ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.02.2021
ძალის დაკარგვა 04.04.2022
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.142.016269
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/03/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2021 წლის 26 თებერვალი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ბ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილების მე-6 მუხლის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის, რომლის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი:
ა. ახალ ასაშენებელი ობიექტის ან ობიექტის რეკონსტრუქციისათვის პროექტით გათვალისწინებული ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1.00 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს;
ბ. იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ახალ ასაშენებელი და სარეაბილიტაციო წყალსადენებისა და წყალარინების მშენებლობის ასევე საკაბელო (ტელეფონი, ინტერნეტი, ელექტროსადენი და ა.შ.) თითოეული გრძივი მეტრისათვის 0.25 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს;
გ. განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
ა. ერთ სულ მოსახლეზე თვეში 0.40 ლარის ოდენობით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით, ხოლო სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 100000-მდე ქულის მქონე ოჯახებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0,20 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიურად, ყოველი თვის 18 რიცხვამდე;
ბ. იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 15,00 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე, რომლის გადახდა უნდა მოხდეს წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ყოველი წლის 31 დეკემბრამდე. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იურიდიული პირი დაჯარიმდება თანხის ხუთმაგი ოდენობით.
გ. საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი (ფიზიკური პირები) განთავისუფლდეს 2020 წლის ნოემბრის, დეკემბრის და 2021 წლის იანვრის და თებერვლის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.
სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებლის განაკვეთები:
ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;
ბ)თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3000 ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 300 000 ლარის ოდენობით;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული მოსაკრებლის ბიუჯეტში გადახდა უნდა მოხდეს კვარტალის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილება (www. matsne.gov.ge 30/12/2019, 210020010.35.142.016245).
მუხლი 4🔗
დადგენილების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი