
ბ) ობიექტის შესასვლელში, დასაქმებულებისა და სტუმრებისთვის, განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
გ) უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა: წყლითა და თხევადი საპნით;
დ) უზრუნველყავით სამუშაო ადგილებზე ერთჯერადი ხელსახოცების განთავსება;
ე) დასაქმებულები უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, პირბადეები, დამცავი ფარები/ სათვალეები, წინსაფრები, სპეცფეხსაცმელი);
ვ) ყოველი მომხმარებლის გამასპინძლების შემდგომ, მოახდინეთ მაგიდების წმენდა სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით;
ზ) მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
თ) პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ ორ საათიანი ინტერვალები), გაანიავეთ სამუშაო სივრცეები;
ი) უზრუნველყავით ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დასუფთავება რამდენჯერმე დღეში (ორ საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
კ) უზრუნველყავით დასაქმებულთა/მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
ლ) ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყავით სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
მ) უზრუნველყავით სპეც.ტანსაცმლის ცენტრალიზებული რეცხვის შესაძლებლობა;
ნ) გაზრდილი სიხშირით განახორციელეთ ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან; გამოიყენეთ ყველა სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;
ო) დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.
8. დასაქმებულთა ვალდებულებები:
ა) დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
ბ) სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
გ) სამუშაოს დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
დ) ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
ე) გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
ვ) მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება (შესაძლებელია ჩაჩის, ან სპეციალური თავსაბურავის გამოყენება);
ზ) ხელთათმანების შეცვლა მოახდინეთ ხშირად. შეცვლისას აუცილებელია ხელების დაბანა. ხელთათმანები არ განიხილოთ როგორც ხელების დაბანის შემცვლელი საშუალება. ხელების დაბანა უფრო ეფექტური დამცავი ბარიერია ინფექციისთვის, ვიდრე ერთჯერადი ხელთათმანი;
თ) ხელთათმანები შეცვალეთ არასასურსათო პროდუქტთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მაგალითად ხელით კარების გახსნა / დახურვა და ყუთების დაცლა.

დანართი_N28_სემინარები-კონფერენციები ⬇
დანართი №28
სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური
ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ტრენინგ ცენტრების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების მიმართ
1. კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში თეორიული და პრაქტიკული სწავლების განხორციელებისთვის გასათვალისწინებელი ძირითადი რეკომენდაციები:
ა) ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, რათა გააკონტროლოთ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ასევე მსმენელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ 112- ის ცხელ ხაზს;
ბ) ერთიან შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, გამოყენების სავალდებულო ნიშნის მითითებით;
გ) მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალსა და მსმენელებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ უსაფრთხოების დაცვის წესები);
დ) არ დაუშვათ პერსონალი, მსმენელები და მესამე პირები ნიღბის გარეშე (ან თავად უზრუნველყავით მიწოდება );
ე) განათავსეთ დეზინფექციისათვის საჭირო არანაკლებ70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი სამუშაო ადგილზე პერსონალისათვის, ხოლო მსმენელებისთვის - ყოველი აუდიტორიის შესასვლელში;
ვ) შესაძლებლობის გათვალისწინებით გამოიყენეთ მსმენელთა ცვლებში სწავლების რეჟიმი. ყოველი ცვლის შემდგომ გამოიყენეთ სანიტარიული შესვენება;
ზ) უზრუნველყავით პერსონალისა და მსმენელებისთვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები;
თ) უზრუნველყავით პერსონალი, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
თ.ა) ნიღაბი;
თ.ბ) სახის დამცავი ფარი;
თ.გ) ხელთათმანები;
ი) პერსონალს მიაწოდეთ ინფორმაცია:
ი.ა) ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებასა და მათ შემდგომ განკარგვაზე (შენახვა, მოცილება, ნარჩენების კონტეინერში განთავსება);
ი.ბ) სადეზინფექციო საშუალებების სწორად გამოყენებაზე;
კ) სასწავლო/ტრენინგ ცენტრის ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
ლ) აუდიტორიებში/სატრენინგო დარბაზებში განათავსეთ ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მიუთითეთ მათი სწორად მოხმარების წესები;
მ) გამოყავით პირები, რომლებიც პერიოდულად დაასუფთავებენ ხშირად შეხებად ზედაპირებს (მათ შორის, ღილაკებს, კარის სახელურებს, ჩამრთველ/გამომრთველებს) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
ნ) აუდიტორიები, დარბაზები, ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
ო) სასწავლო/სატრენინგო პროცესის, დაწყებამდე და დასრულების შემდგომ, ლეპტოპები დაამუშავეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ერთჯერადი ხელსახოცებით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არანაკლებ 70 %-იანი ალკოჰოლის შემცველი ნებისმიერი ხსნარის გამოყენება, რომელიც არ დააზიანებს კომპიუტერის ეკრანს (მაგ., ხელის სანიტაიზერი, რომელიც სპირტის გარდა გლიცერინს შეიცავს, ამ მიზნისათვის არ გამოდგება).
დაუშვებელია ნივთების გაცვლა დეზინფექციის გარეშე.
2. აუდიტორიებში/დარბაზებში და საგამოცდო/ტესტირების სექტორებისადმი განსაზღვრული წესები:
ა) უზრუნველყავით აუდიტორიაში/დარბაზში მსმენელთა უსაფრთხო დისტანციის დაცვა;
ბ) არ დაუშვათ ერთ საკონფერენციო დარბაზში/აუდიტორიაში 30 მსმენელზე მეტი;
გ) არ დაუშვათ მსმენელების განთავსება ერთმანეთის პირისპირ;
დ) ჯგუფური ვარჯიშების/მეცადინეობის/სწავლების ან პრეზენტაციის დროს, იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება შესაბამისი დისტანციის დაცვა, გამოიყენეთ სახის დამცავი ფარი.
3. მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემებზე:
ა) უზრუნველყავით ბუნებრივი უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
ბ) ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობის შემთვევაში გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
გ) უზრუნველყავით ცენტრალური კონდიცირების სისტემის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით).
4. აუდიტორიების/დარბაზებისა და საგამოცდო/ტესტირების სივრცის დალაგება:
ა) საგამოცდო/ტესტირების სივრცე დაალაგეთ თითოეული სესიის დაწყებისა და დასრულების შემდეგ;
ბ) გააღეთ ფანჯრები და მაქსიმალურად გაანიავეთ სივრცე გამჭოლი ნიავის პირობებში;
გ) სასწავლო/სატრენინგო პროცესის დაწყების წინ სექტორი დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაატარეთ სველი წესით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით);
დ) დაასუფთავეთ შედარებით სუფთა სივრცეებიდან (მაგ., საგამოცდო სექტორიდან) უფრო დაბინძურებული სივრცეების (სანიტარიული კვანძი) მიმართულებით;
ე) ხშირად შეხებადი ზედაპირები დაამუშავეთ სადეზინფექციო ხსნარში (მაგ. 0,5 %-იანი ქლორის შემცველი ხსნარი) დასველებული ჩვრით ან შესაბამისი დანიშნულების ერთჯერადი ხელსახოცით;
ვ) იმ ზედაპირებისათვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების შედეგად, შესაძლებელია არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი დანიშნულების ხსნარის გამოყენება;
ზ) საყოფაცხოვრებო ქიმიის, ასევე სადეზინფექციო საშუალებების ნებისმიერი პროდუქტის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს მწარმოებლის ინსტრუქცია და უსაფრთხოების რეკომენდაციები;
თ) დასუფთავება-დალაგების პროცედურები ჩაატარეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების მე-6 დანართით (ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID-19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები).
აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.
5. სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:
ა) სანიტარიული კვანძების სველი წესითა და სარეცხი საშუალებებით დალაგება და დეზინფექცია ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალებით; საგამოცდო/ტესტირების სივრცეში სანიტარიული კვანძი ლაგდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ და ყოველი სესიის დასრულების შემდგომ;
ბ) სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეგისტრირებული საშუალებები;
გ) სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას;
დ) დამლაგებლის ეკიპირებისათვის აუცილებელია:
დ.ა) ნიღაბი;
დ.ბ) ერთჯერადი ხალათი;
დ.გ) სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
დ.დ) თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).
6. პერსონალის ვალდებულებები:
ა) დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
ბ) სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
გ) სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;
დ) ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
ე) გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
ვ) მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.
7. მსმენელთა ვალდებულებები:
ა) საერთო სარგებლობის სივრცეებში (დერეფნები, ლიფტები და ა.შ.) აკრძალულია ნიღბის გარეშე გადაადგილება;
ბ) დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან.

დანართი_N31_ფიტნესი.docx ⬇
დანართი №31
სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახური
ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) დაწესებულებებისათვის
1. ყველა ტიპის სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ფიტნეს კლუბების ოპერირებისთვის სავარჯიშო სივრცეში განსახორციელებელი ღონისძიებები:
ა) ერთიან შესასვლელთან უზრუნველყავით თერმოსკრინინგის განხორციელება, ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა სამუშაოს/ვარჯიშის დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/ვიზიტორების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
ბ) შენობის ყველა შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, გამოყენების სავალდებულო ნიშნის მითითებით;
გ) პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებისა და მათი სწორად მოხმარების წესები;
დ) თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის გამოყენება;
ე) შენობის საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია (არანაკლებ 2 მ);
ვ) სავარჯიშო სივრცეში, ვარჯიშის კონტაქტური სახეობებისათვის დასაშვებია უსაფრთხო დისტანციის განსხვავებული ნორმის დაცვა;
ზ) უზრუნველყავით კლუბების ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით;
თ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
ი) უზრუნველყავით საერთო გამოყენების სველი წერტილების დასუფთავება, დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 1 საათიანი ინტერვალებით;
კ) უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;
ლ) პერსონალი უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, სათანადო კოლექტიური/ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
ლ.ა) დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - მიმღებში;
ლ.ბ) ხელთათმანით - ნაღდი ფულის გამოყენების შემთხვევაში.
მ) დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანის გაზრდილი კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
ნ) ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში:
ნ.ა) გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე;
ნ.ბ) არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
ნ.გ) სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში.
ო) საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველ 2 სათში ერთელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება;
პ) ყოველი დღის ბოლოს უზრუნველყავით საერთო სავარჯიშო და დამხმარე სივრცეების სველი წესით დალაგება და დეზინფექცია „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად;
ჟ) ყოველი დასუფთავებისა და დეზინფექციის შემდეგ ჩაატარეთ დახურული სივრცეების განიავება გაღებული ფანჯრებისა და კარებების პირობებში, „ორპირი ქარის“ პრინციპით;
რ) უშუალოდ ყველა სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით ან ხელების დამუშავება არანაკლებ 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარით;
ს) დაუშვებელია საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ საშხაპე კაბინები არ არის იზოლირებული ერთმანეთისგან სპეციალური გამყოფი ტიხრებით/ბარიერებით;
ტ) იმ შემთვევაში თუ საშხაპეები არ არის გამოყოფილი ერთმანეთისგან გამყოფი ბარიერით, საშხაპეები უნდა დაილუქოს, ხოლო თუ ობიექტს გააჩნია ბარიერით გამოყოფილი საშხაპეები უნდა მოხდეს მათი მუდმივი დამუშავება (ერთ საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი ხსნარითა და სტანდარტებით, ყოველი გამოყენებისა და დღის ბოლოს;
უ) თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის გამოტოვებით;
ფ) უზრუნველყავით დახურულ და ღია სივრცეში ვარჯიშის პროცესში ხელების სადეზინფექციო საშუალებების ხელმისაწვდომობა;
ქ) სანიტარულ კვანძებში განათავსეთ ხელის ჰიგიენისთვის თხევადი საპნისა და ერთჯერადი ხელის გასამშრალებელი დისპენსერის მოწყობა;
ღ) აღრიცხეთ სავარჯიშო სივრცეში შემოსული მომხმარებლები;
ყ) სავარჯიშო დარბაზებში უზრუნველყავით უსაფრთხო მანძილის ნიშანდება სტიკერების საშუალებით;
შ) აიკრძალოს ბართან საკვებისა და სასმელის მიღება, ხოლო ბართან დამონტაჟდეს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი.
2. რეკომენდაციები ჯგუფური ვარჯიშებისა და სტუდიოებისთვის:
ა) მომხმარებლები მიიღეთ წინასწარი ჩაწერით;
ბ) ჯგუფურ ვარჯიშზე (იოგა, პილატესი და ა.შ) შესაძლებლობის გათვალისწინებით შეზღუდეთ ინსტრუქტორებსა და მომხმარებლებს შორის ფიზიკური კონტაქტი;
გ) ჯგუფური ვარჯიშების დარბაზებში, დაშვებულია ვიზიტორების დაშვება უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მეტრი), მაგრამ ერთ ვარჯიშზე არაუმეტეს 10 ადამიანისა. სავარჯიშო დარბაზებში უზრუნველყავით უსაფრთხო მანძილის ნიშანდება სტიკერების საშუალებით.
3. რეკომენდაციები პერსონალური ვარჯიშებისთვის:
ინსტრუქტორებმა მომხმარებლებთან ურთიერთობისას შესაძლებლობის გათვალისწინებით უნდა დაიცვან დისტანცია და თავი შეიკავონ ფიზიკური კონტაქტისგან.
4. რეკომენდაციები ტრენაჟორების დარბაზისთვის:
ა) ტრენაჟორების დარბაზში დაიცავით წესები:
ა.ა) სავარჯიშო დარბაზის ყოველ 6მ2 ფართობზე დაუშვით 1 (ერთი) ვიზიტორი;
ა.ბ) ასახდელები გამოიყენეთ მხოლოდ პირადი ნივთებისთვის;
ა.გ) გამოიყენეთ მხოლოდ საკუთარი რეკვიზიტები: გასახდომი ქამრები, ხელთათმანები და ა.შ.
ა.დ) ყველა პირი ვალდებულია კლუბში შემოსვლისას და კლუბში ყოფნისას ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა მაღალ ინტენსიური (კარდიო ვარჯიშები, ანაერობული ვარჯიშები, ფიქსირებული მძიმე წონების ვარჯიშები ჰამერზე, სხვა მაღალინტენსიური აქტივობა) ვარჯიშების შესრულებისა.
ბ) ტრენაჟორები და კარდიოტრენაჟორები განათავსეთ იმგვრად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია (2მ). იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება უსაფრთხო დისტანციის დაცვა, ტრენაჟორები ერთმანეთისგან გამოყავით დამცავი ტიხრებით/ბარიერებით. თუ ბარიერების დამონტაჟება ან უსაფრთხო დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, ინვენტარი დალუქეთ.
5. ინვენტარის დასუფთავების წესი:
ა) კლუბში არსებული სავარჯიშო დანადგარების, მოწყობილობების და სავარჯიშო ატრიბუტების დასუფთავება შესაბამისი სველი წესით განხორციელდეს ყოველ 1 საათში ერთხელ, ხოლო კაპიტალური დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ყოველი დღის ბოლოს;
ბ) ჯგუფური ვარჯიშების შემთხვევაში ყოველ საათში ერთხელ გამოიყენეთ სანიტარული შესვენებები, რათა შესაძლებელი იყოს ამ პერიოდში დასუფთავების სამსახურის შესვლა და შესაბამისი დასუფთავების სამუშაოების ჩატარება;
გ) მომდევნო ჯგუფი სავარჯიშოდ მიიღეთ სანიტარული შესვენების შემდეგ;
დ) გამოყავით ,,სადეზინფექციო კუთხეები“ ხელის სანიტაიზერებისა და ინვენტარის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების განსათავსებლად.
6. პირსახოცებისა და ხალათების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:
ა) ვიზიტორისთვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი/ხალათი - ერთჯერადი შეფუთვით. გამოყენების შემდეგ პირსახოცი/ხალათი რჩება ადგილზე.
ბ) პერსონალი, აღჭურვილი ხელთათმანებით, ნიღბით, სპეცფეხსაცვლითა და ხალათით, პირსახოცებს/ხალათებს აგროვებს ერთჯერად პარკში და განათავსებს ნიშანდებულ კონტეინერში. კატეგორიულად იკრძალება გამოყენებული პირსახოცების/ხალათების იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება.
შენიშვნა: დასაშვებია საკუთარი პირსახოცის/ხალათის გამოყენება ვარჯიშის დროს.
7. თეთრეულის (პირსახოცი, ხალათი და სხვა) რეცხვა-დეზინფექცია:
ა) რეცხვა-დეზინფექცია განხორციელდეს ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესაბამისად;
ბ) პირსახოცების/ხალათების რეცხვა განხორციელდეს დაწესებულების სამრეცხაოში ან სპეციალურ სამრეცხაოებში ხელშეკრულების საფუძველზე. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, აუცილებელია კლუბის კუთვნილი პირსახოცების/ხალათების რეცხვის მთელი ციკლისათვის (მიღება, დახარისხება, რეცხვა, გაშრობა, გაუთოვება, დასაწყობება, შენახვა და გაცემა) დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზის არსებობა;
გ) თუ პირსახოცების/ხალათების მართვისთვის გამოიყენება გარე მომსახურება, გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი ეტაპები:
გ.ა) პირსახოცების/ხალათების შეკრება;
გ.ბ) ტრანსპორტირება;
გ.გ) რეცხვა და დეზინფექცია;
გ.დ) დაუთოება;
გ.ე) შეფუთვა;
გ.ვ) სუფთა პირსახოცების/ხალათების შენახვა;
დ) სამრეცხაოში პირსახოცების/ხალათების დასამუშავებლად უზრუნველყავით ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა, რათა გამოირიცხოს ჭუჭყიანი და სუფთა პირსახოცების/ხალათების ნაკადების გადაკვეთა. თუ დაწესებულებაში ვერ ხერხდება ჭუჭყიანი და სუფთა პირსახოცების/ხალათების მოძრაობის ნაკადების სრული გამიჯვნა, მაშინ შესაძლებელია მისი შეფუთვა გასაცემად;
ე) COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს რეცხვის არანაკლებ 600C ტემპერატურა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაცია. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა წარმოებს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით (მაგ. 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი) დეკონტამინაციის შემდეგ.
8. სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:
ა) სანიტარიული კვანძების სველი წესითა და სარეცხი საშუალებებით დალაგება და დეზინფექცია ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ აუცილებელი წესით, არანაკლებ 3-ჯერ დღეში;
ბ) სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები;
გ) სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.
დ) დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია:
დ.ა) ნიღაბი;
დ.ბ) ერთჯერადი ხალათი;
დ.გ) სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
დ.დ) თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).
9. სპორტსმენებისა და პერსონალის ვალდებულებები:
ა) ვარჯიში განახორციელეთ რეკომენდაციების შესაბამისად;
ბ) სავარჯიშო სივრცეში და ადგილზე დაიცავით ჰიგიენის წესები;
გ) მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვა პირებთან კონტაქტს;
დ) მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაციით გათვალისწინებული სოციალური დისტანცია (არანაკლებ 2 მ);
ე) საერთო სარგებლობის სივრცეებში (გარდა მაღალ ინტენსიური -კარდიო ვარჯიშები, ანაერობული ვარჯიშები, ფიქსირებული მძიმე წონების ვარჯიშები ჰამერზე, სხვა მაღალინტენსიური ვარჯიშების შესრულებისას) ნიღბების ტარება სავალდებულოა;
ვ) ვარჯიშის დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სავარჯიშო/სათამაშო სივრცეები და ის ინვენტარი, რომელსაც იყენებენ ვარჯიშის პროცესის მიმდინარეობისას;
ზ) კარგად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას, გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი საშუალებები;
თ) დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ნარჩენებისთვის განკუთვნილ კონტეინერში/ურნაში;
ი) თავი შეიკავეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებისაგან, ვარჯიშის პერიოდში სასურველია თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება; უზრუნველყავით სავარჯიშო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;
კ) ყოველი დღის შემდგომ უზრუნველყავით სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების შესაბამისი დანართის შესაბამისად.

დანართი_N40_-კაზინოები.docx ⬇
დანართი № 40
სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახური
ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციები კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის
1. ძირითადი რეკომენდაციები:
ა) მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ სივრცეში ფართობის ყოველ 5მ2-ზე 1 მომხმარებლის დაშვება;
ბ) ერთიან შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი სპეციალური ვიდეოდანადგარის ან დისტანციური თერმომეტრის საშუალებით, რათა გააკონტროლოთ როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელთა, ასევე ვიზიტორთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში აღრიცხეთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
გ) მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალსა და ვიზიტორებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ (თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ უსაფრთხოების დაცვის წესები);
დ) შენობის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
ე) არ დაუშვათ პერსონალი და ვიზიტორები დახურულ შენობაში ნიღბის გარეშე (ან თავად უზრუნველყავით მათი აღჭურვა);
ვ) განათავსეთ დეზინფექციისათვის საჭირო არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი შესასვლელში, ხოლო დამატებით, სამუშაო ადგილზე - პერსონალისთვის, თითოეული თამაშისთვის განკუთვნილი სივრცის შესასვლელში;
ზ) გამოიყენეთ სანიტარიული შესვენებები;
თ) უზრუნველყავით პერსონალისა და ვიზიტორებისთვის სველ წერტილებში ხელის ჰიგიენა წყლითა და თხევადი საპნით, ხოლო ხელის გასამშრალებლად განათავსეთ ერთჯერადი ხელსახოცები. გამოაკარით ხელის ჰიგიენის წესები;
ი) მიაწოდეთ ინფორმაცია პერსონალს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენების, შემდგომ კი შენახვა/მოცილების თაობაზე;
კ) ადმინისტრაციისათვის საოფისე სივრცეში ავეჯი ისე განალაგეთ, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია (არა ნაკლებ 2მ);
ლ) სამუშაო ადგილებზე განათავსეთ ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და იქვე თვალსაჩინოდ მიუთითეთ მათი სწორად მოხმარების წესები;
მ) გამოყავით პირები, რომლებიც ყოველ 2 სთ-ში მოახდენენ ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარის სახელურებს, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ბანკომატების, ლიფტის ღილაკების, სათამაშო ავტომატების, რულეტების, სკამების, სალარო აპარატების ზედაპირების) წმენდასა და დეზინფექციას შესაბამისი კონცენტრაციის ხსნარით;
ნ) ვიზიტორთან პირდაპირი კონტაქტის აცილების მიზნით, მიმღები/სალარო აღჭურვეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერით;
ო) უზრუნველყავით სადეზინფექციო გელის დისპენსერების დაყენება კაზინოსთვის განკუთვნილი სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის სამაგიდო თამაშებისთვის განკუთვნილი სივრცის შესასვლელებთან, თითოეულ სათამაშო ავტომატთან;
პ) ოფისები და საერთო სარგებლობის ფართები აღჭურვეთ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერებით (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
ჟ) მაქსიმალურად შეამცირეთ ნაღდი ანგარიშწორება.
2. სათამაშო მაგიდების განთავსების წესები:
ა) დარბაზებში უზრუნველყავით მაგიდებისა და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა.ა) მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა. თუკი სათამაშო მაგიდები სტაციონარულადაა დამონტაჟებული, სოციალური დისტანციის დასაცავად ვიზიტორების განთავსება უზრუნველყავით ერთი მაგიდის გამოტოვებით;
ა.ბ) ერთ მაგიდასთან განთავსებულ ვიზიტორებს შორის უზრუნველყავით არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
ა.გ) მაგიდასთან განთავსებული ვიზიტორების რაოდენობა განისაზღვრება სამაგიდო თამაშის ტიპის მიხედვით:
ა.გ.ა) ბლექჯექის მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 3 ვიზიტორისა;
ა.გ.ბ) კამათლებით სათამაშო მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 6 ვიზიტორისა;
ა.გ.გ) რულეტის სათამაშო მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 4 ვიზიტორისა;
ა.გ.დ) პოკერის სათამაშო მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს 4 ვიზიტორისა.
აიკრძალოს სათამაშო მაგიდებთან ან მოთამაშეების უკან ვიზიტორთა დგომა
ბ) დასაქმებულები, რომლებიც წარმართავენ სამაგიდო თამაშებს: დილერები, კრუპიეები, პიტ-ბოსები თამაშის მსვლელობისას აღჭურვეთ ნიღბებითა და ხელთათმანებით. იმ შემთხვევაში, თუ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ხელთათმანების გამოყენება, აუცილებელია ხელების მომეტებული სიხშირით დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
გ) ყოველი თამაშის შემდგომ გამოცვალეთ ბანქოს დასტები და ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა (დაბანა წყლით და საპნით, ან დამუშავება სანიტაიზერით).
3. მოთხოვნები სათამაშო ავტომატებისათვის განკუთვნილი სივრცეებისათვის:
ა) დარბაზში უზრუნველყავით სათამაშო ავტომატების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა.ა) სათამაშო ავტომატებს შორის უსაფრთხო 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა;
ა.ბ) თუკი სათამაშო ავტომატები განლაგებულია ერთმანეთის გვერდიგვერდ, უზრუნველყავით მომხმარებლების განთავსება ერთი სათამაშო ავტომატის გამოტოვებით (განათავსეთ სკამები ერთი სათამაშო ავტომატის გამოტოვებით, გამორთეთ ის სათამაშო ავტომატები, რომელთანაც მომხმარებელს მისვლა არ შეეძლება), ან დაამონტაჟეთ დროებითი დამცავი ბარიერი;
ა.გ) ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის, განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
ა.დ) აიკრძალოს სათამაშო ავტომატებთან მოთამაშეების უკან ვიზიტორების დგომა სათანადო დისტანციის დაცვის გარეშე.
4. მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:
ა) სასადილო დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა.ა) მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ თითოეულ სივრცეში ფართობის ყოველ 4მ2 -ზე 1 მომხმარებლის დაშვება, მაგრამ - არაუმეტეს 60 მომხმარებლისა; მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
ა.ბ) ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
ა.გ) სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
ა.დ) ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.
ბ) დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
გ) გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
დ) უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
ე) სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
ვ) ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.
5. ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პროცედურები:
ა) სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში:
ა.ა) ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;
ა.ბ) გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;
ა.გ) გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;
ა.დ) გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;
ა.ე) დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;
ბ) წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;
გ) ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;
დ) ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკალები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰C ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
ე) სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.
6. მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:
ა) გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;
ბ) ნახმარი ხელსახოცების შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში.
7. მოთხოვნები კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მიმართ:
ა) უზრუნველყავით უსაფრთხო ვენტილაცია გარედან შემოსული ჰაერით;
ბ) არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
გ) სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;
დ) სველ წერტილებში გამორიცხეთ ფანჯრების გაღება, რათა უზრუნველყოთ ჰაერის ნაკადის სწორი მიმართვა;
ე) გადართეთ ვენტილაცია არანაკლებ 100% გარედან შემოსული ჰაერის ცირკულაციაზე;
ვ) უზრუნველყავით ცენტრალური კონდიცირების სისტემის ფილტრების ყოველთვიური მონიტორინგი და დაბინძურების შესაბამისად (მაგრამ არანაკლებ 4 თვეში ერთხელ) მათი რეცხვა/გასუფთავება/გამოცვლა (საჭიროების მიხედვით);
ზ) დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მათ გამართულ მუშაობაზე.
8. უსაფრთხოების ზომები დალაგების დროს:
ა) დაასუფთავეთ ჯერ შედარებით სუფთა, შემდეგ უფრო დაბინძურებული არეები;
ბ) განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასუფთავებას, და ხშირად დაბინძურებადი სივრცეების სანიტარიული კვანძი ზედაპირების დასუფთავებასა და აუცილებელი წესით დეზინფექციას;
გ) დალაგებისა და დეზინფექციის ყოველი პროცედურის დასრულების შემდგომ გააკეთეთ შესაბამის აღნიშვნა სპეციალურ სააღრიცხვო ფორმაში;
დ) ნებისმიერი ზედაპირი, რომელიც დაბინძურდა რესპირატორული სეკრეტით ან სხვა ბიოლოგიური სითხეებით, მაგ: ტუალეტი, ხელსაბანი ნიჟარა და აბაზანა - გაწმინდეთ რეგულარული საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც მოიცავს ნატრიუმის ჰიპოქლორიტის 0.1%-ს;
ე) ზედაპირები ქლორით დამუშავებიდან 10 წუთის შემდგომ მოირეცხოს სუფთა წყლით;
ვ) მომსახურე პერსონალს ჩაუტარეთ დამატებითი ტრენინგი - მაღალი კონცენტრაციის საშუალებების გამოყენების და შენახვის წესებზე;
ზ) რაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) დასუფთავება-დალაგების პროცედურები ჩაატარეთ „ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების მე-6 დანართით (ახალი კორონავირუსით (SARS-cov-2) გამოწვეული ინფექციისადმი (COVID-19) ექსპოზირებული არასამედიცინო ობიექტების დასუფთავების დროებითი რეკომენდაციები).
აკრძალულია: დასუფთავების მშრალი მეთოდების (მშრალი ცოცხითა და ჩვრებით) გამოყენება, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია მტვრისა და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების მოხვედრა ჰაერსა და სამუშაო გარემოს ზედაპირებზე.
9. დამლაგებლის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:
ა) დამლაგებელი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
ა.ა) ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი;
ა.ბ) სპეც-ფორმა და ზემოდან ერთჯერადი ხალათი, სრული სახელოებით;
ა.გ) სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი);
ა.დ) თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი);
ა.ე) დახურული ფეხსაცმელი;
ა.ვ) დახურული სპეცფეხსაცმელი.
10. პერსონალის ვალდებულებები:
ა) დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
ბ) სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
გ) სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას;
დ) ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
ე) გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
ვ) მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.
11. ვიზიტორთა ვალდებულებები:
დაიცავით წესები, რომლებიც დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან.
შესაძლო ინფიცირებულის კონტაქტების დადგენის მიზნით, კონფიდენციალურობის უზრუნველყოფით, აღრიცხეთ ვიზიტორები.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია